როგორი წელია 2024 აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, რას ჰპირდება ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს, ვის გაუღიმებს ბედი უკვე ამ წლის იანვარში? სამწუხაროდ, ბედი ყველას ვერ დაგვპირდება ძლიერ ჯანმრთელობას, ფულის ტომარას და ბედნიერებას სიყვარულში. ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ისიც არა ყოველთვის. ცალკეულ იღბლიანებს, რომლებიც საჭირო დროს და საჭირო ადგილას დაიბადნენ, კარგი ამბების იმედი შეუძლია ჰქონდეთ.
ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს 3 ნიშანი უკვე ამ თვეში მისი უდიდებულესობა ბედის ღიმილის სითბოს იგრძნობს. მოკლედ, სიამოვნება არ გავწელოთ და გავიხაროთ ლომისთვის (23 ივლისი – 21 აგვისტო), სასწორისთვის (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი) და მშვილდოსნისთვის (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი). მიმდინარე თვე ამ ნიშნებს ჰპირდება მატერიალურ ჯილდოებს, ყველა შესაძლო ფინანსურ წარმატებას და კარგ ფულად მოგებას. თუ მათ შორის აღმოჩნდით, თქვენი საშემოდგომო ქურთუკის ჯიბეში ჩახედვა არ დაგავიწყდეთ. შესაძლოა, იქ სიურპრიზი გელით!
2024 წელი აღმოსავლური კალენდრით
2024 წელში ზოდიაქოს 5 ნიშანი საფულის სასიამოვნო სისქით გახარებული იქნება. ასე ამბობენ ვარსკვლავები და ვინ ვართ, რომ შევეწინააღმდეგოთ? ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ და გავაჭიანუროთ, პირდაპირ გიზიარებთ მომავალი მდიდრების სიას.
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი). მომავალ წელს ეს ნიშანი მაგნიტივით მიიზიდავს ფულს და იღბალს. ფენომენალური შეუპოვრობის და მონდომების წყალობით მიიღებს იმას, რასაც დიდი ხანია იმსახურებს. ვარსკვლავების მდებარეობა ხელს უწყობს, ამიტომ სასოწარკვეთის მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ უნდა გააგრძელოთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ, და ყველაფერი კარგად იქნება. ბიზნესმენები, მეწარმეები, ასევე რიგითი დასაქმებულები, რომლებიც ყვავების თვლის ნაცვლად ბეჯითად შრომობდნენ, თავიანთი ძალისხმევის შედეგს დაინახავენ.
ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, რამდენიმე თვე მიიძინოთ. თქვენი საქმის შეუპოვრად კეთება გააგრძელეთ და მხოლოდ ასე მიიღებთ ზემოაღნიშნულ წარმატებას.
კურო (21 აპრილი – 20 მაისი). თუ ვერძი შეუპოვარია თავის საქმესა და წამოწყებაში, კურომ იცის, როგორ მართოს ფული და გონივრულად ინვესტირება მოახდინოს. ეს ეხება არა მხოლოდ ბანკირებს, ინვესტორებს და მსგავს სფეროში დასაქმებულებს. საკუთარი ფინანსების უბრალო გადახედვაც ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება. გეგმავთ ძვირადღირებულ შესყიდვას? ორჯერ დაფიქრდით, შესაძლოა უფრო მომგებიანი ალტერნატივა არსებობს. ყიდით რამეს: საქონელს, უძრავ ქონებას, თქვენი შრომის ნაყოფს? შესაძლოა არიან ისინი, ვინც ამით ფინანსურად უფრო დაინტერესდნენ. თავი ტყუილად არ გვაბია.
ზოგიერთი ახლა ყურადღებით აკვირდება ვალუტის კურსს. ვინ იცის, იქნებ ეს არის ოქროს მაღარო?
ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი). ქალწული ცნობილია თავისი ზედმიწევნილობით და პრაქტიკული მიდგომით. 2024 წელს ეს მათ სასარგებლოდ იმუშავებს. არ მოუსმინოთ არაკეთილმოსურნეებს და მოშურნეებს, რომლებიც მოსაწყენს გიწოდებენ და არსებითს ვერაფერს ამბობენ. თქვენ ერთი გზა არ გაქვთ. გამოიჩინეთ ცოტა მეტი შეუპოვრობა, ვერძის მსგავსად, იყავით თავდაჯერებული და ყველაფერი გამოვა. პროფესიული უნარები ახალ დონეზე გადასვლაში დაგეხმარებათ. სწორედ ეს გაზრდის თქვენს კეთილდღეობას ისე, როგორც გინდოდათ.
პრაქტიკა, პრაქტიკა და კიდევ ერთხელ პრაქტიკა. და ბოლოს, თქვენი პროფესიული უნარები თქვენს ნაცვლად ილაპარაკებს.
თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი). აქ ყველაფერი მარტივია. საქმე ამბიციაშია. ამაოდ თავი არ შეიკავოთ და სხვებს თავი მოაწონოთ. თუ ხედავთ შესაძლებლობას, კბილებით დაიჭირეთ. არ მოგერიდოთ და მოითხოვეთ დაწინაურება ან ხელფასის მომატება. უფროსობას უარის თქმის შესაძლებლობა არ ექნება, რადგან 2024 წელს ვარსკვლავები მთლიანად თქვენს მხარეს არიან. და თუ საკუთარი თავის უფროსი ხართ, არ დაფრთხეთ. თქვენი საქმიანობის სფერო გააფართოვეთ, როგორც ყოველთვის გეგმავდით. თხის რქას ბევრი რამ უნდა, მაგრამ არანაკლებს იღებს, ეს გახსოვდეთ.
კარგი დროა, რომ რაღაც საერთო საქმე დაიწყოთ. თუმცა პარტნიორს დააკვირდით, სანდო ადამიანი უნდა იყოს.
მერწყული (21 იანვარი – 20 თებერვალი). პასუხისმგებლობა თქვენი წლის სიტყვაა. მისი დახმარებით შეძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას, ნორმალური კარიერის აწყობას. გამოიყენეთ პასუხისმგებლობა, როგორც თქვენი ფინანსური სტრატეგიის საფუძველი 2024 წელს. არ შეხედოთ ამბიციურ თხის რქას, თქვენ სხვადასხვა გზა გაქვთ. მიზანს ფხიზლად მიუდექით და დასახული გეგმით იმოქმედეთ. ეს საკმარისი უნდა იყოს საჭირო შედეგების მისაღებად.
თუ თავად ვერ გეგმავთ, სპეციალისტს მიმართეთ. არ მოგერიდოთ, როცა საქმე თქვენი ან თქვენი ოჯახის კეთილდღეობას ეხება. ეჭვები უკანა პლანზე უნდა გადაწიოთ.
აი, ისინი არიან ხუთი იღბლიანი. თუ ამ სიაში თქვენი ზოდიაქოს ნიშანი იპოვეთ, გილოცავთ, ნამდვილად გაგიმართლათ! უფრო მეტიც, ახლა იცით, რა მიმართულებით იაროთ, რომ წარმატებამ არ დააყოვნოს.
დრაკონის წელი
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2024 წლის სიმბოლოა მწვანე ხის დრაკონი. ჩინელებს სჯერათ, რომ ეს წელი ადამიანებს ყველა საქმეში ხელს შეუწყობს და დაეხმარება მათ, ვინც გულღიაა. უფრო მეტიც, მათი აზრით, მწვანე დრაკონი ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე გავლენას ახდენს. ის განასახიერებს მამაკაცურ საწყისს, იანს, ამიტომ გამოირჩევა საიმედოობით, წინდახედულობით და თავდაჯერებულობით.
გარდა ამისა, აღმოსავლური რწმენით, მომავალი წელი ყველას დიდ ცვლილებებს გვპირდება. ის 2025 წელსაც გაგრძელდება. ერთადერთი, რასაც მისი შეჩერება შეუძლია და რაც მწვანე ხის დრაკონის მთავარი მტერია, თავმოყვარეობაა. გირჩევთ, ადრე დასახული მიზნები შეინარჩუნოთ, ენთუზიაზმი არ დაკარგოთ და თქვენი ძალის იმედი გქონდეთ. სხვა ყველაფერში, დარწმუნებული იყავით, მომავალი წელი არ გიმტყუნებთ.