საუკეთესო ჩაცმულობები დრაკონის წლის აღსანიშნავად, წარმატებული და ბედნიერი წელი რომ გქონდეთ

0
187

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ამიტომ პაპარაცი მომზადების დაწყებას გირჩევთ. რა ჩავიცვათ ახალი 2024 წლის აღსანიშნავად, რომ მკაცრი, მაგრამ ბრძენი მწვანე ხის დრაკონის გული მოვიგოთ? გიამბობთ, რომელი ფერები გამოგადგებათ სადღესასწაულო ჩაცმულობის შესადგენად.

დრაკონი ჩინეთში, აღმოსავლური კალენდრის სამშობლოში, უყვართ და პატივს სცემენ. მითიურ არსებას კაშკაშად და გრანდიოზულად უნდა შეხვდეთ. ყველაზე წარმატებული ფერები და ელფერებია ის, რომელიც მიწასთან და ცეცხლთან ასოცირდება. ჩაცმულობაში მნიშვნელოვანია ბზინვარება და ბრჭყვიალი, რომელიც დრაკონის ფარფლების იმიტაციას წარმოადგენს. მოკლედ, ყველაფერზე რიგის მიხედვით.

ჩაცმულობა ახალი 2024 წლისთვის

ტრენდული ფერი დრაკონის წელში: ოქროსფერი, წითელი, შოკოლადისფერი

დავიწყოთ ცეცხლით, რომელიც ნებისმიერი თავმოყვარე დრაკონის არსია. ამ არსებას უყვარს ყველაფერი, რაც კეთილდღეობასთან და სიუხვესთან ასოცირდება. ნუ შეუშინდებით ბრჭყვიალს: უპირატესობა მიანიჭეთ კაშკაშა ოქროსფერ ელფერებს. ნაზი ვარდისფერი ოქროც აქტუალურია.

დრაკონი კეთილგანწყობილი იქნება მათ მიმართ, ვინც წითელს თამამად და გაბედულად მოირგებს. ძვირადღირებული იმიჯის მისაღებად აირჩიეთ ატლასი, ხავერდი, შერეული ქსოვილები და საკოსტიუმო მასალები ტრიკოტაჟის და ბამბის ნაცვლად. მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერება: ჰარმონიული აუტფიტი კაშკაშა მასიური აქსესუარებით არ გადატვირთოთ.

უფრო სახალისო და ჰაეროვანი სტილის მისაღებად შეარჩიეთ სამოსი ფურჩელით ან ბუმბულის დეტალებით. ასეთი სამოსი მოდური და მომაჯადოებელია.

მწარე შოკოლადის ელფერები ტრენდული ფერების სიაში რამდენიმე სეზონის წინ შემოიჭრა და საახალწლო ჩაცმულობისთვის შესანიშნავად გამოგადგებათ. არ იდარდოთ, სტილი ძალიან პირქუში არ გამოვა. ამის გამოსწორება მარტივია: უფრო ნათელი ელფერების ნაწარმით გააზავეთ. მაგალითად, შოკოლადისფერ ატლასის კაბას შეუხამეთ თეთრი კოსტიუმი, ხოლო მკაცრ მუქ ქვედაბოლოს ოქროსფერი ტოპი იდეალურად ეხამება.

ვერცხლისფერი, თეთრი და ნაცრისფერი

თუ მყვირალა კაშკაშა ფერები არ მოგწონთ, ხის დრაკონი გაახარეთ დათოვლილი უსაზღვრო სივრცით. მაგალითად, კეთილშობილური საახალწლო ჩაცმულობა თეთრზე აქცენტით შეგიძლიათ შექმნათ. ძვირადღირებული სტილის მისაღებად სელზე და ბამბაზე უარი თქვით, მათ ნაცვლად გამოიყენეთ ორგანზა, ატლასი ან აბრეშუმი.

მოკრძალებული ნაცრისფერი მოსაწყენად და უბრალოდ ტყუილად ითვლება. თუ ორიგინალურ ფასონს შეარჩევთ და სწორ მასალებს გამოიყენებთ, ახალი წლის ღამეს თოვლის დედოფალი გახდებით. მოძებნეთ მსუბუქი „ფრიალა“ აუტფიტი ბრჭყვიალა დეტალებით და სამოსი თამამი ჭრილებით და ნაკეცებით.

დრაკონს ვერცხლისფერი მოსწონს! თავი არ შეიკავოთ და აირჩიეთ საღამოს კაბა, ქვედაბოლო და ტოპი ვერცხლისფერი ბზინებით. თუ უკვე იცნობთ ქალთევზის ან მერმეიდკორის ტრენდს, სტილის შესაქმნელად გამოიყენეთ შიფონი და პლისები, ტანზე მომდგარი ტოპი და გრძელი ვიწრო ქვედაბოლო. ბრჭყვიალა აქსესუარები ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება. მაგალითად, თმაში ჩაქსოვილი მარგალიტის ძაფები.

ხის დრაკონს ჯადოსნური იასამნისფერიც მოეწონება. ეს მისტიური ფერი საახალწლო ატმოსფეროს იდეალურად ერგება. სადღესასწაულო წვეულებისთვის აირჩიეთ ღრმა მდიდარი ფერის ხავერდის, ლურექსის ან ატლასის მოდელები. ლურჯის, ცისფერის და ფირუზის ყველა ჩრდილის სასარგებლოდ არჩევანი თამამად შეგიძლიათ გააკეთოთ.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, სადაც ყოველი დღე მოულოდნელმა მოვლენამ შეიძლება შეარყიოს, თუმცა არაფერია ცუდი, რომ მუდმივ ქაოსსა და ნერვიულობაში საკუთარი თავისთვის დრო გამონახოთ. თუ სადღესასწაულო განწყობა არ გაქვთ, არ ინერვიულოთ! თავად შექმენით! არ ღირს სასოწარკვეთა და ახალი 2024 წლის აღნიშვნა საღამურში. შეიძინეთ ახალი სამოსი, გაიკეთეთ მაკიაჟი და ლამაზი ვარცხნილობა. ხის დრაკონი კი თქვენი შეუპოვრობისა და გამბედაობისთვის დიდ მადლობას გადაგიხდით.