რატომ ეძებენ შუახნის კაცები ახალგაზრდა ქალებთან ურთიერთობას და რა იმალება ამის მიღმა

1547

ზოგჯერ მიდიხარ ქუჩაში და უყურებ გამვლელებს. აი, მოხუცი ქალი პენსიის ასაღებად მიიჩქარის. აი, წყვილი ხელჩაკიდებული სეირნობს. ქალი 25 წლისაა, კაცი თითქმის 40–ის. ეს როგორ, შვილად ერგება! მერე რა მოხდა. ახალგაზრდა საყვარელ ქალს შეუძლია შთააგონოს შუახნის მამაკაცს, რომ თავი ისევ ახალგაზრდა იგრძნოს. ასაკი, ჯანმრთელობა, ხელფასი, ანგარიში ბანკში ზედმეტია. თემასთან საერთო არაფერი აქვს. მთავარი სიყვარულია.

თუ სერიოზულად, დღეს გვინდა ვისაუბროთ, რატომ რეაგირებს საზოგადოება უმეტეს შემთხვევაში უარყოფითად დიდი ასაკობრივი სხვაობის მქონე ქორწინებაზე. თუ ადამიანები ერთად ცხოვრობენ, აქვთ ბეჭედი პასპორტში, რა მნიშვნელობა აქვს? და მაინც, საქმე მარტივად არაა. რა არის ეს, უბრალო შური თუ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ?

ახალგაზრდა საყვარელი ქალი

ქორწინების მიზეზები

ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი ახალგაზრდობაა. დიახ, მამაკაცს, თუნდაც 40 ან 50 წლის იყოს, ახალგაზრდა გოგოების ყურადღება მოსწონს. ასაკთან ერთად ეს გრძნობა არ ქრება. თუ კაცი მოდურად იცვამს, ნებისმიერ თემაზე საუბარი შეუძლია, აქვს შესაძლებლობა დრო კარგად გაატაროს, რესტორანში ზედმეტ გასამრჯელოს ზუსტად არ ითვლის, ჯადოსნურად გადაიქცევა „ბაბუადან“ ზრდასრულ, საინტერესო და პერსპექტიულ მამაკაცად. ნამდვილად ჯადოქრობაა.

გარდა ამისა, ყველაფერი ორი ადამიანის მიზიდულობაზე დამოკიდებულია. მაგალითად, თუ მამაკაცმა მთელი ცხოვრება ქარხანაში გაატარა, შემდეგ ფეხზე დადგა, ოსტატი, მმართველი გახდა, ახლახანს სწორედ ეს ქარხანა შეიძინა. მისი ცხოვრება ქარხნის გარშემო იტრიალებს. ალბათ, ახალგაზრდა ქალი მისით ნაკლებად დაინტერესდება. რატომღაც არ მოსწონთ ისტორიები თქვენი რაიონის მსუბუქი ინდუსტრიის შესახებ. მეორე მხრივ, მამაკაცი, რომელმაც ბევრი რამ ნახა, ბევრი წაიკითხა და ქარიზმას ფლობს, ნებისმიერ ასაკში საინტერესოა. სწორედ ამიტომ, ჯეკ ნიკოლსონი ქალებს დღემდე უყვართ.

რაც შეეხება გოგოებს, ბევრი რამე მენტალურ მიმზიდველობას უკავშირდება. მაგალითად, დაახლოებით 28 წლის შეიძლება იყოს, რაც არც ისე ახალგაზრდა ასაკია, მაგრამ მენტალურად შეიძლება სოციალური მედიის ტიპური წარმომადგენელი იყოს, რომელმაც არ იცის, რამდენი დღეა ნაკიან წელიწადში, სამაგიეროდ კარგად ერკვევა ინსტაგრამის ფილტრებში და დამახსოვრებული აქვს, რომ მორიელი და ლომი შეუფერებელი ზოდიაქოს ნიშნებია, რომელთაც საერთო არაფერი შეიძლება ჰქონდეთ.

ასეთ გოგოსთან ყველაზე მოსიყვარულე „ბაბუაც“ მოიწყენს. საერთო სასაუბრო თემის მოძებნა გაუჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ ქალაქში სეირნობა შეგიძლიათ დაივიწყოთ. მთელი დრო ხომ ჩუმად არ იქნებით ხელიხელჩაკიდებული სეირნობისას. მისი მეგობრების გაცნობაც არ გამოვა. მათი ასაკოვანი ცოლები შანსს არ გაუშვებენ, რომ „დახვეწილად“ დასცინონ ახალგაზრდა გოგონას, მით უფრო საჯაროდ.

