მაღაზიის მოლარე თუ ამას გკითხავთ, არასოდეს უთხრათ უარი

229

რამდენად ხშირად ხდება პატარა პოზიტიური მომენტები თქვენს ცხოვრებაში? იცით, როგორ შეგიძლიათ გაახალისოთ უცებ საკუთარი თავი და გარშემომყოფები? მოლარე ქალმა გაგიღიმათ – და ცხოვრება უფრო ნათელი გახდა. სწორედ ასეთი მომენტებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ ამ მომენტების შემჩნევა და უმჯობესი იქნება თუ თავად შევქმნით მათ.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ არის დამოკიდებული ჩვენი განწყობა უახლოესი მაღაზიის მოლარეზე.

ქალი მოლარე

ჩვენ თითქმის ყოველდღე შევდივართ მაღაზიებში. დღეს, სუპერმარკეტების ქსელში შესყიდვების განხორციელებისას, შეხება გვაქვს მოლარესთან. დიახ, ბევრი ადამიანი თვითმომსახურების სალაროებს ირჩევს, მაგრამ თუ გსურთ გაახალისოთ სხვა ადამიანი, უმჯობესია თანხა მოლარესთან გადაიხადოთ. როგორც წესი, მაღაზიებში მუშაობენ მოლარე ქალები.

წარმოიდგინეთ, ქალი მთელი დღის მანძილზე ზის ამ სალაროსთან და, ალბათ, თავისთვის სხვა ცხოვრებაზე ოცნებობს. მისი განწყობა დღის ბოლოს უკვე არც თუ ისე კარგი იქნება. მყიდველებიც განსხვავებულები არიან, ზოგი უხეშია და შეურაცხყოფის მიყენებასაც კი ცდილობს. თუ ნახავთ ასეთ დაღლილ მოლარეს, უბრალოდ მიდით მასთან და მის სტანდარტულ კითხვაზე, რომელიც ის ვალდებულია დასვას: “კიდევ გნებავთ რამე?” , – არასოდეს უპასუხოთ მშრალად: “არა”.

უბრალოდ უთხარით მას: “დიახ”. მაშინაც კი, თუ არაფრის ყიდვა არ გჭირდებათ. მოლარეს უფრო ხშირად ესმის “არა”, ვიდრე “დიახ” და ასეთი პასუხი მას ავტომატური მდგომარეობიდან გამოიყვანს. მისი ტვინი დაიწყებს მუშაობას და ნერვული კავშირები განაახლებს მუშაობას. და როდესაც ის დასაზუსტებელ კითხვას დასვამს, კიდევ რა შემოგთავაზოთ, უპასუხეთ უჩვეულო წინადადებით. უბრალოდ უთხარით: „წარმატებები მისურვეთ“ , „ბედნიერება მისურვეთ“ ან მსგავსი რამ. ასეთი პასუხი განმუხტავს დაძაბულ სამუშაო გარემოს და მოლარეს სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებს.

ცვლილებები ცხოვრებაში

თუ ადამიანს ვთხოვთ, რომ წარმატებები გვისურვოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ამ ადამიანისგან ამ სიტყვების მოსმენა მნიშვნელოვანია. სინამდვილეში ეს უბრალოდ პატივისცემის ჟესტსია, მაგრამ თქვენ ეხმარებით ადამიანს გაიღიმოს და დაინახოს, რომ ცხოვრება მშვენიერია. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს უნდა თქვათ კარგი განწყობით და სახეზე ღიმილით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანის და მისი ემოციების დაცინვას დაემსგავსება. თანაც, ვინ ხუმრობს, როცა ცუდ ხასიათზეა.

მაგრამ თუ კარგ ხასიათზე ხართ და მოლარეს სთხოვთ წარმატებები გისურვოთ, შეამჩნევთ, რომ განწყობა მხოლოდ მოლარეს არ გამოუკეთდება. თქვენს უკან რიგში მყოფი ადამიანებიც გაიღიმებენ და თავიანთი კარგი განწყობის ნაწილს სხვა ადამიანს გადასცემენ.

მოლარე აუცილებლად გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას და კარგ ხასიათზე გააგრძელებს მომხმარებლის მომსახურებას. თქვენით დაიწყება სიკეთის ჯაჭვი, სადაც ყოველი მომდევნო მონაწილე თავის კარგ განწყობას შემდეგს გადასცემს. თუ ვისწავლით, რომ ვიყოთ უფრო გახსნილები და მხიარულები, გავაზიაროთ ჩვენი კარგი განწყობა და ღიმილი, მაშინ ჩვენს სამყაროში ნაკლები ბოროტება, აგრესია და გაუგებრობა იქნება. მოდით, დღესვე წამოვიწყოთ სიკეთის ჯაჭვი და, როცა მაღაზიაში შევალთ, აუცილებლად ვუსურვოთ წარმატება მოლარეს ან უბრალოდ გავუღიმოთ მას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს