
უზადოდ სუფთა იატაკი სარეცხი საშუალების ლაქების გარეშე ნებისმიერი დიასახლისის თვალებისთვის სიამოვნებაა. თუმცა, როცა ლამინატი დროთა განმავლობაში და რეგულარული რეცხვისგან უფერულდება, დასუფთავებას მეტი დრო სჭირდება. ხდება ისე, რომ იატაკს ხელით რეცხავთ, შვაბრით წმენდთ, ის კი თეთრი ლაქებს გვამწუხრებს და უფრო ჭუჭყიანად გამოიყურება, ვიდრე სველ წმენდამდე.
როგორ გავწმინდოთ ლამინატი, რომ კრიალებდეს და ახალივით გამოიყურებოდეს? სასურველია, ძვირიც არ დაგვიჯდეს. პაპარაცი გიამბობთ სუპერეკონომიურ და ეფექტურ საშუალებაზე, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ.
იატაკის გაწმენდა
იატაკის საწმენდი საშუალებების რეკლამები ხმამაღალი განცხადებებით თვალებს და ყურებს ანებივრებს, მაგრამ მთავარზე დუმს. უმეტესობა მათგანს აქვს ისეთივე შემადგენლობა, როგორც ჭურჭლის სარეცხ სითხეს. რა საჭიროა ზედმეტის გადახდა? შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი წყალს დაუმატოთ და იატაკი გაწმინდოთ. მთავარია, დაიცვათ პრინციპი „არ გადააჭარბოთ“. თუ ძალიან ბევრ საწმენდ საშუალებას გამოიყენებთ, იატაკი თეთრი ზოლებით დაიფარება.
მარჯვე ხალხმა დიდი ხანია მოიფიქრა ეშმაკური და ეფექტური ალტერნატივა. ბევრი დიასახლისი იყენებს საშუალებას, რომელიც ყველას აქვს სახლში. ის იატაკს პირვანდელ ბზინვარებას უბრუნებს და კარგ დეზინფექციას უტარებს. ეს ჯადოსნური საშუალებაა სუფრის ძმარი. გიამბობთ, როგორ სწრაფად და მარტივად აიძულოთ იატაკს სისუფთავით ბზინვარება.
ძმარი იატაკის საწმენდად და სადეზინფექციოდ
სარეცხი საშუალების მოსამზადებლად ვედროში 3 ლ წყალი ჩაასხით. ნახევარი ჭიქა 9%–იანი სპირტიანი ძმარი დაუმატეთ. არომატისთვის 15-20 წვეთი თქვენი საყვარელი არომაზეთი დაუმატეთ. ძმრის მძაფრი სუნის გამო არ იდარდოთ, სწრაფად აორთქლდება, მხოლოდ ზეთის სურნელი დარჩება. იატაკი ხელით ან შვაბრით გაწმინდეთ და ისიამოვნეთ ეფექტით. ასევე ფულის ეკონომიით.
თუ იატაკი ძალიან ჭუჭყიანია, არ იდარდოთ, კიდევ ერთი ხრიკი არსებობს. 2–3 ლ თბილ წყალში 1 აბი ჭურჭლის სარეცხი მანქანის საშუალება გახსენით და იატაკი კარგად გაწმინდეთ. ჭურჭლის სარეცხი აბი შეიცავს ლიმონმჟავას, რომლის წყალობით იატაკი სისუფთავით განათდება.
როგორ მოვაშოროთ ზოლები იატაკს გაწმენდის შემდეგ?
შემდეგი რჩევა ერთი შეხედვით ნათელია, მაგრამ ბევრს ავიწყდება და პრობლემებს აწყდება. სანამ სველ წმენდას დაიწყებთ, იატაკი მტვერსასრუტით ან ცოცხით კარგად აასუფთავეთ. რაც უფრო მეტ მტვერს, თმას და ნაფშვენს მოაშორებთ სველ წმენდამდე, მით ნაკლები ზოლი დარჩება.
მნიშვნელოვანია: წყალი იატაკის საწმენდად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილი. თუ ლამინატს ცხელი წყლით გაწმენდთ, სწრაფად გამოუსადეგარი გახდება. მთლიანობაში, პარკეტის და ლამინატის იატაკი კვირაში ერთხელ უნდა გაწმინდოთ, თუ შემთხვევა სხვა რამეს არ მოითხოვს. წყალთან ხშირი კონტაქტი მის ვადას ამოკლებს.
დალაგების პირველი ეტაპი – გაწმინდეთ იატაკი შვაბრით ან ხელით პლინტუსის გასწვრივ. შემდეგ დასუფთავების სამსახურის ექსპერტები გირჩევთ იატაკი გაწმინდოთ ყველაზე სუფთა ადგილებში. თანდათან ყველაზე ჭუჭყიან ადგილზე გადადით.
ყოველი წმენდის დაწყებამდე შვაბრა კარგად გარეცხეთ და პროცესში კარგად გაწურეთ. თუ მასალა გაუხეშდა და ხელით შეხებისას აბურძგნილია, სიგნალია, რომ შეცვალოთ. გირჩევთ გამოიყენოთ ბამბის ან მიკროფიბრის შთამნთქმელი ელემენტები, წყალს კარგად შთანთქავს.
დიდი მნიშვნელობა აქვს შვაბრის გამოყენების მიმართულებას. დალაგების შემდეგ რომ არ დარჩეს თეთრი ლაქები, გაწმინდეთ იატაკი ფიცრების სიგრძეზე და არა სიგანეზე. ზოგიერთი სპეციალისტი გირჩევთ დაიცვათ ეს პირობა და ლათინური ასოს S ან რვიანის ფორმის მოძრაობა შეასრულოთ. ასე დარჩენილი ჭუჭყი იატაკზე არ გაითხუპნება.