რა მოგვიმზადა 2023 წლის შემოდგომამ? ანჟელა პერლი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებზე მოგვითხრობს: სექტემბრის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის გამოავლენს, თუ სად უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია და სად უნდა შეჩერდეთ და თავი დაიზღვიოთ.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში დეტალურ ჰოროსკოპს გიზიარებთ.
ანჟელა პერლი: სექტემბრის პროგნოზი
სექტემბრის დასაწყისში ვერძს სასიყვარულო საქმეებში გარკვევა ელოდება. საიდუმლო გაცხადდება და თქვენი გული დამშვიდდება. მაგრამ ფრთხილად იყავით: ვიღაცამ შეიძლება თქვენი საიდუმლო გაამხილოს. გამოიყენეთ ეს დრო მნიშვნელოვანი ფინანსური გარიგებისთვის ან ახალი ბიზნესის წამოსაწყებად. სექტემბერი ხელს უწყობს პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცებას – როგორც საქმიანი, ასევე რომანტიკული კავშირების. თვის ბოლოს ფინანსები მეტ ყურადღებას მოითხოვს: მზად იყავით ბიზნეს პროექტების დასასრულებლად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
კურო მზად უნდა იყოს, რომ საკუთარი დრო ადამიანებთან ურთიერთობას მიუძღვნას, რის გამოც ასმაგ ჯილდოს მიიღებს. თქვენი კრეატიულობა გაიზრდება. ძალა ყველაფრისთვის საკმარისი გექნებათ: სახლის მოწყობისთვის და დიდი ხნის ნანატრი შესყიდვებისთვის, სამსახურში არასტანდარტული გადაწყვეტის პოვნისა და ხანგრძლივი კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებისთვის. საკუთარი თავის შეცნობის გზაზე დიდი წარმატების მიღწევას შეძლებთ. მარტოხელა კუროს ბედი კარს გაუღებს ახალი სიყვარულისთვის.
მოუსვენარო ტყუპებო, 2023 წლის სექტემბერი თქვენი ძლიერი მხარეების გამოვლენის დროა. შესაძლოა ისევ შეხვდეთ მას, ვისთან შეხვედრაც გულს დიდი ხანია სურდა. თვის დასაწყისში ახალი ნაცნობობა და მოკლე დისტანციებზე მოგზაურობა გელით. გრძელი მოგზაურობები ამ დროისთვის უნდა გადაიდოს – შეიძლება დროებითი დაბრკოლებები წარმოიშვას. მერკური გიბიძგებთ თვითგანათლებისა და ბიზნესში ნახტომებისკენ. კარგი პერიოდია იმ საქმეების დასასრულებლად, რომლებიც ზაფხულში წამოიწყეთ.
ბანკნოტების სასიამოვნო შრიალს სექტემბერში ვარსკვლავები კირჩხიბებს უწინასწარმეტყველებენ. მოითმინეთ – თქვენი სიძლიერე მოწმდება. თქვენ გაქვთ ყველა შანსი, თავის კარგად გამოჩენისა და პროფესიული სტატუსის გაუმჯობესებისა. დაუთმეთ დრო ჯანმრთელობას, წადით ძველ მეგობრებთან შესახვედრად. ეს კომუნიკაციისა და ახალი ტენდენციების თვეა: იყავით ღია საინტერესო ნაცნობობისა და ბრწყინვალე იდეებისთვის. ახლობლებს ასევე სწყურიათ თქვენი ყურადღება: ელოდეთ ნათესავებისგან მნიშვნელოვან ამბებს ან გაემგზავრეთ დედათქვენის მოსანახულებლად, რასაც დიდი ხანია აპირებდით.
ჰოროსკოპი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის
ლომებისთვის სექტემბერი ბრწყინვალების, ხალხში გამოჩენისა და კომპლიმენტების შეგროვების დროა. ამ თვეში ცოდვა არ იქნება თუ ცოტა არჩევითი იქნებით, რადგან უთვალავი რომანტიული წინადადება გელით. პლანეტები ხელსაყრელ მდგომარეობაში იქნებიან თქვენი კარიერისთვის. საკმარისი ენერგია გექნებათ სამსახურში რთული საკითხების გადასაჭრელად და ასევე ახალ საინტერესო პროექტებში საკუთარი თავის გამოსაცდელად. კარგი დროა სწავლისა და მოგზაურობისთვის. ახალი გამოცდილება დაგეხმარებათ მიიღოთ საოცარი იდეები და გააფართოვოთ თქვენი შესაძლებლობები.
ქალწულებო, დაიჭირეთ თქვენი იღბალი: თქვენს ცხოვრებაში ფული და რომანტიკა შემოვა! დადგა დრო, შეურიგდეთ მათ, ვისთანაც ნაჩხუბარი იყავით, მაგრამ ჯერ კარგად დაფიქრდით და კარგად დაგეგმეთ ყველაფერი. ახალი მთვარე ცვლილებებისკენ გიბიძგებთ, მოგცემთ ძალას და თავდაჯერებულობას. შეინარჩუნეთ ბალანსი ფულის საკითხებში: პლანეტები შემოსავლის ახალ წყაროებს გიკარნახებენ, მაგრამ შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯებიც. ზომიერება – სულიერი წონასწორობის გასაღებია.
