კიბოს მკურნალობა ჭაობის პოტენტილათი: ექიმ ცედილინის მეთოდი

402

ჭაობის პოტენტილა ძველი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება. მისი მწვანე ისრებიდან გამოსული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ახლა ონკოლოგიურ ცენტრში გამოკვლევის პროცესშია.

აღმოსავლეთში კი დიდი ხანია დამტკცებულია, რომ პოტენტილა ეფექტურია სისხლის ონკოლოგიისა და ძვლის სიტემის სიმსივნების სამკურნალოდ. გარდა ამისა, მცენარე გამოიყენება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების კიბოს (ფარისებრი ჯირკვლის, პროსტატის, სარძევე ჯირკვლის კიბოები) სამკურნალოდ. ასეთი დაავადებები დიდხანს, წლობით მკურნალობას მოითხოვს, თუმცა პოტენტილას არ აქვს ორგანიზმზე ტოქსიკური გავლენა და მისი ხანგრძლივი გამოყენება ადამიანისთვის საშიში არაა.

ონკოლოგიის დროს ამ მცენარის გამოყენების ერთ-ერთი გზაა მისი ფოთლების ან ახალი ბალახისგან დამზადებული ფაფის დადება ავთვისებიან სიმსივნეებზე.

ავთვისებიანი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის, მიიღეთ პოტენტილას ფოთლების ან მისი ფესვების ნახარში დღეში რამდენჯერმე.

სხვადასხვა ფორმის ონკოლოგიური დაავადების დროს მოამზადეთ ნაყენი პოტენტილას ფესვებისგან. გაავსეთ ლიტრიანი ქილა ნახევრამდე ფესვებით და დაასხით არაყი. დააყენეთ სიბნელეში 10 დღით, პერიოდულად შეანჯღრიეთ, გადაწურეთ და დალიეთ თითო ს.კ. დღეში ერთხელ, ღამით.

პოტენტილას ნაყენები და ნახარშები სიმსივნის დროს

ექიმ ცედილინის მეთოდის მიხედვით, კიბოს დროს უნდა მიიღოთ პოტენტილას სპირტის ნაყენი: ზრდასრულმა ადამიანმა უნდა მიიღოს 1 ჩ.კ. ნაყენი, წინასწარ გახსნილი 1/3 ჭიქა წყალში, დღეში სამჯერ, საკვებთან ერთად. მკურნალობის კურსი 25-30-დღიანია. ამის შემდეგ შეისვენეთ 10 დღით.

ჭაობის პოტენტილათი კიბოს მკურნალობის ეფექტურობა გაიზრდება, თუ პრეპარატს გამოიყენებთ როგორც შინაგანად, ისე გარეგანად. ცალკეულ შემთხვევებში, საკმარისია მხოლოდ კომპრესის გამოყენება ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. მოხმარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და სირთულეზე და მითითებულზე ცოტა ან მეტხანს შეიძლება გაგრძელდეს.

ექიმი ცედილინი ამტკიცებს, რომ დაავადების საწყის სტადიებსა და მსუბუქ ფორმებში შვებას უკვე სამდღიანი მიღების შემდეგ იგრძნობთ. დაავადების მწვავე ფორმების დროს, ჩაიტარეთ რამდენიმე ათდღიანი კურსი შესვენებებით. მკურნალობის საერთო კურსი გათვლილია 1 წელზე.

ასევე, ექიმი ამტკიცებს, რომ პრეპარატის მიღების პირველ დღეებში, ხანდახან, შესაძლებელია დაავადების გამწვავების სიმპტომებიც გამოჩნდეს, რამაც არ უნდა შეგაშინოთ, რადგან ეს დადებითი ფაქტორია, რომელიც მოწმობს პოტენტილას სამკურნალო მოქმედებაზე. გამწვავების შემთხვევაში, ორგანიზმიდან მარილებისა და ტოქსინების გამოდევნისთვის, პოტენტილას პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ რეკომენდებულია შარდმდენი ნაკრების დალევა.

  • ჭაობის პოტენტილას, ასფურცელასა და ქრისტესისხლას ნაყენი, რომელსაც დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად დალევთ, მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ;
  • ჭაობის პოტენტილას ნახარში, თანაბარი რაოდენობით შერეული ასფურცელას ნახარშთან და სტაფილოს წვენთან, ასევე, გავრცელებული ხალხური საშუალებაა კიბოს დროს.

კუჭის წყლულის შემთხვევაში, დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ პოტენტილას ნაყენი ან ნახარში. მკურნალობის კურსი არანაკლებ 10-დღიანია.

რეკომენდებულია ასეთი რთული ნაკრებიც:

  • 10 გ ჭაობის იელის ფესვები
  • 50 გ ნარშავის ყვავილედი
  • 25 გ ქსელისებრი ოროვანდის ყვავილედი
  • 5 გ შავი ვერხვის კვირტები
  • 5 გ ჭაობის პოტენტილას ფესვები

მომზადება და გამოყენება

  1. 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ დილამდე, გადაწურეთ.
  2. დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ან

  1. 1 ს.კ. პოტენტილას დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჭიქა ცხელი, ადუღებული წყალი, გააჩერეთ 15 წუთით წყლის აბაზანაზე.
  2. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთით და გადაწურეთ.
  3. დარჩენილი ნედლეული დაწურეთ და მომზადებული ნახარში გაზარდეთ 200 მლ მოცულობამდე ადუღებული წყლით.
  4. მიიღეთ შინაგანად თითო ს.კ. დღეში სამჯერ.

დალიეთ ამ მცენარის ჩაი რეგულარულად.

ლიმფაგრანულემატოზის სამკურნალოდ, აიღეთ 100 გ მშრალი ფესვები, მოათავსეთ ბნელ ჭურჭელში და დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ 8 დღით, ხანდახან შეანჯღრიეთ. გადაწურვის შემდეგ, დალიეთ დღეში სამჯერ, საკვების მიღებამდე, 30 წვეთი, დააყოლეთ ნახევარი ჭიქა წყალი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს