ბერი ფადეის გაუგონარი წინასწარმეტყველება მომავალზე, რომელმაც ყველა საგონებელში ჩააგდო

0
5404

ბერების წინასწარმეტყველებას განსაკუთრებული ძალა აქვს. ისინი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ასკეტობაში ატარებენ, ღვთის სიტყვას გონებას და სულს უხსნიან. მათ დარიგებებს სამკურნალო ძალა აქვს და შეუძლია ადამიანის გულის წამლობა.

პაპარაცი გიზიარებთ სერბი არქიმანდრიტის, ფადეი ვიტოვნიცელის, ცნობილი გამჭრიახი უხუცესის, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე პატივცემული ბერის გამოცხადებებს. დიდი მქადაგებელი 2003 წელს 89 წლის ასაკში უფალთან წავიდა. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ათასობით ადამიანს სულიერი ცოდნა გადასცა და ჩვენთვის დატოვა მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები და დარიგებები.

ბერი ფადეი ვიტოვნიცელის ცხოვრება და სულიერი გზა

ვიტოვნიცას მიძინების მონასტერში წყნარ, მშვიდ ადგილას მამა ფადეის ნეშტი განისვენებს. ყოველწლიურად აქ ათასობით მომლოცველი მოდის უხუცესის ხსოვნის პატივსაცემად. ბევრი ამტკიცებს, რომ მის საფლავთან სულიერ გაბრწყინებას იღებენ.

ბერი ახსოვთ როგორც უსაზღვროდ კეთილი და უანგარო. ბერის თვალები ირეკლავდა სულიერ სიმდიდრეს და მოწყალებას, ხოლო სხეული ასხივებდა რწმენას და შინაგან ძალას. 1992 წელს პირველი გულის შეტევის შემდეგ მამა ფადეი შეეჯახა პირად „სიბნელეს“ და ეჭვებს, მაგრამ მისი რწმენა გამტკიცდა და უფრო გაძლიერდა.

1996 წელს მოძღვარს მეორე ინფარქტი დაემართა და მისი ფიზიკური სხეული უფრო დაასუსტა. ამ გამოცდამ უფლისა და მოყვასის მიმართ მისი სიყვარული გაამრავლა. უკვე სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა უხუცესმა დამსწრეები გააოგნა: მისი სახე თითქოს შინაგანი ნათებით განათდა. ბერი სიმშვიდით და სიწყნარით გარემოცული იყო, აღემატებოდა ყოველგვარ მიწიერ სიხარულს, იქ მყოფნი ამ სინათლის და სითბოს ძალას გრძნობდნენ.

ფადეი ვიტოვნიცელის წინასწარმეტყველებას დიდი ინტერესით სწავლობდნენ ექსპერტები, მათ შორის სერბი თეოლოგები. ბელგრადის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორ ერატიჩს გაუმართლა პირადად შეხვედროდა უხუცესს. ის მონასტერში 1993-1997 წლებში დადიოდა. სასულიერო პირთან შეხვედრის შემდეგ მეცნიერმა მას სერბეთის ყველაზე გამჭრიახი უხუცესი უწოდა. რა გაუზიარა მას მქადაგებელმა?

ბერი ფადეის წინასწარმეტყველება

ბრძენის თქმით, ხალხმა არაფერი იცის სამყაროს ძლიერთა ნამდვილი ჩანაფიქრის შესახებ – მათ შესახებ, ვინც საკუთარ თავზე აიღო მთელი ერების ბედის გაკონტროლების ცოდვა და ვერაგულად უღალატა ცხოვრების წმინდა ღირებულებას. ასევე საიდუმლოდ ამზადებენ წარმოუდგენელი ძალის ახალ იარაღს. არის ვარაუდი, რომ საუბარია ტექტონიკურ იარაღზე, რომელსაც შეუძლია ხელოვნურად გამოიწვიოს ვულკანების ამოფრქვევა, მიწისძვრები და სხვა სტიქიური უბედურება. ამასთან, მისი მოქმედება შეუმჩნეველი შეიძლება იყოს.

ამასთან დაკავშირებით მამა ფადეი იძლევა დარიგებას: „ადამიანის ცხოვრების აზრი არის უფლის მკლავებში დაბრუნება, სულიწმინდის მადლის მიღწევა. წმინდანები, რომლებიც ქრისტეს მიჰყვებოდნენ, უკან არ იხედებოდნენ, არამედ პირდაპირ უფალთან მიდიოდნენ. შიში სძლევს სულს, სანამ მას მადლი არ გაანათებს. ასე არ განვიცდით არც ტანჯვას, არც შიშს“.

ნიშნავს ეს, რომ მოგვიწევს ახალი, უფრო საშიში განსაცდელის გავლა? შესაძლოა მათ, ვინც ძალის მეთოდით სასურველს ვერ მიაღწია, დახარჯავს უზარმაზარ რესურს და ვა–ბანკზე წავა? თან ყოველგვარ ეჭვს აიცილებს, რადგან საფრთხე ბუნებიდან მომავალი იქნება და არა პირდაპირ ქაოსის მოთავისგან? აშკარაა, წინ გველის გამაოგნებელი აღმოჩენები.

გამჭრიახ უხუცესს აქვს წინასწარმეტყველება ანტიქრისტეს 1992 წელს მოსვლის შესახებ. თავიდან მოქმედებდა ჩუმად დამხმარეების მეშვეობით, მაგრამ მალე თავად მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე მართავს. ბერი ფადეი გვაფრთხილებს: ბოროტება ცდილობს ჩირქი მოსცხოს ეკლესიას, წმინდა საფუძვლები დაამახინჯოს და თავიდან გაწეროს. ნამდვილად, დღეს ვაკვირდებით, როგორ აკურთხებენ სასულიერო პირები იარაღს, ლოცავენ მკვლელობებს და აგებენ ომზე მიძღვნილ ტაძრებს.

უხუცესი ხედავდა, რომ მალე ქაღალდის ფული და ძვირფასეულობა გაუფასურდება. ფადეიმ საინტერესო რამ თქვა ბეჭდის შესახებ, რომელიც „დაისმება თვალისთვის უხილავი ლაზერის სხივებით“. ამ სხივებით შეძლებენ მაღაზიაში ადამიანის ანგარიშზე არსებული თანხის დათვლას და შეძენილი საქონლის ფასის გამოთვლას.

უხუცესი თვლიდა, რომ უმჯობესია არ დააგროვოთ ფული, არამედ ჩადოთ და იცხოვროთ იმ დღეებით, რომლებიც უფალმა მოგვცა. დიდი სიმდიდრის ქონა, მაგრამ ყოვლისშემძლესთან კავშირის გარეშე ცხოვრება, ადამიანს ასუსტებს. ამ სამყაროში მოვდივართ ცარიელი ხელებით და თან მხოლოდ სულის წაღება შეგვიძლია. და ღირებულია მხოლოდ დრო, რომელიც შემოქმედმა სულის განვითარებისთვის მოგვცა.

ბერის წინასწარმეტყველება: უხუცესის ბრძნული სიტყვები მომავალზე

მქადაგებელი გვარიგებს, ყოველდღე ვილოცოთ, როგორც ამას მართლმადიდებელი განდეგილები აკეთებენ. სწორედ ისინი აკავებენ ეშმაკს, რომელსაც მთელი სამყაროს შებოჭვა სურს. უნდა ვიყოთ ძლიერები და მოვემზადოთ კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისთვის, რომელიც 21-ე საუკუნეს მოიცავს. ის მოგვიტანს ქაოსს და შთანთქავს ყველაფერს, მორწმუნე ხალხის სულის გარდა.

„ბოროტებას ბადებენ ისინი, რომელთაც შემოქმედების არ სწამთ. მათ სიყვარულის ბრწყინვალება არ შეეხებათ. ყველა ქრისტიანმა უნდა ილოცოს მათთვის, რომ სიძულვილის და რისხვის ალისგან იხსნას. როგორც კი ჩვენში შევუშვებთ ფიქრებს სიყვარულის და სიკეთის გარეშე, იმ წამს მივიღებთ მტერს. ჩვენი სხეული ბოროტებას გამოვლინებაში ეხმარება.

ვბრაზობთ და ვადანაშაულებთ სხვებს, მაგრამ საკუთარი თავისგან არასოდეს ვიწყებთ. არადა რომ დაგვეწყო, ამქვეყნად ნაკლები ბოროტება იქნებოდა. ჩვენი ფიქრები ჩვენი ცხოვრების წინამორბედია. ეს ჩვენი სულის საკვებია. ჩვენ გარშემო ათასობით სხვისი აზრი ტრიალებს. მათ რადიოტალღებს ვიჭერთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ დავუკავშირდეთ სიხარულის წყაროს. ამის ნაცვლად ბოროტების ბორკილებში ვვარდებით. აქედან ვავადმყოფობთ. ავადმყოფობა აზრობრივი დაცემის შედეგია. ცოდვა ფიქრებიდან იწყება.

ერთადერთი, ვინც ბოროტების დამარცხებაში დაგვეხმარება, უფალია. ოღონდ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებთ. მხოლოდ სიკეთით. სიყვარულის განადგურება შეუძლებელია. ის უძლეველია, რადგან თავად ღმერთია სიყვარული“.