სასწორი საბოლოოდ შეძლებს წარსულის ბორკილების გადაგდებას და ღრმად ამოსუნთქვას. სექტემბერი თქვენთვის ტრანსფორმაციისა და განთავისუფლების თვე იქნება. შესაძლოა, შემოგთავაზონ ახალი სამსახური ან მონაწილეობის მიღება საქველმოქმედო პროექტში. დიდი ხანია გეგმავთ სამედიცინო შემოწმების გავლას? დროა! ვარსკვლავები ხელსაყრელ შედეგს გვპირდებიან. ეს ხელსაყრელი დროა მოგზაურობისა და ემიგრაციისთვის. გექნებათ ძალა და თავდაჯერებულობა, რათა შეინარჩუნოთ ძველი მეგობრობა და დაამყაროთ ახალი კავშირები. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა საბედისწერო გახდეს!
თუ მორიელის კარიერა ზაფხულის ბოლოს შეჩერდა, მაშინ სექტემბერში ის ყველაზე უიმედო ამოცანებსაც კი გაუმკლავდება. გაღიზიანებას სიმშვიდე ჩაანაცვლებს. თქვენ შეძლებთ ენთუზიაზმით ჩაეფლოთ ახალ ურთიერთობაში – რომანტიკის სფეროში ვნებების ალი უკვე ინთება. რაიმე ახალი ბიზნეს იდეა გაქვთ ან სერიოზულ შესყიდვას გეგმავთ? განახორციელეთ: დროა დადოთ მომგებიანი გარიგებები, წამოიწყოთ ონლაინ პროექტები და აიხდინოთ თქვენი ოცნებები! სექტემბერში ცვლილებები გელით. თვალი ადევნეთ სიახლეებს და არ დატოვოთ უყურადღებოდ თქვენი ახლობელი ადამიანები.
ჰოროსკოპი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის
მშვილდოსანი სამსახურზე უნდა იყოს ორიენტირებული: ვარსკვლავები ახალი ბიზნეს იდეების განხორციელებას და თქვენი სტატუსის ზრდას გპირდებიან. საქმეები ძალიან კარგად წავა. მიეცით შანსი ძველ საქმიან კავშირებს და შემდეგ ახალ გარემოცვაშიც მოხვდებით. ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ფოკუსირება და იმის გაგება, თუ რა გსურთ სინამდვილეში. ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ – მათ შორის თქვენი საყვარელი ადამიანისთვის. თვის ბოლოს შესაძლოა მოულოდნელად ჩამოვიდნენ თქვენი ნათესავები და ამავდროულად უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გადაუჭრელი საკითხებიც წამოიჭრას. ყურადღებით იყავით: ამ პერიოდში კარიერული ცვლილებებიც გელით.
მებრძოლ თხის რქებს შეუძლიათ სექტემბრის დასაწყისი დასვენებას და ახალი ცოდნის მიღებას დაუთმონ, იქნება ეს ენა თუ ჰობი. ეს არის ოჯახის, შემოქმედებისა და ურთიერთობების დრო. გადახედეთ თქვენს გეგმებს, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ შვილებთან ერთად. თვის მეორე ნახევრიდან კი შეგიძლიათ მთლიანად სამსახურით დაკავდეთ: გარიგებები სარგებელს გპირდებათ, ინტუიცია კი გიკარნახებთ, როდის უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბევრი კომუნიკაცია მოგიწევთ უცხოელებთან. თვის ბოლოს პლანეტები მოგცემთ ძალას დახუროთ „საბინაო“ საკითხი. შესაძლოა, თქვენი ოცნების სახლი იყიდოთ!
მერწყული სექტემბერს კომუნიკაციაში გაატარებს. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ახალ კლიენტებთან, რომანტიკულ საკითხებში კი ვარსკვლავები ახალ რომანს ან ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრას გპირდებიან. წინსვლაა მოსალოდნელი უძრავი ქონების საკითხებში – გარემონტება, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა. შესაძლოა შემოგემატოთ ოჯახის ახალი წევრი! დაუთმეთ დრო საკუთარ თავს: სულიერ დამშვიდებაში შესაძლოა ფსიქოთერაპევტი დაგეხმაროთ. ეს მოგცემთ ძალას, იყოთ ხალხში: თქვენ გელით უცხოელებთან შეხვედრა, ახალი იდეები და პოპულარობა. ვარსკვლავები არ გამორიცხავენ მანქანის ყიდვას და შორეულ ქვეყნებში მოგზაურობას.
შემოდგომის დასაწყისი თევზებისთვის დაძაბული იქნება. სამსახურის საკითხები მთელ თქვენს ყურადღებას მოითხოვს. შესაძლებელია სამუშაო ადგილის შეცვლა – ეს უკეთესობისკენ არის, ახალ გუნდთან ერთად უფრო მეტ ნდობას მოიპოვებთ საკუთარ შესაძლებლობებში. წინ საინტერესო ნაცნობობა და ახალი თანამშრომლობა გელით. ვარსკვლავები არ გამორიცხავენ სამსახურებრივ რომანს! ბევრი საკითხი ნათესავებსა და ფულს შეეხება. შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი ახლობელი ადამიანების იმედი – ისინი დაგეხმარებიან ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.