დარგეთ ნივრის მდედრობითი კბილები. ისინი მაღალი ხარისხის მოსავალს მოგცემთ

253

ყველა მებოსტნეს აქვს ერთი ოცნება, ხარისხიანი და უხვი მოსავლის აღება. თუ ერთ–ერთი მათგანი არ ხართ, არ გამოგრჩეთ ინფორმაცია, როგორ დარგოთ ნიორი შემოდგომაზე. საკმარისია გაითვალისწინოთ სწორად დარგვის ყველა ნიუანსი, რომ ვაშლის ზომის ნიორი გაზარდოთ.

ნივრის თავები მართლაც დიდი რომ იყოს, სარგავი მასალა სწორად შეარჩიეთ. ამ მიზნით ძველად ნივრის მდედრობით კბილებს იყენებდნენ. რა ნიშნებით შეგვიძლია მათი ამოცნობა?

როგორ დავრგოთ ნიორი შემოდგომაზე: ძირითადი მომენტები

სწორი დამუშავება

სანამ ნივრის კბილების გადარჩევას დაიწყებთ, თავები მოამზადეთ. დეზინფექცია ჩაუტარეთ. პროცესი ასე ჩაატარეთ:

  1. აიღეთ ნივრის დიდი თავები. კარგად გაასუფთავეთ. თავები კბილებად არ დაყოთ.
  2. სპეციალური ხსნარი მოამზადეთ. 1 ლ მდუღარე წყალში 2 აბი ფურაცილინი გახსენით.
  3. ნივრის თავები მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ. 45 წუთი გააჩერეთ.
  4. ნიორი გააშრეთ, თავები პირსახოცზე დააწყვეთ და 4 დღე გააჩერეთ. შემდეგ კბილებად დაყავით.

სარგავი მასალის შერჩევა

გამოცდილი ფერმერების თქმით, ნივრის მდედრობითი კბილები დასარგავად იდეალურია, რადგან მათგან ძალიან მსხვილი და არა პატარა ნიორი იზრდება. რით განსხვავდება მამრობითისგან? ასეთ კბილებს აქვს მთელი რიგი თავისებურებები:

  • მკვეთრი და მკაფიო საზღვრები არ აქვს.
  • მომრგვალებული ფორმისაა (არა წაგრძელებული).
  • ქვედა არეში უფრო ფართოა, ხოლო ზედა ნაწილში ვიწრო.

მიწაში დარგვა

ნიორი დარგეთ წინასწარ მომზადებულ ღარებში, რომლის სიღრმე დაახლოებით 20 სმ–ია (არა მეტი). ეს ღარები ერთმანეთისგან 25 სმ–ით უნდა იყოს დაშორებული. ღარის ძირში ჩაყარეთ მდინარის ქვიშა, დაახლოებით 2 სმ ფენა. ამის წყალობით ნივრის კბილები მიწას არ შეეხება, რაც ლპობისგან დაიცავს. მნიშვნელოვანია! ნიადაგის მულჩირება არ დაგავიწყდეთ. გამოიყენეთ მიწასთან შერეული ნახერხი. მულჩირება ნიორს ზამთრის სიცივის გადატანაში ეხმარება.

თქვენს ბოსტანში მოყვანილი მსხვილი და წვნიანი თავები, რომლებიც მდედრობითი კბილებისგან გაზრდილია, სხვადასხვა კერძის შესანიშნავი დანამატი გახდება. სახლის ნივრით შეგიძლიათ გახუხოთ ხრაშუნა პური ჩაიზე მისაყოლებლად, გამოაცხოთ ქათმის ფილე ბერძნულად ან დაამწნილოთ სტაფილო ზამთრისთვის. ყველა ამ კერძს საოცარი არომატი ექნება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს