მტრები მხოლოდ ბრძოლა არაა. ხშირად სწორედ მტერი გვაძლევს განვითარების მოტივაციას. ყოველ ჯერზე მათი ჭორაობა და ყველა სახის ინტრიგა თავდაცვის ახალ მეთოდებს გვასწავლის. როცა ურთიერთობთ ადამიანთან, რომელსაც მტრები და არაკეთილმოსურნეები ჰყავს, კითხვაზე, როგორ უძლებს, შეიძლება მოისმინოთ: „ყოველდღე უფრო ვძლიერდები. გაძლებასა და გამარჯვებაში მეხმარება“.
დიახ, მტრები გვაზიანებენ. ზოგჯერ არა მხოლოდ სიტყვით. დისკომფორტს გვიქმნიან. მეორე მხრივ, მათი წყალობით ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას ვსწავლობთ. როცა ხელის ჩაქნევა გვინდა, გვესმის, რომ უფრო ადვილი არ იქნება. ყოველდღე ვაგრძელებთ ბრძოლას: კარიერულ, პიროვნულ და ფინანსურ ზრდას. მთელი ეს დაპირისპირება მტრებთან იმუნიტეტს ქმნის, გამძლეს და ამტანს გვხდის. გამოდის, მტრები სასარგებლოც არის?
ყოველდღე ვძლიერდები
პაპარაცი ამ საკითხის შესწავლას ეცადა. რაც არ უნდა საშინელი იყოს, ბავშვობიდან გარს გვახვევია არაკეთილმოსურნეები. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საბავშვო ბაღში დავდივართ და სოციალიზაციას ვიწყებთ. უკვე ჩნდებიან ადამიანები, ვისთანაც თამაში და ურთიერთობა გვსიამოვნებს, არიან ადამიანები, რომლებიც ინტრიგებს ხლართავენ. ხან ფანდს გვიდებენ, ხან საყვარელ სათამაშოს გვიმტრევენ. ამ მეთოდით ბავშვები უკმაყოფილებას გამოხატავენ. ყველა ეს მეთოდი ზრდასრულ ცხოვრებაში გადაგვაქვს. ოღონდ ახლა ფანდის დადებას სიტყვები ან საქმე ცვლის.
რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო ფართოვდება ჩვენი სანაცნობო წრე და მით უფრო იზრდება მტრების რიცხვი. მტერი შეიძლება იყოს დამალული, შეიძლება იყოს სუსტი. ცხოვრებაში მისი არსებობა გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. ეს კარგია. ვინაიდან მუდმივად კომფორტში ცხოვრებაც ცუდია. ასე ზრდა–განვითარებას უბრალოდ წყვეტ. რაც უფრო საზრიანია თქვენი მტერი, მით უფრო ყურადღებიანი ხდებით. რომ მორიგი შეტევა ან უსიამოვნება არ გამოგრჩეთ. როგორც ამბობენ, ყველაფერი კარგია ზომიერად.
როცა ცხოვრება მუდმივ ბრძოლად იქცევა, ეს ცხოვრება აღარაა. ამის დრო უბრალოდ არ გვაქვს. ზოგჯერ გვინდა დასვენება, სულის მოთქმა და მოდუნება. ყველას სჭირდება ძალების აღდგენა და ენერგეტიკული ბალანსი. ამისთვის საჭიროა გაანეიტრალოთ თქვენი მტერი, დროებით მაინც. მანაც რომ ცოტა დაისვენოს. როგორ გავაკეთოთ ეს ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე? არსებობს მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური პრაქტიკა. ის მტრის ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, თქვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ მოიშოროთ.
სიტყვის ძალა ყოველდღე
აი, რა უნდა გააკეთოთ, როცა არაკეთილმოსურნეს დაინახავთ. როცა თქვენში იღვიძებს არც ისე კარგი ემოცია, შიში, სიძულვილი, ზიზღი ან წყენა. შესაძლოა, უბრალოდ ფიქრობთ მტრებზე და ემოციები ძალიან ძლიერია, თითქმის ხელშესახები. ამ დროს ორივე ხელი ზემოთ ასწიეთ, ხელისგულები მზისა და ცისკენ აღაპყარით. ჩუმად და ძალიან გაცნობიერებულად, თითოეულ სიტყვაში ჩაღრმავებით, წარმოთქვით შემდეგი შელოცვა: „ჯავრს, წყენას ვიშორებ, მასწავლებელს (მტრის სახელი თქვით) ჯეროვნად ვაფასებ“. ამ შელოცვით სუსტ მტერთან ან არაკეთილმოსურნესთან კავშირის გაწყვეტას შეძლებთ. ძლიერ მტერს კი ძალიან შეასუსტებთ და მას აღსადგენად დრო დასჭირდება.
მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ამ შელოცვაში მტერს მასწავლებელს უწოდებ. ასე ენერგეტიკულად სხვა სტატუსში აგყავს. სამყარო, ბრძანების მიღებისას, რომ ის მასწავლებელია, მადლობას გადაუხდის ყველაფრისთვის, რაც გააკეთა. დააჯილდოებს იმით, რასაც ეს ადამიანი სხვებს უსურვებს. დაუბრუნდება მისივე ნეგატიური ენერგია, ცუდი ქცევა და საქმე. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც დაიმსახურა. ეს უკვე თქვენი საზრუნავი არაა.