ასევე სიახლე. საქმე იმაშია, რომ ქალი, რომელმაც თავისი ცხოვრება იცხოვრა და რაღაც ნახა, ყველაფერი ასე გულწრფელად აღარ გააკვირვებს. უკვე იყო საზღვარგარეთ, იცურავა თბილ სანაპიროებზე, დააგემოვნა ყველა დელიკატესი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მისთვის ძველებურად მომხიბვლელი აღარაა. ახალგაზრდა გოგოს ეს ყველაფერი ჯერ არ უნახავს და არ იცის. მისთვის ასეთი „ხრიკები“ აქტუალურია, თუნდაც უკვე ასობით მსგავსი ადგილი დაათვალიერა ინტერნეტში. ეს სხვა, განსაკუთრებული გამოცდილებაა.

სწორედ ამიტომ, ბევრი შეძლებული შუახნის მამაკაცი ცოლად მასზე ბევრად უმცროს ქალს ირჩევს. კანონი ხელს არ უშლით. საერთოდ, ვისი რა საქმეა. მაგრამ რატომ აქვს საზოგადოებას მსგავსი პრაქტიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და ზოგჯერ აშკარა ზიზღსაც განიცდის? ვეცდებით, გავარკვიოთ.

რატომ არის ნეგატივი?

ხშირად ზრდასრული ქალი ვერ იგებს, რაში სჭირდებათ ახალგაზრდა გოგოებს „ასაკოვანი, გარყვნილი კაცები“. თუ საქმე სერიოზულ ურთიერთობას ეხება, მათგან შვილებს ვერ მიიღებ. თუ მიიღებ, დიდი შანსია, რომ ჯანმრთელობის მხრივ სასიხარულო მდგომარეობა შეიძლება არ ჰქონდეს. ოჯახის შექმნისას უნდა იფიქრო არა მხოლოდ საკუთარ თავზე და პარტნიორზე ამ მომენტში, არამედ მომავალზე და მემკვიდრეობაზე. თუ, ვთქვათ, მისი შვილები პირველი ქორწინებიდან მის რჩეულზე უფროსები არიან, რა მემკვიდრეობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

გარდა ამისა, შუახნის მამაკაცი შეიძლება მოხუცი მარტოხელა იყოს. იქნებ, ცოლი არც არასდროს ჰყოლია. მხოლოდ ხანმოკლე, არასერიოზული კავშირები. აბა როგორ? ერთი მხრივ, ეს მხოლოდ ორი ადამიანის პრობლემა შეიძლება იყოს და მათ დამოუკიდებლად უნდა მოაგვარონ. თუმცა ნათესავები და ნაცნობები იქ ერევიან, სადაც არავინ ეკითხებათ და უხერხულობა ჩნდება. ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია, ის არაა, რაზეც შეგიძლიათ იოცნებოთ.

ახალგაზრდა საყვარელი ქალი

ესეც დესერტი: ჯანმრთელობა. მოხუცს ერთ რამეში უმართლებს, ახლა ახალგაზრდა გოგოებში აქტიური დასვენების მოდა არაა. არავინ აიძულებს ასაკოვან მამაკაცს საათობით ისეირნოს ველოსიპედით ან მთებში იაროს. ციგურები, თხილამურები, სნოუბორდი – ეს ყველაფერი აუცილებელი არაა. შეგიძლიათ არ დაისტრესოთ. როგორც წესი, გოგოები დასასვენებლად და გასართობად მარტო მიდიან. ისე, როგორც კოსმეტიკურ პროცედურაზე.

ეს არ გამორიცხავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ხშირდება ექიმებთან ვიზიტი, მედიკამენტების მიღება და დიეტის დაცვა. ამან ახალგაზრდა გოგოში გარკვეული უხერხულობა შეიძლება გამოიწვიოს. რა გავაკეთოთ? კითხვა, რა თქმა უნდა, ღია რჩება. რადგან ისედაც უხერხულია და ზოგი უბრალოდ გაჩუმებას ამჯობინებს. რა საჭიროა განწყობის გაფუჭება?

ასეთ უთანასწორო ქორწინებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. როგორც, ჩვეულებრივ ქორწინებას. ზოგისთვის შესაფერისია, ზოგს ამის წარმოდგენაც არ შეუძლია. ყველა განსხვავებული ვართ. მთავარია, რომ თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი ერთად თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობდეთ. სხვა ყველაფერი მოგვარდება ან არა. ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს. ყოველთვის ასე იყო, არის და იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს