ბიზნესმენმა მიტოვებული ბეღელი თეთრებად შეიძინა. ერთ წელიწადში კი ძვირადღირებულ საცხოვრებელ სახლად გადააკეთა

426

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორი იქნებოდა 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ბეღელი? რობ ლონდ-კოულკმა მსგავსი პროექტი განახორციელა და მას უფრო ჯადოქარს უწოდებენ, ვიდრე დიზაინერს.

შენობაში 5 აბაზანის, 4 საძინებლის, 3 სასტუმრო ოთახის და მდიდრული სამზარეულოს ადგილი მოიძებნა. მეწარმეს დიდი ბრიტანეთიდან იატაკის გათბობაც არ დაავიწყდა, ასევე შენობაში სახლის კინოთეატრი დადგა.

აივანსაც გვერდი არ აუარეს: ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედი იშლება. სახლი გასაყიდად არის გამოტანილი და ჯერ კიდევ ეძებს ადამიანს, რომელიც ბეღელში საცხოვრებლად 1,3 მლნ დოლარს გადაიხდის.

ადრე ბეღელი მარცვლეულის შესანახად და ცხოველების თავშესაფრად გამოიყენებოდა. სხვათა შორის, პროექტის შემქმნელმა მშენებლობაზე ფული დაზოგა, რადგან საძირკვლის და კედლების აშენება არ დასჭირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვილა უფრო ძვირი იქნებოდა!

ფასის გარდა ამ შენობის ერთ-ერთი მთავარი მინუსი ისაა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურიდან შორსაა. სახლი ლონდონიდან ან კემბრიჯიდან რამდენიმე საათის სავალზე იმყოფება.

სახლის გვერდით 7 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარეობს, მაგრამ ნაკვეთის ღირებულება სახლის ფასში არ შედის და ცალკე იყიდება. გამოდის, რომ სრული კომპლექტის შეძენის მსურველს ბევრის გადახდა მოუწევს.

რობმა 370 კვ.მ სახლის მოსაწყობად ნახევარი წელი დახარჯა. მან მთავარი შენობიდან ცოტა მოშორებით მდებარე საჯინიბოც გადააკეთა.

დამეთანხმეთ, ნამდვილად დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ იმ შენობისთვის, სადაც ადრე ცხოველები ცხოვრობდნენ. ასეთ ბეღელში ცხოვრებას დათანხმდებოდით? საკუთარი მოსაზრებები აუცილებლად გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს