გოგონამ თავის ოთახში საგანძურით სავსე საიდუმლო ოთახი აღმოაჩინა

0
768

ძალიან ბევრ ოჯახში ახალი წევრისთვის მზადება ხშირად ძალიან საინტერესო და საფუძვლიანია. მომავალი მშობლები სპეციალურ ლიტერატურას კითხულობენ, სახლს უფრო უსაფრთხოს ხდიან და უამრავ საფენს ყიდულობენ…

როცა ამ ისტორიის მთავარმა გმირმა გაიგო, რომ მამა გახდებოდა, თავში საკმაოდ საინტერესო იდეა გაუჩნდა. რომლის რეალიზებას მთელი 6 წელი დასჭირდა. საბოლოო შედეგის დანახვით მიხვდებით, რომ ამ კაცის მცდელობა უშედეგო არ ყოფილა.

ამ კაცმა, რომლის სახელიც უცნობია, ბავშვისთვის რაღაც ორიგინალურის გაკეთება გადაწყვიტა.

ქალიშვილის დაბადებამდე ინგლისელმა მამაკაცმა გადაწყვიტა სახლში რაღაც დაემალა, რაც მოგვიანებით გოგონას საგანძურის პოვნაში დაეხმარებოდა. საკითხს უპრეცედენტო მოთმინებით მოეკიდა. მას მთელი 6 წელი ლოდინი მოუწია, სანამ ბავშვი გაიზრდებოდა.

როცა დრო მოვიდა, მამამ გოგონას უთხრა, რომ ძველი სკივრი უნდა გაეწმინდა, რომელიც ნაგვით სავსე იყო. გოგონამ ვერც კი შეამჩნია, რომ მამამ კამერა ჩართო, ხოლო დედა და ბებია ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ, თუ რა ხდებოდა.

სკივრის დაცლის შემდეგ გოგონამ როგორც იქნა ქაღალდის ძველი ნაგლეჯი იპოვა, როგორც სათავგადასავლო ფილმებში ხდება.

რა თქმა უნდა, ეს საგანძურის რუკა იყო. გოგონა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. მან მამას „ძველ პერგამენტზე“ აღბეჭდილი საგანძურის პოვნაში დახმარება სთხოვა.

ძალიან მალე გოგონა მიხვდა, რომ მის წინაშე საკუთარი სახლის რუკა იყო. ჩანს, თუ გოგონას საგანძურის პოვნა რამდენად უნდა.

მამის დახმარებით გოგონა მიხვდა, რომ საგანძური პირდაპირ მის საძინებელში მდებარეობდა. როცა ყველა მის ოთახში შევიდნენ, საინტერესო მომენტი აღმოაჩინეს.

რუკაზე მითითებული იყო ადგილი, თუ სად ეპოვათ საგანძური.

როგორც აღმოჩნდა, გოგონას ოთახში საიდუმლო ოთახი მდებარეობს. ამან გოგონა საგონებელში ჩააგდო, რადგან დამატებითი კარი ვერ ნახა. ნუთუ ჩიხია?

როცა მამამ კედელზე დააკაკუნა, ყველამ რაღაც უცნაური ხმა გაიგონეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ იქ ცარიელი სივრცე იყო.

მამა ინსტრუმენტებით შეიარაღდა და გოგოსთვის გასასვლელი გააღო, რომლის არსებობის შესახებ პატარას წარმოდგენაც არ ქონდა.

ბოლოს და ბოლოს გოგონა იმ საიდუმლო ოთახში აღმოჩნდა, რომელიც რუკაზე იყო მითითებული.

პატარა ძალიან გაოცებული იყო იმით, რომ მათი სახლი უფრო დიდი ყოფილა, ვიდრე ეგონა. და შორეულ კუთხეში გოგონამ საინტერესო რამ დაინახა..

ეს პატარა სკივრი იყო, სადაც მთელი ამ დროის განმავლობაში საგანძური ინახებოდა.

გოგონა საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა.

პატარა ვერ ჩერდებოდა და თავის გასაოცარ აღმოჩენას დედას და ბებიას აჩვენებდა. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ მამის იდეა გამართლდა.

წარმოიდგინეთ, ბავშვს რამდენი დადებითი ემოცია დარჩა ამ დღიდან. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრება სითბოთი გაიხსენებს იმას, რაც მისმა მამამ გააკეთა.

მთელი დღე გოგონამ საგანძურთან გაატარა.

ამ გოგონაზე ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ გაიგოთ, თუ მამამისმა რამდენად მაგარი იდეა განახორციელა.

მთელი ამ ემოციის გადმოსაცემად სურათები საკმარისი არაა. ვიდეო აუცილებლად ნახეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი