როცა ცხოვრებაში ბნელი პერიოდი დგება, სტაბილური შემოსავლის გარეშე ვრჩებით ან დიდ თანხას ვკარგავთ. ელემენტარულ ნივთებზე დაზოგვის მცდელობაც სიტუაციის გამოსწორებაში დიდად ვერ გვეხმარება. ამ შემთხვევაში ერთი საინტერესო რიტუალი შეგიძლიათ ჩაატაროთ სახლში ფულის მოსაზიდად. ის შემოსავლის ზრდას და ფინანსური სირთულეების შემცირებას ხელს უწყობს. პაპარაცი გიამბობთ, რატომ უნდა შეინახოთ მონეტა შემოსასვლელ ოთახში ხალიჩის ქვეშ და როგორ დაგეხმარებათ ეს.
ძველი პრაქტიკა თქვენს სახლში ძლიერ ფინანსურ ნაკადებს მოიზიდავს. ამ რიტუალის შესრულებაზე მთვარის ფაზები როლს არ თამაშობს. მნიშვნელოვანია მხოლოდ, რომ რიტუალი სრულიად განმარტოებულმა შეასრულოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.
რატომ უნდა შეინახოთ მონეტა შემოსასვლელში ხალიჩის ქვეშ: რიტუალის თავისებურებები
სწორად მომზადება
გირჩევთ, რიტუალი ჩაატაროთ სამშაბათს, მარსის დღეს. მარსი აქტიური პლანეტა და კაპიტალის ზრდის სიმბოლოა. რიტუალის დაწყებამდე სახლი დაალაგეთ. საცხოვრებელი გაათავისუფლეთ ძველი ნივთებისა და ხარახურისგან (იმ ნივთებისგან, რომელთაც აღარ გამოიყენებთ). მოიშორეთ მტვრის შემგროვებლები. ფულს სჭირდება თავისუფალი ადგილი, რომლის შევსებას შეძლებს. არ დაგავიწყდეთ, რომ დერეფანი მაქსიმალურად სუფთა უნდა იყოს.
რიტუალისთვის გამოიყენეთ მონეტა ყვითელი ელფერით (ეს აუცილებელი პირობაა). ნომინალს მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფული თქვენს სახლში მდინარესავით შემოვა.
როგორ ჩავატაროთ რიტუალი
მარცხენა ხელში შესაფერისი მონეტა დაიჭირეთ. თითებით ძლიერ მოუჭირეთ. მონეტიანი ხელი ტუჩებთან მიიტანეთ და თქვით შემდეგი: „ჩემი მონეტა ფულს იზიდავს, ზღურბლზე ხვდება. დაე, შემოვიდეს კუპიურები, წვრილი და მსხვილი. აქ მათთვის ადგილია. რასაც ვიტყვი, ახდება“. ამ მომენტში მთავარია, რომ ფინანსური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესების გჯეროდეთ. წარმოთქმულ სიტყვებში მაქსიმალური ძალა და რწმენა ჩადეთ. მხოლოდ ძლიერი სურვილით ამ რიტუალის წარმატება გარანტირებული იქნება.
ჩატარებული რიტუალის შემდეგ მონეტა ბინაში შემოსასვლელ კართან ხალიჩის ქვეშ შეინახეთ. ამ რიტუალის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი უნდა იცოდნენ. უცხო არავინ უნდა შეეხოს მონეტას ხალიჩის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობა თქვენს სახლში ვერ დასახლდება.
არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი რიტუალების ჩატარებისას მხოლოდ სამყაროს იმედად არ უნდა იყოთ. ყველა ადამიანს შეუძლია თავისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, თუ გაიღებს მაქსიმალურ ძალისხმევას და შეუპოვრად იშრომებს საკუთარი კაპიტალის გასაზრდელად.