ეზოტერიზმის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში თითოეულის პირადი საქმეა. შეგიძლიათ არ გჯეროდეთ ცრურწმენების, მაგრამ ისწავლოთ ადამიანებზე და ბუნებაზე დაკვირვება. შეგიძლიათ არ წაიკითხოთ შელოცვები, მაგრამ დღეში 10 წუთი დაუთმოთ მედიტაციას ან ლოცვას. ასევე მოუსმინოთ ნუმეროლოგებს. ციფრებსა და მომავალს შორის კავშირის მეცნიერება 4000 წელზე მეტს ითვლის. აქ თქვენთვის რაღაც საინტერესო შეგიძლიათ იპოვოთ.
წინ გველოდება ძლიერი ნუმეროლოგიური მოვლენა – სარკისებრი თარიღი 10.10. ეს განსაკუთრებული დღეა ძლიერი პოტენციალით. დრო, როცა სურვილი უნდა ჩაიფიქროთ! პაპარაცი გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს სწორად და როგორ აიცილოთ უსიამოვნებები!
ეზოტერიზმის მნიშვნელობა
10 ოქტომბერი შემოდგომის ერთ–ერთი უძლიერესი დღეა. ამ თარიღში გვხვდება ერთიანები, რომელიც მოგვიწოდებს წინსვლის არ შეგვეშინდეს. ნულთან ერთად გარკვეული ეტაპის დასრულების სიმბოლოა. ეს ცივი წყლით დაბანას და ახალი დღის დაწყებამდე გამხნევებას ჰგავს. ამ დღეს ნუმეროლოგები გირჩევთ წარსული გაუშვათ, იოცნებოთ და მიზნები დაისახოთ, მაგრამ სწორად და გონივრულად, ეს ყველაზე უბრალო სურვილებსაც ეხება.
როგორ გავაკეთოთ? გირჩევთ, თითოეული მიზანი მაქსიმალურად გაშლილად ჩამოწეროთ ქაღალდზე. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს: ოცნებაში ჩაიძირეთ, შეხედეთ მას, სუნი იგრძენით. რა ხმები, ფერები და ტექსტურები აქვს?
მაგალითისთვის, ფრაზის „შვებულებაში წასვლა მინდა“ ნაცვლად აღწერეთ, რომელ ქალაქში გინდა წასვლა, სად იცხოვრებთ, რა ადგილებს მოინახულებთ. შეგიძლიათ აღწეროთ რა ფერის ქოლგები იქნება სასტუმროს სანაპიროზე. რაც უფრო მეტი დეტალია, მით უკეთესი.
რა უნდა გააკეთოთ ჯადოსნურ დღეს?
ამ დღეს დაასრულეთ ყველა ძველი საკითხი, რომელსაც ყუთში დიდხანს ინახავდით. კარგი იქნება, თუ თვითანალიზს დროს დაუთმობთ. კარგი დროა შეცდომებზე სამუშაოდ, ოღონდ თვითგვემა საჭირო არაა. საკმარისია, ცოტა ხნით სიჩუმეში განმარტოვდეთ და მედიტაცია შეასრულოთ. ნათელი ფიქრები თქვენს მოდუნებულ, დამშვიდებულ გონებას აუცილებლად ეწვევა.
ნუმეროლოგები გირჩევთ, აქცენტი შემოქმედებაზე და ინტელექტუალურ მუშაობაზე გააკეთოთ, ხოლო ფიზიკური შრომა სხვა დღისთვის გადადოთ. დრო დაუთმეთ მას, ვისაც სიხარული მოაქვს და გულს გითბობს. ეს დღე შესაფერისია იმისთვის, რომ ნანატრი შესყიდვები განახორციელოთ. თქვენს მოლოდინს ნამდვილად გაამართლებს!
ჯადოსნური დღე შესაფერისია ფულის და ბიზნესის სფეროში საქმის დასაწყებად. ახალ პროექტს ხელი უშიშრად მოკიდეთ. მთავარია, წინასწარ კარგად დაგეგმოთ. თუ წყვილი არ გყავთ, ბედი გულის საყვარელ დამპყრობელთან შეხვედრის შანსს ზრდის. თუ ქორწილისთვის ემზადებთ, 10 ოქტომბერზე უკეთეს თარიღს ვერ იპოვით. ყველაფერი კარგად ჩაივლის. თუმცა გახსოვდეთ, რომ ლამაზი თარიღი ბედნიერი ქორწინების გარანტიას არ იძლევა!
რას უნდა აარიდოთ თავი სარკისებრ დღეს?
მაგიურ დღეს შეუძლია გაჩვენოთ სწორი გეზი უღრუბლო მომავლისთვის. საკუთარ თავს დრო უნდა მისცეთ, რომ ჩანაფიქრი გაანალიზოთ, აითვისოთ და ნაჩქარევად არ იმოქმედოთ. ეს თარიღი შეუფერებელია საბედისწერო გადაწყვეტილებების მისაღებად და ხანგრძლივი მოგზაურობისთვის.
შეცდომებს თავი რომ აარიდოთ, დაიმახსოვრეთ მიზიდულობის კანონი – ამ დღეს მთელი ძალით მუშაობს. მსგავსი მსგავსს იზიდავს, ამიტომ ემოციური ჰიგიენა დაიცავით და მძიმე ნეგატიურ ფიქრებს მოერიდეთ. თუ თქვენს გარემოცვაში ტოქსიკური ხალხია, მათთან კონტაქტი შეზღუდეთ.
სარკისებრი თარიღი ნებისმიერ მოქმედებას „ირეკლავს“. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გასცეთ მხოლოდ ის დაპირებები, რომელთაც შეასრულებთ. თუ ახლობლებთან რაიმეს გაზიარება გსურთ, ეს გულწრფელად და გულუხვად გააკეთეთ.
დაე, ეს მარტივი და კეთილი რეკომენდაციები დაგეხმაროთ მომავალი მაგიური დღიდან მთელი სარგებლის მიღებაში. მეორე მხრივ, ჩვენს ძალაშია ყოველი დღე გავხადოთ ჯადოსნური და აზრიანი! მთავარია, შინაგანი წონასწორობა და სიმშვიდე იგრძნოთ და ადრე თუ გვიან იპოვის თავის გამოვლინებას ცხოვრების თითოეულ მომენტში.