თამარ გლობას ასტროლოგიური პროგნოზი. რას მოუტანს მზიანი ოქტომბერი ზოდიაქოს ნიშნებს

0
2179

ოქტომბერი ყვითელი ფოთლების, ბუნებასა და ადამიანის შინაგან მდგომარეობას შორის ჰარმონიის თვეა. სწორედ წონასწორობას აძლევს სასწორი ოქტომბერს. ჰაერის ნიშანი გვპირდება სასიამოვნო სიურპრიზებს ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც პირადში, ასევე ფინანსურში. კარიერა და ცხოვრების სოციალური ასპექტები უყურადღებოდ არ დარჩება. პაპარაცი გიზიარებთ 2023 წლის ოქტომბრის  ასტროლოგიურ პროგნოზს თამარ გლობასგან. მან გაანალიზა ოქტომბერში ვარსკვლავების მოძრაობა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის.

2023 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი: თამარ გლობა

ვერძი ოქტომბრის დასაწყისში საქმით დატვირთული იქნება. ასეთი აქტივობა კარიერაში დიდ წარმატებას მოგიტანთ. პარტნიორთან და ოპონენტებთან დავა და უთანხმოება შეიძლება წარმოიშვას. ეს პერიოდი პირად საქმეშიც ხელსაყრელია. თვის მეორე ნახევარში ოჯახის უსაფრთხოებას და თქვენს ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. სამსახურში გამოჩნდება ქალი, რომელიც თქვენი ადგილის დაკავებას ისურვებს. სიფხიზლე გამოიჩინეთ. თვის ბოლოს მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები.

კუროს ოქტომბრის დასაწყისი აქტიურ ინტელექტუალურ აქტივობას ჰპირდება. ამ თვეში გელით წარმატება პირად და შემოქმედებით ასპექტებში. სიფხიზლე არ დაკარგოთ და აკონტროლეთ, რა ხდება თქვენ გარშემო. ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები საეჭვო წინადადებებით. მათ გვერდი აუარეთ. თვის მეორე ნახევარში საქმიანი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი. სამსახურში ყურადღებით შეისწავლეთ საბუთები, რომელთაც ხელს აწერთ. ოჯახს და შვილებს დრო დაუთმეთ, რომ ჩხუბს და მცირე წყენას თავი აარიდოთ.

ტყუპებს ელოდება ბევრი გართობა, აქტიური დასვენება და სპორტი. მოსალოდნელია ახალი სასარგებლო ნაცნობობა, რომელიც საინტერესო პროექტებს მოგიტანთ. თითქმის მთელი თვე ახალი პროექტებით და იდეებით დატვირთული იქნება. თვის ბოლოს ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. შვილებს და ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. ვიღაც სამსახურში თქვენი ადგილის დაკავებას ეცდება, ამიტომ ახალი იდეების ძიებაში სიფხიზლე არ დაკარგოთ და დეტალებს ყურადღება მიაქციეთ.

კირჩხიბს მოვლენებით დატვირთული ოქტომბერი ელის. ახალი ნაცნობობა და ძველ მეგობრებთან შეხვედრები გელით. ახალ ინფორმაციას აქტიურად შეისწავლით და ახალ ცოდნას მიიღებთ. მოსალოდნელია ახალი ფინანსური ინვესტიციები, რომელიც თქვენთვის საჭირო ნივთების შეძენაში დაგეხმარებათ. თვის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ ექსტრემალური სახეობის სპორტს. ამ დროში არ იკამათოთ თქვენი ოჯახის ქალებთან, პირიქით, მხარი დაუჭირეთ. რემონტის დასაწყებად კარგი თვე არაა.

ჰოროსკოპი ლომისთვის, ქალწულისთვის, სასწორისა და მორიელისთვის

ლომისთვის ოქტომბერი იდეალური თვეა. პირად საქმეში წარმატება გელით. საინტერესო წინადადებას და ახალ ფინანსურ შესაძლებლობას მიიღებთ. თვის პირველ ნახევარში ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ, უარი არ თქვათ. თვის მეორე ნახევარში ქალებთან და პირად საქმეში პრობლემები მოსალოდნელია. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კუჭს. კარგი პერიოდია დიეტის დასაცავად ან განტვირთვის დღის მოსაწყობად. დიდი შესყიდვები არ განახორციელოთ.

