მატრონა მოსკოველის ბოლო წინასწარმეტყველება. წაართმევს ჩინეთი რუსეთს ციმბირს და სხვა რეგიონებს?

0
2382

ადამიანს მომავალი ყოველთვის აინტერესებდა. ყველას სურს იცოდეს, გააკეთა თუ არა სწორი არჩევანი და რა შედეგები მოჰყვება ამას. რა ელის მის ოჯახს ან ქვეყანას. და ყოველთვის არსებობენ წინასწარმეტყველები, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ან მთელი ცივილიზაციისთვის რთულ პერიოდში. მათ ზემოდან ეძლევათ ნიჭი, იხილონ მოვლენების განვითარება და დაეხმარონ ხალხს. მე–19 საუკუნის ბოლოს ერთ–ერთი ძლიერი ნათელმხილველი იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი.

ნეტარი მატრონა მოსკოველი

მას შეეძლო წინასწარ ეხილა, რა მოხდებოდა რამდენიმე წლის და საუკუნის შემდეგ. დღეს მის ერთ–ერთ წინასწარმეტყველებაზე დეტალურად ვისაუბრებთ. ქალი ფიზიკურად ბრმა დაიბადა, მაგრამ წინასწარმეტყველების შინაგანი მზერა ჰქონდა. ოჯახის ღალატის მიუხედავად, რომელმაც იგი უარყო, მათ სიყვარულს და მათთვის ლოცვას აგრძელებდა. ნეტარი მატრონა მოსკოველი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. მოძრაობაში შეზღუდული იყო, მაგრამ ყოველთვის ჩნდებოდნენ კეთილი ქალები, რომლებიც მასზე ზრუნავდნენ. მატრონა ყოველთვის ლოცულობდა მათზე და უსაზღვრო ბედნიერებას უსურვებდა. მისი ლოცვები იმდენად გულწრფელი იყო, ისინი იღებდნენ ყველაფერს, რაზეც მატრონა ლოცულობდა.

მატრონას ერთ–ერთი წინასწარმეტყველება იყო მორიგი გლობალური წყალდიდობა. ის ამბობდა, რომ 21 საუკუნის ხალხს ელოდება დიდი განსაცდელები და დანაკარგები. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იქნება, ამიტომ ყოველთვის ებრალებოდა ხალხი, რომელთაც ამ დროში ცხოვრება მოუწევდათ. მატრონა თავისი სამშობლოსთვის ბევრ წინასწარმეტყველებას აკეთებდა. მისი თქმით, რუსეთს ელოდება რთული პერიოდი, მრავალ სახელმწიფოდ დაყოფა. მიწის ნაწილი, რომელიც ახლა რუსეთს ეკუთვნის, ჩინეთს დაუბრუნდება. ინდოეთი და ჩინეთი გაერთიანდება რუსეთის გასაყოფად.

ომი რუსეთის ტერიტორიაზე არ იქნება, მაგრამ მოვლენები, რომლებიც მის ტერიტორიაზე განვითარდება, უარესი იქნება. ყველა ერი, რომელსაც ახლა რუსეთი აერთიანებს, დამოუკიდებლობას და ავტონომიას ისურვებს. რუსეთს წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ ექნება. ამრიგად, ციმბირი და მისი მიმდებარე ტერიტორია ჩინეთში გადავა, რომელიც ამ რეგიონებს აღადგენს და სიცოცხლეს აჩუქებს.

წინასწარმეტყველება

რაც შეეხება ახალ წყალდიდობას, როგორც ჩანს, აღმოსავლეთის ქვეყნებმა მომზადება დიდი ხნის წინ დაიწყეს. შესაძლოა, მეტიც იციან, ვიდრე ნეტარმა მატრონამ იწინასწარმეტყველა. დღეს ჩინეთი ლიდერი ქვეყანაა ცათამბჯენების მშენებლობაში. ზოგიერთი მათგანი სიმაღლეში 500 მეტრს აღწევს. მსგავსი კონსტრუქციები საშუალებას მისცემთ გადაარჩინონ ბევრი სიცოცხლე, თუ ქვემოთ ყველაფერი დაიტბორება.

გარდა ამისა, ჩინეთში ბევრ ცათამბჯენს საკმაოდ უცნაური გარეგნობა აქვს. შენობაში არის ღრუ ხვრელი. რატომ აკეთებენ შუა შენობაში ხვრელს, ჩინელები საკმაოდ მიკიბულ-მოკიბულად პასუხობენ. სულ უფრო ხშირად ეყრდნობიან ფენშუის უძველეს ცოდნას და დრაკონების შესახებ პროგნოზებს. თუმცა ასეთი კონსტრუქცია გამართლებულია ტალღის ძლიერი დარტყმის და წყლის დიდი ნაკადის შესასუსტებლად. ასეთი კონსტრუქციის წყალობით შანსი, რომ შენობა ტალღის დარტყმას გაუძლებს, 90%–ს შეადგენს.

შესაძლოა, ჩინეთი მართლაც ემზადება ახალი წარღვნისთვის, ხოლო ნეტარმა მატრონა მოსკოველმა ნამდვილად იწინასწარმეტყველა ასეთი შორეული მომავალი. რა ელის კაცობრიობას მომავალში, კიდევ უნდა გავარკვიოთ და განვიცადოთ. მატრონა მართალი იყო, რომ 21–ე საუკუნის ხალხს წარმოუდგენლად მძიმე განსაცდელთან შეჯახება მოუწევს.