თანამედროვე დიასახლისთაგან ცოტას თუ უფიქრია, როგორ გაყინოს კვერცხი. უმეტესობა ჩვენგანი მიჩვეულია ახალი ქათმის კვერცხის გამოყენებას. მაგრამ საკმაოდ ბევრ შემთხვევაში, გაყინული უმი კვერცხი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. ჩვენი დღევანდელი მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ალერგიით დაავადებულთათვის, რადგან მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ კვერცხის რომელი კომპონენტი შედის კონკრეტულ კერძში. გაყინული კვერცხის შემთხვევაში, ამის შემოწმება ძალიან ადვილია!
როგორ გავყინოთ კვერცხი: სწრაფი გზამკვლევი
მნიშვნელოვანი უპირატესობები
ჯერ ერთი, ქათმის კვერცხების სიახლის შესანარჩუნებლად ამაზე უკეთესი გზა ჯერ არ არის გამოგონილი. დღეს, როცა დიასახლისების უმეტესობა ქათმის კვერცხს მაღაზიაში ყიდულობს, ბევრი მათგანი მაინც წინასწარ იმარაგებს ამ პროდუქტს. დამეთანხმებით, რომ ყოველთვის სჯობს იცოდეთ პროდუქტების შენახვის დამატებით ვარიანტები, ვიდრე მოგიწიოთ ნაყიდი პროდუქტების სანაგვეში გადაყრა!
მეორეც, გაყინული ქათმის კვერცხები მომზადებისთვის ისეთივე ვარგისია, როგორც ახალი. გემო იგივეა, სასარგებლო ნივთიერებები კი უპრობლემოდ ინახება გაყინული სახით. თუ გინდათ ომლეტი მოამზადეთ, თუ გინდათ ნამცხვარში გამოიყენეთ, ეს პროდუქტი იმედებს არ გაგიცრუებთ!
გაყინვის პროცესი
ქათმის კვერცხების გაყინვის ყველაზე გავრცელებული ვარიანტისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე ცალი პლასტმასის კონტეინერი. კვერცხი ჯერ კარგად გარეცხეთ, შემდეგ ჩატეხეთ ღრმა თასში. შიგთავსი კარგად ათქვიფეთ, რომ ცილა და გული ერთმანეთში აირიოს. ბოლოს კვერცხის ნარევს დაუმატეთ მარილი ან შაქარი.
კვერცხის ნარევს მარილს და შაქარს იმიტომ უმატებენ, რომ გაყინვის პროცესი ისე წარიმართოს, როგორც საჭიროა. რაც შეეხება სპეციფიკას, ყველაფერი მარტივია. დაამატეთ შაქარი ან მარილი იმის მიხედვით, თუ რის მომზადებას აპირებთ გაყინული მასისგან. ამის შემდეგ ნარევი გადაიტანეთ კონტეინერებში, ფრთხილად დაახურეთ და შედგით საყინულეში.
მეთოდი ალერგიით დაავადებულთათვის
არსებობს ქათმის კვერცხის შენახვის ზემოაღნიშნული მეთოდის ვარიაცია, რომელიც განკუთვნილია ალერგიით დაავადებულთათვის. ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ კვერცხის ცილებისა და გულების ერთ თასში ათქვეფა. პირიქით, ცილა გულდასმით უნდა გამოაცალკევოთ გულებისგან, შემდეგ კი ჩაასხათ ჩვეულებრივ ყინულის ფორმებში.
სამწუხაროდ, შაქრისა და მარილის გარეშე არაფერი გამოვა. ეს ნივთიერებები უზრუნველყოფს გაყინვის პროცესის წარმატებას, ისინი საჭიროა ნებისმიერ ვარიანტში. სამაგიეროდ, ამ გზით ქათმის კვერცხების ამა თუ იმ კომპონენტის მიმართ შეუწყნარებლობის მქონე ადამიანები გაცილებით მარტივად შეძლებენ საყვარელი კერძების მომზადებას, რომლებშიც უსაფრთხო კომპონენტი იქნება!