ოქროსფერი ხილი გაგათავისუფლებთ გასტრიტისა და სისხლდენისგან

351

გვიან შემოდგომაზე, ხილ-ბოსტნეულის გამყიდველთა დახლებზე ჩნდება ნარინჯისფერი, მომრგვალებული ნაყოფები, რომლებიც გარეგნულად ვაშლს მოგვაგონებს. მათ მაგარი, მლაშე, მოტკო-ნაზი გემო აქვთ და ბევრს ვერ შეჭამთ. ყოველ შემთხვევაში, იგი მოყვარულზეა გათვლილი. განსაკუთრებით მათთვის, ვინც დახვეწილ მურაბას ხარშავს და ყრის მუქ, მოგრძელებულ და საკმაოდ დიდი ზომის თესლებს. არადა, მათ სამედიცინო გამოყენება აქვთ. სხვათა შორის, რბილობსაც, რკინის მაღალი შემცველობის გამო, რკინადეფიციტული ანემიის სამკურნალოდ იყენებენ, აჭმევენ გამომფიტავი დაავადებების მქონე ავადმყოფებს, პაციენტებს მაღალი ტემპერატურის დროს.

გასტრიტი. მომატებული მჟავიანობის გასტრიტის შეტევის დროს კომში დაგეხმარებათ. 1 ს.კ. კომშის თესლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ და დალიეთ 100 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2-3 დღის განმავლობაში.

სისხლდენა (საშვილოსნოშიდა). სისხლდენის შესაჩერებლად, დღეში სამჯერ დალიეთ წვრილად დაჭრილი კომშის ჩაი ან მოამზადეთ ნახარში უმი ან გამომშრალი ნაყოფისგან და მიიღეთ დღის განმავლობაში.

  • ჭარბი სისხლდენის დროს, განსაკუთრებით, კლიმაქტიკურ პერიოდში, შესანიშნავი საშუალებაა კომშის უმი ან გამომშრალი თესლების ნახარში – 7-8 ცალი 1 ჭიქა წყალზე, ადუღეთ 3-5 წუთით.
  • ჭარბი, გამომფიტავი მენსტრუალური პერიოდის დროს, დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ 1 ჩ.კ. წვერით, გამომშრალი თესლი (დაუქუცმაცებლად).

ანალური ნახეთქები. ყოველდღე და ხშირად გაიკეთეთ კომშის ნაყოფის ან წვენის ცხელსაფენი – ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა.

ატონიური ყაბზობა. კომშის თესლებით მოამზადეთ ლორწოვანი ნახარში და მიიღეთ დილა-საღამოს. კომშის თესლები 20%-ით ლორწოსგან შედგება, რომელიც წყალში მარტივად იხსნება.

ბრონქიტი, ხველა. თესლებისგან მიღებული ლორწონ დალიეთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ, თითო ს.კ. ოდენობით. იგივე წამალი დაგეხმარებათ გასტრიტით გამოწვეული კუჭის ტკივილების დროს.

ქსეროსტომია (გამომშრალი პირის ღრუს სიმპტომი). ხანდახან, პირის ღრუ ისე გამოშრება, რომ საუბარიც გვიჭირს, ენას ვერ ვამოძრავებთ. ამ შემთხვევაში დაგვეხმარება კომშის თესლები. განსაკუთრებით, თუ წინ ხანგრძლივი საუბარი გელით, 30 წუთით ადრე დაიდეთ ენის ქვეშ რამდენიმე გამომშრალი თესლი. აუცილებლობისამებრ, სიტყვით გამოსვლის ან საუბრის დროს, გაიჩერეთ ენის ქვეშ ერთი ცალი თესლი.

უკუჩვენებები

  • კომშის თესლი არავითარ შემთხვევაში არ დააფქვიოთ, როგორც წამალი, ან დაღეჭოთ უბრალოდ – იგი შეიცავს 0.53% ამიგდალინს, რომელიც კუჭში სინილინის მჟავად – უძლიერეს შხამად იქცევა.
  • არ შეიძლება კომშის პრეპარატების მიღება ქრონიკული ყაბზობების დროს.
  • კომშის პრეპარატები, რომლებიც ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს გამოიყენება, არაა რეკომენდებული პლევრიტის დროს.
  • ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კომში აზიანებს საყლაპავსა და ხმის იოგებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს