ამ მცენარის ფესვი გამოდევნის მარილებს, კურნავს რევმატიზმსა და ოსტეოქონდროზს, შლის კენჭებს თირკმელში…

2135
SKU 11016 HELIANTHUS MAXIMILLIANI

მზესუმზირის ფესვების სამკურნალო თვისებები, ძირითადად, ორგანიზმიდან მარილების გამოსადევნად, ანუ უხსნადი ნაერთების (“კენჭების”) დასაშლელად გამოიყენება.

მცენარის ფესვებში არსებული აქტიური ნივთიერებები ანადგურებს მთელ რიგ კონგლომერატებს, რომლებიც წარმოიქმნა ორგანულ მჟავებთან – მჟაუნმჟვა, შარდმჟავა, ქოლესტერინის მჟავა და სხვ. – შეერთებით. ფესვი არ მოქმედებს მხოლოდ ფოსფორისა და ნახშირმჟავის მყარ ნაერთებზე, ასევე, ოქსალატებზე.

მაშ ასე, მზესუმზირის ფესვების ნახარში დაგეხმარებათ:

  • სისხლძარღვების გაწმენდაში, ქოლესტერინის კოლტებისგან;
  • შარდის ბუშტიდან ურატების (შარდმჟავას) გამოდევნაში;
  • თირკმლებსა და ღვიძლში “კენჭების” დაშლაში;
  • სახსრების ხრტილოვანი ქსოვილების გაწმენდაში, კონკრემენტებისგან.

მარილების გამოდევნა: მძიმე ართრიტის, ართროზის, პოდაგრის, ოსტეოქონდროზის მკურნალობა

შემოდგომიდან დაიწყეთ მზესუმზირის ფესვების სქელი ნაწილების შეგროვება. მოაშორეთ ბუსუსებიანი ბოლქვები, გარეცხეთ და გააშრეთ ჩვეულებრივად. მოხმარებამდე ფესვები დანაყეთ მუხუდოს მარცვლების ზომამდე და აადუღეთ ემალირებულ ჩაიდანსი.

რეცეპტის მიხედვით, 3 ლ წყალზე იღებენ 1 ჭიქა ფესვს, ხარშავენ 1-2 წუთით და სვამენ მიღებულ ჩაის 2-3 დღის განმავლობაში. შემდეგ, მესამე ჯერზე, მოხარშეთ იგივე ფესვები, იმდენივე წყალში, თუმცა, ამჯერად, ხარშეთ 10-15 წუთით და დალიეთ ისევ 2-3 დღის განმავლობაში. პირველი ულუფა ჩაის დასრულების შემდეგ, შეუდექით შემდეგს და ა.შ.

მზესუმზირის ფესვების ჩაის სვამენ დიდი დოზებით, 1 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, მარილები ორგანიზმის დატოვებას უკვე 2 კვირაში იწყებს; დაელოდეთ მანამ, სანამ შარდი წყალივით გამჭვირვალე არ გახდება და მასში მარილი არ გაქრება. თუ ჯამში გამოსული შარდიდან მარილებს დავლექავთ, ზრდასრული ადამიანი 2-3 კგ-მდე გამოყოფს.

ბუნებრივია, მზესუმზირის ჩაის მოხმარებისას არ შეიძლება ცხარე, ძალიან მარილიანი საკვებისა და ძმრის მოხმარება. საკვები სასიამოვნოდ მარილიანი, თუმცა არა მჟავე და, უპირატესად, მცენარეული უნდა იყოს.

კენჭები თირკმლებში

ამ პრობლემისთვის თავის დასაღწევად, დაასხით 1 ჭიქა დაქუცმაცებულ ფესვებს 3 ლ ცივი წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 5 წუთით. გააგრილეთ, გადაღვარეთ ნახარში სხვა ჭურჭელში, ხოლო ფესვები შეინახეთ მაცივარში. მომზადებული ნახარშის რაოდენობა თანდათან დალიეთ, 2 დღის განმავლობაში, ჭამამდე და მის შემდეგ.

დალევის შემდეგ, მაცივარში შენახულ ფესვებს ისევ დაასხით 3 ლ წყალი, მოხარშეთ ამჯერად 10 წუთით, და დალიეთ პირველის მსგავსად. მესამე ჯერზე ფესვები უკვე 15 წუთის განმავლბაში უნდა ხარშოთ. შემდეგი ულუფა ახალი ფესვებით უნდა მომზადდეს. მკურნალობის კურსი უნდა მოიცავდეს მზესუმზირის 6 ჭიქა ფესვს. კენჭები დაიშლება და უმტკივნეულოდ გამოვა ორგანიზმიდან.

ამ ნახარშის მიღება არამხოლოდ კენჭებს შლის, არამედ არეგულირებს წნევას, აქრობს თავბრუსხვევას, თავისა და გულის ტკივილებს, აუმჯობესებს სმენასა და მხედველობას.

გაფრთხილება

საშუალების ხანგრძლივ გამოყენებას შეუძლია ორგანიზმში კალიუმის დაგროვება და გაუწყლოება. ამიტომ, ნახარშით მკურნალობას თან უნდა დაურთოთ წყლის დიდი რაოდენობით მიღება ყოველდღიურად. მკურნალობის დროს, ასევე, სრულად გამორიცხეთ რაციონიდან მჟავე წვენები და პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავას (ღოლო, მჟაველა, მწნილი და ა.შ.) შეიცავს. რეკომენდებულია დღის განმავლობაში მხოლოდ სუფთა წყლის მიღება და ბოსტნეულის დიეტის დაცვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს