გოგონამ დამწვრობის გამო გამოსაშვებ საღამოზე წასვლა ვერ შეძლო და მეგობრებმა წვეულება სახლში მოუწყვეს

245

ჩემს ფეხშიშველა ბავშვობას რომ ვიხსენებ, გაოცებული ვარ, მთელი და უვნებელი როგორ გადავრჩი. თვითგადარჩენის ინსტინქტი მაშინ ემბრიონულ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო თავგადასავლების წყურვილი ყურში გვიჩურჩულებს, რომ ყველა ხვრელი შევამოწმოთ და ყველაფერი საზიზღრობა უშიშრად გავსინჯოთ.

ჩემდა საბედნიეროდ, თავგადასავლები მხოლოდ მცირე ნაკაწრებით მთავრებოდა. ზოგჯერ თავზე კოპიც მქონდა, შედეგად ღორივით ვყვიროდი, ერთხელ ფეხიც მოვიტეხე.

ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ბავშვური საბრძოლო დაზიანებებით დაიკვეხნოს. მთავარია, რომ ტკივილი გაქრა და მხოლოდ შეგნება დარჩა, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა.

თუმცა ზოგიერთი ბავშვი უამრავი დაზიანების მიუხედავად კვლავ დაუფიქრებლად იქცევა. როგორც ამბობენ, ასეთებს მხოლოდ კუბო თუ გაასწორებს.

სამწუხარო უბედური შემთხვევის თუ ბანალური სისულელის გამო 15 წლის კორინ ბაჰნერი უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც მისთვის ბევრად უფრო სავალალო შედეგით შეიძლება დასრულებულიყო. თუმცა ისედაც ძლიერ დაიტანჯა.

გოგონა მეგობრებთან ერთად ბუნებაში იმყოფებოდა. მოზარდებს თავში კოცონის დანთების იდეა მოუვიდათ. ბიჭებმა ტოტები შეაგროვეს, მაგრამ სწრაფად რომ აენთოთ ბენზინი დაასხეს. გენიალურმა გადაწყვეტილებამ ტრაგედია მოიტანა: რამდენიმე ადამიანმა სერიოზული დამწვრობა მიიღო. ყველაზე მეტად კორინი დაზიანდა: მან სახე, ყელი და ხელები დაიწვა.

როცა საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმებმა თქვეს, რომ სახის 90% დამწვარი ჰქონდა. გამოფხიზლებულმა კორინმა ჯოჯოხეთური ტკივილი იგრძნო, ხოლო სარკეში მხოლოდ ბინტები დაინახა, რომლის მოხსნა არ შეიძლებოდა.

3 კვირიანი ინტენსიური თერაპიის შემდეგ ბაჰნერი გამოწერეს, მაგრამ წინ რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი, შემდეგ კი პლასტიკური ქირურგიის რამდენიმე სერია ელოდება.

კორინი ძალიან ლამაზი გოგონა და თავისი სკოლის მხარდამჭერთა გუნდის წარმომადგენელი იყო. უბედური შემთხვევა მისთვის ნამდვილი ტრაგედია აღმოჩნდა. გოგონამ გამოსაშვებ საღამოზე წასვლაზე უარი თქვა, მით უმეტეს რომ საავადმყოფოდან წვეულებამდე 1 დღით ადრე გამოწერეს.

ერთი მხრივ, ორგანიზმზე ასეთი დატვირთვა მის მომავალ გამოჯანმრთელებას ხელს შეუშლიდა. მეორე მხრივ, გოგონას უბრალოდ არ სურდა, რომ მეგობრებს დაბინტული თავით ენახათ.

კორინი ამის გამო ძალიან ნერვიულობა. ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი მომენტისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა. ტრაგედიამდე მზად იყო თავისი ლამაზი კაბით და ვარცხნილობით თანაკლასელები გაეოცებინა.

როცა ჯონათან აიალამ, გამოსაშვებ საღამოზე ბაჰნერის პარტნიორმა დაურეკა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეგო და ეკითხა, საღამოზე იქნებოდა თუ არა, გოგონამ უბრალოდ ტელეფონი გაუთიშა.

გოგონამ ფიქრების კონცეტრირება მხოლოდ იმაზე მოახდინა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ სამედიცინო კოლეჯში წავიდოდა, ამის შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში იმუშავებდა. კორინმა გადაწყვიტა, რომ ადამიანებს რეაბილიტაციის ცენტრში დაეხმარებოდა.

კორინმა გადაწყვიტა, რომ მეგობრებისთვის საღამოს შესახებ არ ეკითხა, ამიტომ ოთახში ჩაიკეტა და უბრალოდ ღამეს დაელოდა. ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. წარმოიდგინეთ როგორი გაოცებული იყო, როცა კარის ზღურბლზე თანაკლასელები დაინახა.

„თუ შენ არ წამოხვალ წვეულებაზე, წვეულება შენთან მოვა!“ – მხიარულად უთხრა ჯონათანმა.

დაქალებმა კორინს ხელი მოკიდეს და გამოსაშვები საღამოს კაბის ჩაცმაში დაეხმარნენ. ბიჭები სარდაფში ჩავიდნენ და გოგონას დედასთან ერთად სწრაფად ნამდვილ საცეკვაო დარბაზად აქციეს.

„კორინს შესანიშნავი მეგობრები ჰყავს! ბევრს იცოდნენ, მხიარულობდნენ და სიხარულისგან ტიროდნენ. უფროს სკოლაში გამოსაშვები საღამო კიდევ ექნება, მაგრამ სწორედ ეს მთელი ცხოვრება ემახსოვრება“ – ამბობს ბაჰნერის დედა.

მეგობრები კორინის სარდაფში დიდხანს ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ. საღამო, რომელსაც მარტოობაში გატარებას აპირებდა, არც თუ ისე ცუდი აღმოჩნდა. უდაოდ, წარმატებული იყო.

სამწუხარო ისტორია ბედნიერი დასასრულით. ასეთ მომენტებში ხვდები, რომ იმედის დაკარგვა არასდროს არ ღირს, რადგან გვერდით ახლო მეგობრები გყავთ, რომლებიც მძიმე წუთებში მხარს დაგიჭერენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს