2024 წელს მეჯლისს ხის დრაკონი მართავს, წარმატებას მხოლოდ რჩეულებს ჰპირდება

0
934

ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ: მომავალი წლისთვის მოემზადეთ და 2024 წლის პროგნოზი ყურადღებით შეისწავლეთ! დრაკონის ნაკიანი წელიწადი დგება და ბევრ ადამიანს ძალიან გაუჭირდება. ბევრი ვარაუდობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ურთულესი წუთები უკვე გამოვიარეთ. სამწუხაროდ, ჩვენი დღეების კონტექსტი სულაც არ არის სასიხარულო. გახსოვდეთ, ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებულია. პაპარაცი გიამბობთ, როგორია 2024 წლის პროგნოზები.

2024 წლის პროგნოზები

ასტროლოგები თვლიან, რომ 2024 წლის მთავარი მოვლენა იქნება პლუტონის გადასვლა თხის რქიდან მერწყულში. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება და დიდ ცვლილებებს პროგნოზირებს როგორც ცალკეული პირებისთვის, ასევე მთელი ერებისთვის, სახელმწიფოებისთვის და მსოფლიო წესრიგისთვის.

მომავალ წელს იქნება ინგრესიის (შეღწევის) 3 დაძაბული „წითელი წერტილი“, რომლისთვისაც უნდა მოვემზადოთ. პირველი წერტილი – 20-21 იანვარს, მეორე – 2 სექტემბერს, მესამე – 20-21 ნოემბერს. პლატონი რეტროგრადულ სტატუსში გადავა 2024 წლის 3 მაისიდან 12 ოქტომბრამდე, შემდეგ ისევ მერწყულის ნიშანში დაბრუნდება და მომდევნო 20 წლის განმავლობაში მასში დარჩება.

ეს ასტროლოგიური მოვლენა გამოიწვევს ცვლილებებს ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ბუნებაში. მომავალი მოვლენები ყოველთვის კატასტროფას არ გვპირდება. ადამიანს ახასიათებს სიბნელის და უიმედობის მიკუთვნება იმისადმი, რაც „სხეულთან ახლოსაა“. ბოლო წლების მოვლენებს მტკივნეულად განვიცდით, ხოლო პლუტონი, თავის მხრივ, ჩვენს ემოციებს სიცხარეს შემატებს, ამბობენ ექსპერტები.

თუ ადამიანის ნატალურ რუკაზე არის პლანეტების კომბინაცია პლუტონთან, ამან შეიძლება გააძლიეროს საბედისწერო ეფექტი პლუტონის მერწყულში გადასვლისას. ასტროლოგები ამ პლანეტას „კოსმოსურ სამკალს“ ტყუილად არ უწოდებენ. მისი ენერგიები შლის ჩვეულ ყოფას და მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ცხოვრობდა ადამიანი მანამდე, აკეთებდა კარგ თუ ცუდ საქმეს. თუ პანიკაში პლუტონის ძაბრში მოხვდით, ან სხვებთან ერთად გადარჩებით ან ფსკერზე დაეშვებით.

ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად პლუტონის მერწყულში გადასვლას?

ბოლო დეკადის, 10-20 აპრილს დაბადებული ვერძი ყოველდღიური ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. პირველი დეკადის (21-30 აპრილი) კურო განსაკუთრებით იგრძნობს მომენტს, როცა რეტროგრადული პლუტონი თხის რქაში დაბრუნდება, შემდეგ ისევ მერწყულში გადავა.

პლუტონი ყველა დეკადის კირჩხიბის და ლომის მიმართებაში იცელქებს. დამშვიდდით და ბედის ნებისმიერი ცვლილებისთვის მოემზადეთ. სავარაუდოდ, ამას სამივე დეკადის მორიელი იგრძნობს. ვინაიდან პლანეტად თხის რქაში დაბრუნდება, ისიც მის ზემოქმედებას იგრძნობს. თავისთავად, გადასვლა მერწყულსაც შეეხება.

დამამშვიდებლის მომარაგება არ ღირს! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ნიშნებისთვის 2024 წელი რთული იქნება. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ პერიოდში მათი ცხოვრება მოვლენებით დაიტვირთება. ის შეიძლება იყოს ნათელი, შეუცვლელი, საბედისწერო, სხვა სიტყვებით, მნიშვნელოვანი.

2024 წელს გაუმართლებს შეუპოვარ და მეწარმე ხალხს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა. ეს ეხება ნებისმიერ სხვა წელს, რომელსაც მართავს ძლიერი სიმბოლო, მაგალითად, ვეფხვი. მომავალი წლის ენერგიის უარყოფითი მხარე უკავშირდება იმას, რომ ამ ძალას შეუძლია ადამიანების დაყოფა და წაჩხუბება, მათი ურთიერთობის სიმტკიცის გამოცდა.

მომავალ წელს ხარის, ვირთხის და ვეფხვის წელში დაბადებულ დამოუკიდებელ და თვითკმარ ადამიანებს შეიძლება გაუმართლოთ. აი, ზარმაც და დამოკიდებულ ხალხს ღირებული, თუმცა მტკივნეული ცხოვრებისეული გაკვეთილის სწავლა მოუწევთ.

ფულის და მაღალი ტექნოლოგიების მომავალი

პლუტონი დაკავშირებულია კოლექტიურ ენერგიებთან რესურსების განაწილების სფეროში. წინ გველის გლობალური და ადგილობრივი რესტრუქტურიზაცია, რეფორმები, ახალი კანონები და წესები.

ცვლილებები ეკონომიკასაც შეეხება. ტრანსფორმაციის კონტექსტში შეგვიძლია ვისაუბროთ ციფრული ფულის მჭიდრო დანერგვაზე, რომელიც დროთა განმავლობაში ქაღალდის ფულს ჩაანაცვლებს. ბოლო წლებში ამაზე არა მხოლოდ ასტროლოგები, არამედ დედამიწის ყველა კუთხის წინასწარმეტყველები საუბრობენ. როგორც ჩანს, დრო მოვიდა!

კაცობრიობა ახალ ციფრულ ეპოქაში გადადის. ამასთან დაკავშირებით თაღლითობის ახალი მეთოდები გამოჩნდება. მაგალითად, იმავე ელექტრონულ ფულთან დაკავშირებული. ეს კანონზომიერია და ვერ გავექცევით. გახსოვდეთ: ყველაფერს დრო სჭირდება და ცვლილებები არა ერთ, არამედ 10-20 წელიწადში შეიძლება მოხდეს.

სახელმწიფოები ფსონს დებენ მაღალი ტექნოლოგიების განვითარებაზე და ეს სეგმენტი დიდ ფულს მოიზიდავს. რობოტები მალე სრულად ჩაანაცვლებენ ადამიანებს მათი საქმიანობის ყველა სფეროში. ალბათ, სიცოცხლე არ გვეყოფა, რომ ხელოვნური ინტელექტი მისი განვითარების მწვერვალზე ვიხილოთ.

ასტროლოგები მოკრძალებულად იმედოვნებენ, რომ 2024 წელი არ იქნება ისეთი საშიში და დამანგრეველი, როგორც პანდემიის 2020 წელი. საკუთარი თავის და ახლობლების იმედზე იყავით, პირი იქით მიატრიალეთ, საითაც ქარი ქრის და ყველაფერი შესანიშნავად იქნება.