გულისამაჩუყებელი იგავი დედის ლოცვის ძალაზე და ლოცვის ტექსტი შვილების დასაცავად 

0
620

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ანდაზა ამბობს, რომ დედის ლოცვას ზღვის ფსკერიდან ამოყავს ადამიანი. ამ სიტყვებში ჭეშმარიტებაა, რომელიც დამტკიცებულია ბევრი ცხოვრებისეული მაგალითით. მათგან ზოგიერთი არქივშიც შევიდა. დედის ლოცვა ყოველთვის ეხმარება შვილს გაუმკლავდეს სირთულეს და თავიდან აიცილოს უბედურება.

ყველაფერი იმიტომ, რომ დედასა და შვილს არსებობს განსაკუთრებული კავშირი, რომელიც იმდენად გამძლეა, რომ მისი გაწყვეტა სულიერ დონეზე შეუძლებელია. ეს კავშირი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, რის წყალობით დედას ყოველთვის შეუძლია დაეხმაროს შვილს.

დედის ლოცვა: ყველაფერი მისი ძალის შესახებ

იგავი დედის ლოცვაზე

ბანდიტებმა სოფელი გადაწვეს და დედას შვილები მოპარეს. თავად დედა სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ დარდმა მოიცვა. მთელი დღეები გადამწვარ სახლთან იჯდა და ჩურჩულებდა:

–უფალო, დაიფარე და დამიბრუნე ჩემი ვაჟი და ჩემი ქალიშვილი.

ხალხი ცდილობდა მის წაყვანას, გამოკვებას და დამშვიდებას.

–არა, – ჯიუტად პასუხობდა დედა, – შვილები მტრებისგან ვერ დავიცავი, დაე, ჩემი ლოცვა დაეხმაროთ.

დიდხანს იჯდა დედა გადამწვარ სახლთან და ლოცვის სიტყვებს ჩურჩულებდა. მოულოდნელად ტყიდან ბავშვები გამოიქცნენ. როცა სასიხარულო ჩახუტება და ცრემლები ჩაცხრა, ბიჭმა ამაყად თქვა:

–დედა, ბასრი ქვა ვიპოვე, თოკი გადავხეხე და გავიქეცით.

–ტყეში უზარმაზარი დათვი თავს დაგვესხა! – გააგრძელა გოგონამ, შიშისგან გაფართოებული თვალებით. – ხახა გააღო, შემდეგ მოულოდნელად უკან გაბრუნდა.

–ჭექა–ქუხილში ელვამ არ მოგვკლა. მუხის ქვეშ ვიმალებოდით და ელვამ დაარტყა. მუხა გაშავდა და წაიქცა, ჩვენ გადავრჩით, – უყვებოდა ბიჭი.

–მდინარეშიც არ დავმხრჩვალვართ, – გაიხსენა გოგონამ. – ძმა ფიქრობდა, რომ ღრმა არ იყო, მაგრამ ძალიან ღრმა იყო. კარგია, რომ ჩაძირული ხე დავინახეთ და მოვეჭიდეთ.

ბავშვები დიდხანს ყვებოდნენ. ყველა გაოგნებული უსმენდა, ერთმა მოხუცმა კი თქვა:

–დედის ლოცვა ყოველთვის თან სდევს შვილებს და იცავს მათ.

დედის ლოცვა შვილისთვის

როცა ბავშვი ავადაა, დედა იესო ქრისტეს ან ღვთისმშობელს მიმართ ლოცულობს. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სხვა წმინდანებს: წმინდა მოწამე ტრიფონს, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს და დიდმოწამე პანტელეიმონს. არსებობს ლოცვა შვილის მფარველი ანგელოზისადმი, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა უსიამოვნებისგან დაცვაში ეხმარება. გიამბობთ, რა სიტყვები უნდა წარმოთქვათ:

„წმიდაო მფარველო ანგელოზო შვილთა ჩემთაო (სახელები) დაიფარენ ისინი საფარველითა შენითა ისართაგან ეშმაკისათა, თუალისაგან მაცდუნებელისა და დაიცევ გულთა შინა მათთა ანგელოსებრივი სიწმიდე. ამინ.“

გახსოვდეთ, რომ დედის ლოცვას აქვს უჩვეულოდ ძლიერი ძალა, რომელიც ბავშვების დაცვაში გეხმარებათ. დედის სიყვარული შვილებისადმი ყველაზე წმინდა და გულწრფელია. შეუძლებელია იპოვოთ გრძნობა, რომელიც უფრო უანგარო და სუფთა იქნება.