83 წლის ბრიუს ბიჩი წყნარ სოფელში ჰორნინგ მილსში, ხმაურიანი ტორონტოდან ასი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. აქ საცხოვრებლად ჯერ კიდევ 1970 წელს გადავიდა, როცა აშშ-ს და სსრკ-ს დაპირისპირება სულ უფრო და უფრო მატულობდა. ადრე ბრიუსი ჩიკაგოში ელექტრიკოსად მუშაობდა, მაგრამ მზარდმა დაძაბულობამ ბირთვულ ომში გადარჩენაზე დააფიქრა.
იმის გააზრებით, რომ დიდ ქალაქში ცხოვრებით მალე იმქვეყნად გაეშურებოდა, ბიჩმა გეგმა შეადგინა, რომლის პირველ პუნქტს კანადაში გადასვლა წარმოადგენდა. ჰორნინგ მილსში დამკვიდრებით არ დამშვიდებულა და ნელ-ნელა ფულის დაგროვება დაიწყო.
როცა საკმაოდ დიდი ნაკვეთის მფლობელი გახდა, ყოფილმა ელექტრიკოსმა მიზანმიმართულად ძველი სკოლის ავტობუსების შეძენა დაიწყო. სატრანსპორტო საშუალებებს მამაკაცი ფრთხილად მარხავდა. 1980-85 წლებში ბრიუსმა 42 ავტობუსი შეიძინა, თითო 300 დოლარად.
პირველ რიგში, ავტობუსებს ყველა უსარგებლო დეტალი მოაშორა. მიღებული ლითონის კონსტრუქცია წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ოთხი მეტრის სიღრმეზე ჩამარხა. ყველა ავტობუსი ერთმანეთთან შეერთებულია და ბეტონის სქელი ფენით არის დაფარული.
ახლა 83 წლის მოხუცი ცნობილია, როგორც სამხრეთ ამერიკაში ყველაზე დიდი კერძო ბუნკერის მფლობელი. თავისი შემოქმედება „კიდობანი-2“ უწოდა. ბრიუსის სიტყვებით, აქ 500 ადამიანი თავის შეფარებას შეძლებს.
მიწისქვეშა დერეფნების და დარბაზების საერთო ფართობი 930 მეტრია მოხუცი დარწმუნებულია, რომ ეს ბუნკერი ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს ბირთვული ბომბის პირდაპირი დარტყმის გარდა.
ბოლო 35 წლის განმავლობაში ბრიუსი დაუღალავად მუშაობს, რომ თავისი „კიდობანი-2“ ყველა აუცილებელი პირობით აღჭურვოს. მეზობლების უმეტესობა ამას ფულის უაზროდ ხარჯვად მიიჩნევს. თავად კანადელი დარწმუნებულია: როცა ბირთვული ომი დაიწყებდა, ხალხი მიხვდება, რომ მართალი იყო!
რადიოაქტიური საფრთხისგან გაქცეულ ხალხს შიგნით საცხოვრებელი ქოხი, ორი დიდი სამზარეულო, რამდენიმე საბავშვო ოთახი და აბაზანა ცხელი წყლით დახვდებათ. წყალი ბუნკერს ღრმა ჭიდან მიეწოდება, რომელსაც რადიაცია არ შეეხება.
„კიდობანი-2“-ის შიგნით დიზელის გენერატორებია დამონტაჟებული საწვავის სამთვიანი მარაგით და ავტონომიური რადიოსადგური, რომლის სიგნალები კანადასა და აშშ-ში ყველგან აღწევს. გათვალისწინებულია სპეციალური ოთახი სადაც უსაფრთხო ზედაპირიდან შემოსულების დეზინფექცია მოხდება!
ადგილობრივი ხელისუფლება ენთუზიაზმს არ გამოხატავს, რომ მათ იდეალურ სოფელში უზარმაზარი ბუნკერი მდებარეობს. ბრიუსი სამჯერ აიძულეს, რომ ბუნკერი დაეხურა, მაგრამ უშედეგოდ. მოხუცს მხარს მისი 90 წლის მეუღლე უჭერს. შვილებიც კი თვლიან, რომ მათი მამა საკუთარი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს.
ახლახანს კანადელმა თავისი შემოქმედების მსოფლიოსთვის ჩვენება გადაწყვიტა. ქვემოთ მოცემულია ვიდეო, სადაც უზარმაზარი ბუნკერის შიგნიდან დათვალიერებას შეძლებთ. ბრიუსმა ნამდვილად საფუძვლიანი საქმე გააკეთა!
თუ ბირთვული ომი მაინც დაიწყება, ჰორნინგ მილსის მაცხოვრებლებს ყოფილი ელექტრიკოსის ბუნკერი გამოადგებათ. თუმცა თავად კანადელიც იმედოვნებს, რომ ხალხს ბუნკერის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება არ დასჭირდებათ.