ტუალეტის ქაღალდის რულონს მაცივარში ვინახავ. ამას კარგი მიზეზი აქვს

0
862

დღეს მაცივარი ნებისმიერი სამზარეულოს აუცილებელი ატრიბუტია. თანამედროვე ადამიანის ცხოვრება მაცივრის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. მიჩვეული ვართ, მთელი კვირის სამყოფი პროდუქტების შეძენას, მაცივარში შენახვას და ჩვენი საქმის მშვიდად გაგრძელებას. იცით, რამდენ ხანს შეიძლება რძის შენახვა მაცივარში, რომ უშიშრად დალიოთ? ეს პროდუქტი ძალიან სწრაფად ფუჭდება. რეკომენდებული არაა, ახალი რძე 24 საათზე მეტხანს შეინახოთ. უმჯობესია, რძე აადუღოთ, ასე შენახვის ვადა 48 საათამდე გაგრძელდება. სტერილიზებული რძე 96 საათამდე შეგიძლიათ შეინახოთ.

პაპარაცი გიზიარებთ რამდენიმე რჩევას პროდუქტების მაცივარში შენახვის შესახებ. ასევე გიამბობთ, რატომ უნდა მოათავსოთ ტუალეტის ქაღალდის რულონი მაცივარში.

რამდენ ხანს ინახება რძე მაცივარში?

დღეს ბევრ პროდუქტს შენახვის ხანგრძლივი ვადა აქვს კონსერვანტების დამატების გამო. თანამედროვე ცხოვრება ადამიანს აიძულებს უფრო რაციონალური იყო საკვების არჩევაში და დროის ხარჯვაში. და მაინც, ყველას სურს ნატურალური პროდუქტები მიირთვას და ორგანიზმი ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდროს.

სწორედ ამიტომ, როცა ფერმერისგან პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა ჩნდება, ამას სიამოვნებით ვაკეთებთ. განსაკუთრებით გვინდა, რომ ბავშვები ნატურალური პროდუქტებით გამოვკვებოთ. ნატურალურ რძეზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. ძალიან სასარგებლო და ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია.

სუნი მაცივარში

ხშირად მაცივარში სუნების შერევა უსიამოვნო სუნს წარმოქმნის. მიზეზი ყოველთვის გაფუჭებული პროდუქტი არაა. უსიამოვნო სუნი სწრაფად ჩნდება, მაგრამ მისი გაქრობა გაცილებით რთულია. პაპარაცი გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ მეთოდს, როგორ ებრძოლოთ უსიამოვნო სუნს მაცივარში. სპეციალური მოწყობილობა ან ქიმიური საშუალება არ დაგჭირდებათ. მეთოდები საკმაოდ მარტივია გამოსაყენებლად და ეფექტური უსიამოვნო სუნთან ბრძოლაში.

ერთ–ერთი ასეთი მეთოდია მაცივარში ტუალეტის ქაღალდის შენახვა. ერთი შეხედვით, აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ძალიან ეფექტურია. სანამ ტუალეტის ქაღალდის რულონს მაცივარში შეინახავთ, წყლის და საკვები სოდის ხსნარში ჩააწეთ. რულონი არ უნდა ჟონავდეს, მაგრამ ხსნარით უნდა გაიჟღენთოს. სოდა უსიამოვნო სუნს შესანიშნავად ანეიტრალებს. ასე უსიამოვნო სუნები ერთ რულონზე დაგროვდება.

კიდევ ერთი მეთოდი მაცივარში უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად შავი ჩაის პაკეტია. თუ დიდი მაცივარი გაქვთ, რამდენიმე ჩაის პაკეტი დაგჭირდებათ. ჩაის პაკეტები სხვადასხვა კუთხეში შეინახეთ. ჩაი უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს და სივრცეს თავისი არომატით ავსებს. ასეთი ერთგვარი საშე მაცივარში ზედმეტ ტენს შთანთქავს.

კარტოფილი კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, რომლითაც მაცივარში უსიამოვნო სუნს გაუმკლავდებით. შუაზე გაჭრილი კარტოფილი უსიამოვნო სუნებს კარგად შთანთქავს. ბოსტნეული ყოველ მეორე დღეს უნდა შეცვალოთ, რადგან სწრაფად გამოუსადეგარი ხდება. უცხო სუნები მაცივარში მუდმივი პრობლემაა. ყოველთვის არ გვაქვს დრო, რომ მაცივარი ყოველ კვირა გავწმინდოთ. სწორედ ამიტომ, ასეთი მეთოდები უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად დიასახლისის მხსნელია. რაც უფრო მარტივია მეთოდი, მით უფრო ეფექტური და ხარისხიანია.