2024 წლის საახალწლო მენიუ გონივრულად შეადგინეთ, რომ დრაკონი არ გააბრაზოთ და მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ

0
805

დროა ახალი წლის აღნიშვნაზე დავფიქრდეთ. 2024 წელს მისი სიმბოლო ძლევამოსილი დრაკონი იქნება. შეგახსენებთ, რომ დრაკონი ნიშნავს სიბრძნეს, ძალას და სიმტკიცეს. პაპარაცი გიამბობთ, როგორი უნდა იყოს 2024 წლის საახალწლო სუფრა, რომელ კერძებს და პროდუქტებს უნდა აარიდოთ თავი.

2024 წლის საახალწლო სუფრა: მთავარი წესები დრაკონთან შესახვედრად, რომ წარმატებული წელი გქონდეთ

რომელი პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე?

ხორცი

იზრუნეთ, რომ სტუმრებს ცილოვანი კერძების ფართო არჩევანი ჰქონდეთ. 2024 წელს სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ ხბოს, ღორის, ნაზი ქათმის, კურდღლის ან ინდაურის ხორცი. ცხვრის ხორცი სადღესასწაულო მენიუდან ამოიღეთ. სპეციფიკური პროდუქტია. თუ 2023 წელს ფინანსური პრობლემები გქონდათ, უპირატესობა მიანიჭეთ ღორის ხორცს. თუ ურთიერთობაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ, კურდღლის ხორცი მოამზადეთ. თუ აპათია და ფრუსტრაცია გტანჯავთ, ხბოს ხორცის მომზადება თამამად დაიწყეთ. ამას ამბობენ ასტროლოგები.

თევზი და ზღვის პროდუქტები

ახალ წელს თავი ისე კომფორტულად რომ იგრძნოთ, როგორც თევზი წყალში, სადღესასწაულო ღამეს სტუმრები თევზით გაახარეთ. დრაკონი დადებითად განწყობილია ხეკის, ქორჭილას და კობრის მიმართ. ფარშირებულ ქარიყლაპიაზე უარს არ იტყვის. რაც შეეხება ზღვის პროდუქტებს, შეზღუდვები არაა. შესაძლებლობის მიხედვით შეიძინეთ წითელი ხიზილალა და მოამზადეთ ბლინების რულეტები, ფხვიერი ცომისგან კანაპე ან კლასიკური სენდვიჩი.

გირჩევთ, სადღესასწაულო მენიუს დაუმატოთ დამწნილებული კალმარი და მოხარშული კრევეტი ან ნაზ ნაღების სოუსში ჩადებული გაიტანეთ. პიკანტურობისთვის ცოტა ბაჰარის წიწაკა და რამდენიმე კბილი ნიორი დაუმატეთ. სუფრაზე გატანამდე მწვანილით მორთეთ. გამოიყენეთ კამა, ოხრახუში ან რეჰანი.

კაკალი

კაკალი სიბრძნის სიმბოლოა, ამიტომ დრაკონის შესახვედრად იდეალურია. თხილი, მაკადამია, მიწისთხილი, ნუში, კეშიუ ან ნიგოზი ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ გაიტანოთ. ზოგს უყვარს კაკალი ტკბილ კარამელში, ზოგს ცხარე ან პიკანტური საფანელი მოსწონს. სხვებს უბრალოდ მარილიანი ურჩევნია. კაკლისთვის ლამაზი ფიალა შეარჩიეთ და მაგიდის სხვადასხვა კუთხეში მოათავსეთ. ეს სატყუარაა, რომ დრაკონმა ნამდვილად შემოიხედოს თქვენს სახლში და კეთილდღეობით აავსოს.

ხილი

დრაკონის წელს ხილზე დაზოგვა არ ღირს. ტკბილი სუფრისთვის ხილის ასორტი შეგიძლიათ მოამზადოთ ან ყურძნის მტევნები ყველის თეფშებზე შემოაწყოთ. ამ შემთხვევაში გაიტანეთ თხელი თაფლი და კენკრის ჯემი პატარა სასოუსეში. თუ დაზოგვა გსურთ, მეგობრებს დაკონსერვებული მსხლით გაუმასპინძლდით. მოერიდეთ რეცეპტებით ექსპერიმენტებს. საოჯახო კულინარიული წიგნი გადაშალეთ და რაღაც ნაცნობი აირჩიეთ. ასე სახლში სასიხარულო მოვლენებს შემოიპატეჟებთ მთელი წლისთვის.

ბოსტნეული

თუ გსურთ, რომ 2024 წელს ჯანმრთელობა არ მოგაკლდეს, ბოსტნეული არ დაგავიწყდეს. სუფრაზე გაიტანეთ ჩაშუშული, მოხარშული, დამწნილებული, შემწვარი და ხმელი სახით. სუფრაზე ახალი ბოსტნეულის სალათი აუცილებლად უნდა იყოს. ასე 365 დღე ტკივილს დაივიწყებთ!

შაქარი და თაფლი

დრაკონი დესერტის დიდი მოყვარულია. გაახარეთ საკუთარი თავი და სტუმრები ტკბილეულის სიუხვით ახალი წლის ღამეს. უმჯობესია, თუ თავად მოამზადებთ. დესერტი სიმდიდრეს და იღბალს მაგნიტივით იზიდავს. თქვენი საყვარელი ტორტი აუცილებლად გამოაცხვეთ. გაიხსენეთ ტკბილეული, რომელსაც ბავშვები აღმერთებენ. მენიუში დაამატეთ. სტუმრებს შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ თქვენი სუფრა მათი მენიუდან ტკბილეულით შეავსონ. რაც მეტი დესერტი, მით უკეთესი!

პროდუქტები, რომლებზეც უმჯობესია უარი თქვათ, 2024 წლის შეხვედრისას

ხახვი

ხახვი ცრემლების სიმბოლოა. დარწმუნდით, რომ საახალწლო სუფრაზე თუ ხახვი იქნება, მხოლოდ მინიმალური რაოდენობით. დაშვებულია ნახევარი ხახვი ერთი დიდი სალათისთვის და მთელი ხახვი 4 კგ ხორცზე. მეტი საჭირო არაა, წინააღმდეგ შემთხვევში ოჯახში უსიამოვნებას ელოდეთ. საყვარელი „ქურქის“ მომზადებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ ან უხახვოდ მოამზადეთ.

სოკო

სოკო იმედგაცრუების სიმბოლოა. ბედი რომ არ გამოცადოთ, საახალწლო მენიუში მასზე უარი თქვით. დღესასწაულიდან სამი დღის შემდეგ სოკოს კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. ვარსკვლავების სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუ ასე მოიქცევით, მთელი წელი საკუთარ თავს მადლობას გადაუხდით. ვნახოთ, შევამოწმოთ.

კივი

ხილიდან ერთადერთი გამონაკლისი კივია. რატომღაც დრაკონს მასთან კარგი დამოკიდებულება არ აქვს. თუ საყვარელ დელიკატესზე უარს ვერ ამბობთ, მხოლოდ ცუკატის სახით დასაშვებია.

ზემოხსენებული რჩევებიდან ბევრი რამ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. გულწრფელად ვაღიარებთ, ჩვენც, თუმცა გამოცდილ ასტროლოგებთან არ ვკამათობთ.