ქალწულს ოქტომბერი ინტელექტუალურ წარმატებას მოუტანს. ახლობლები და შვილები იპოვიან, რით გაგახარონ. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები, ამიტომ უსაფრთხოების ზომები წინასწარ მიიღეთ. დრო დაუთმეთ თქვენს კვებას და ფინანსურ ხარჯს. სახლში კომფორტის და სიყვარულის ატმოსფერო შექმენით. შვილებს და ახლობლებს დრო დაუთმეთ. შორეული მოგზაურობები უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეთ.

სასწორისთვის ოქტომბერი განსაკუთრებული თვეა. თვის დასაწყისში ოპონენტებთან და პარტნიორებთან კონფლიქტია მოსალოდნელი. მეორე მხრივ, ამ პერიოდში მეგობრებისა და ახლობლებისგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ. თვის პირველ ნახევარში მომგებიან კონტრაქტებს გააფორმებთ და გარიგებას წარმატებით დაასრულებთ. თვის მეორე ნახევარში არაკეთილმოსურნეები გააქტიურდებიან. ინტრიგებს ჩახლართავენ. პირად ნივთებთან ყურადღებით იყავით, მოსალოდნელია გაქურდვა. ყველა ურთიერთობა პირადად გაარკვიეთ, რომ გაუგებრობას თავი აარიდოთ.

მორიელს საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობის გარკვევის ბობოქარი თვე ელოდება. უფრთხილდით ქურდობას და აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს გარშემო. თვის მეორე ნახევარი საინტერესო მოგზაურობას და ინტელექტუალურ აქტივობას გპირდებათ. ოჯახს და ახლობლებს ყურადღება დაუთმეთ.

ჰოროსკოპი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის

მშვილდოსანს თვის პირველ ნახევარში წარმატება ელოდება. ამ პერიოდში დაგეგმილი მოლაპარაკებები ძალიან ხელსაყრელი იქნება. თვის დასაწყისში კარგი იქნება დაგეგმოთ შორეული მოგზაურობა, ახალი პროექტები და შემოქმედებითი ჩანაფიქრები. მყუდრო გარემოში მეგობრებთან შესახვედრად შესაფერისი პერიოდია. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საკადრო გადანაცვლება და პროექტში ცვლილებები. მოვალეობების დელეგირება ისწავლეთ, ნუ აიღებთ მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.

თხის რქას თვის დასაწყისში ელოდება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება სახლიდან შორს. ახლობლებთან ურთიერთობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ერთმანეთის მოსმენა სცადეთ. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სირთულეები შემოქმედებით, წარმატების და ჯანმრთელობის საკითხებში. ძალიან ყურადღებით იყავით და აკონტროლეთ, ვინ იქნება თქვენ გვერდით ამ პერიოდში. სამსახურში მოსალოდნელია საკადრო გადანაცვლება ხელმძღვანელობაში. თქვენი მხრიდან მოითხოვება აქტივობის გაზრდა და ახალი გეგმის შემუშავება.

მერწყულს ცხოვრებაში გრანდიოზული ცვლილებები ელოდება. ეს ყველაფერი ქაოსში ხდება. შვილებს და ახლობლებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. მოვლენები, რომლებიც არ მოხდა სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში კვლავ გაჩნდება. მოსალოდნელია შორეული მოგზაურობები, სამსახურის შეცვლა და ცვლილებები პირად ცხოვრებაში. თვის ბოლოს მიხედეთ სახლს, მცირე რემონტს და საყოფაცხოვრებო საკითხებს.

თევზები თვის პირველ ნახევარში შვილების საქმეებით საგონებელში ჩავარდება. მოგვიანებით, საკუთარ საქმეებს და ახალ პროექტებს შეგიძლიათ მიხედოთ. ახალი საინტერესო შემოქმედებითი პროექტი გამოჩნდება მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. ეს პროექტი წარმატებას მოგიტანთ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. თვის მეორე ნახევარი გპირდებათ დიდ ხარჯს, ამიტომ წინასწარ მოემზადეთ. მოგზაურობისას და გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ.