ახალი ეტიკეტი. მისაღებია თუ არა ქალმა დაპატიჟოს მამაკაცი პირველ პაემანზე

0
246

რომანტიკა და სასიყვარულო ურთიერთობა საკმაოდ თავისებური სფეროა, რომელსაც არ აქვს წესები და კანონები. ტრადიციულად ისე მოეწყო, რომ მსგავს ურთიერთობაში მამაკაცი აქტიურ როლს ასრულებს, ქალს თავის კომპანიას სთავაზობს. დროთა განმავლობაში, როგორც ხშირად ხდება, დოგმები ნელ–ნელა გაქრა და ახლა არავინ უკრძალავს ქალს ინიციატივა გამოიჩინოს. „დავპატიჟებ მამაკაცს სტუმრად“ – ადრე მსგავსი ფრაზა ვულგარულად ჟღერდა. ახლა ნორმაა, საყოველთაოდ მიღებული მთელ ცივილიზებულ სამყაროში.

სხვა საქმეა, რომ ზოგიერთ ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმა უბრალოდ არ სურს. ამისთვის მთელი რიგი მიზეზი აქვს. რატომაც არა? თუ გული ამბობს „დიახ“, ტვინს ყოველთვის შეუძლია უპასუხოს „არა“, ასეც ხდება. გვინდა განვიხილოთ ქალების რამდენიმე „ბლოკი“ და რატომ არსებობს საერთოდ. ვინც საკუთარ გრძნობებსა და განწყობებში  უკვე გაერკვა, გიამბობთ, როგორ გამოიჩინოთ ინიციატივა ყველაზე მომგებიანად მოწონებული მამაკაცის მიმართ. ყვავილებს ხომ არ აჩუქებთ.

დავპატიჟებ მამაკაცს სტუმრად

რატომაც არა?

რამდენიმე ყველაზე გავრცელებული და ბანალური მიზეზი, რატომ არ სურს ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც ახალგაზრდა და არც ისე ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან მოსწონდეს.

სტერეოტიპები. უხსოვარი დროიდან მიღებულია, რომ მხოლოდ კეთილშობილ რაინდს შეუძლია გულის რჩეული „სადმე გასართობად“ მიიწვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ჯადოქრობა გაქრება, ბოროტი დრაკონი მოფრინდება და ყველას შეჭამს. „ასე იყო ჩემი ბებია–ბაბუის შემთხვევაში, ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც!“ ადრე ასე იყო. მაგრამ სამყარო იცვლება და ურთიერთობაც იცვლება. თავად განსაჯეთ, ადრე გოგო მამის ნებართვის გარეშე სახლიდან ვერ გავიდოდა. დღეს ათასობით წარმატებული საქმიანი ქალი შეგიძლიათ ნახოთ ოფისებში, რესტორნებში და ნებისმიერ ადგილას.

დასკვნა: თუ ქალს შეუძლია ფულის გამომუშავება, შემოქმედებით, მოდით, საყვარელი საქმით დაკავება, ნუთუ არ შეუძლია თავად გადადგას პირველი ნაბიჯი და საყვარელი მამაკაცი დაპატიჟოს სადმე ყავაზე? რა თქმა უნდა, შეუძლია.

უარყოფის შიში. „რა მოხდება, თუ უარს მეტყვის? ეს ხომ სირცხვილია!“ ასეთი ფიქრები აწუხებს მეხუთეკლასელს პირველ სასკოლო დისკოთეკაზე წასვლამდე. მაგრამ ზრდასრული და ჭკვიანი ქალი? ჰმ! გარშემო მიმოიხედეთ, შეხედეთ ბიჭებს და კაცებს: მათ შორის არიან მსუქნები, გამხდრები, მოუვლელები და ა.შ. ხედავთ სირცხვილს მათ თვალებში? აი, ნახევარმეტრიანმა კაცმა ჩაიარა. სამაგიეროდ, მხრებში გამართულია, თვალებში ცეცხლი უნთია. მოსიარულე თავდაჯერებულობა სასკოლო ზომის კოსტიუმში. იცით, რამდენჯერ უთხრეს უარი? მილიონჯერ! და არაფერი, არანაირი კომპლექსი.

ყველა ეს შიში დაბალი თვითშეფასებიდან მოდის. დროა, დააფასოთ საკუთარი თავი და მოუსმინოთ შინაგან ხმას. ცხოვრებას თავდაჯერებულები უყვარს. არ აგერიოთ ნარცისიზმსა და ეგოიზმში. ეს სრულიად განსხვავებულია.

გრძნობებში გაურკვევლობა. „რა მოხდება, თუ ჩემში მხოლოდ მეგობარს ხედავს?“ მერე რა? ისტორიამ ჯერ არ იცის შემთხვევა, როცა ბიჭს რომანტიკაზე მინიშნება მისცეს და მან ამის გამო მეგობართან ურთიერთობა შეწყვიტა. დიახ, ფილმებსა და სერიალებში ასეთი რამ ხშირად ხდება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ზარმაცმა სცენარისტებმა სიუჟეტის ჩახლართვა შეძლონ. რეალურ ცხოვრებაში, ასეთი საკითხები უფრო მარტივად აღიქმება.

ჯერ შინაგანი ბარიერები უნდა გადალახოთ, შემდეგ შედეგს შეხედოთ. მამაკაცს ბუნებით არ ახასიათებს ყველაფრის გართულება, მათთან შესაბამისად უნდა იმოქმედოთ.

მამაკაცის დაპატიჟება

ლოგიკური იქნება, თქვენთვის გადაწყვიტოთ, სად წახვალთ პირველ პაემანზე. არ არის საჭირო მოიფიქროთ რომანტიკული წვრილმანები „ლედი და მაწანწალას“ სტილში. ეს ზედმეტია. მთავარია, ორივემ თავი კომფორტულად იგრძნოთ, გაარკვიეთ რჩეულის ინტერესები და ჰობი. ძირითადად, ორიგინალურობით არ გამოირჩევა, ამიტომ გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ ადგილებს პაემანზე წასასვლელად.

მაგალითად, ეს შეიძლება იყო უბრალოდ გასეირნება. მერა რა? ამინდი ჯერ კიდევ იძლევა ამის საშუალება? გაიარეთ, გახურდით. თუ სპორტი გიყვართ, შეგიძლიათ ერთად ირბინოთ კიდეც. ამაში ცუდი არაფერია. თან რჩეულის სპორტულ ფორმას შეაფასებთ. აირჩიეთ ლამაზი ადგილი, მაგალითად, პარკი ან სკვერი. სანაპიროც შესაფერისია. თბილ ამინდში პატარა პიკნიკიც შეგიძლიათ მოაწყოთ. სუფთა ჰაერზე საჭმელი უფრო გემრიელია.

თუ თქვენი არჩევანი შეჩერდა სპორტსმენზე ან სპორტით დაინტერესებულ მამაკაცზე, ეს კიდევ უკეთესია. თავის მტვრევა არ მოგიწევთ, რა მოეწონება: ერთად წადით ფეხბურთის ან კალათბურთის საყურებლად. იმის მიხედვით, რომელი მატჩი უფრო მოსახერხებელია თქვენს ქალაქში. მაშინაც კი, თუ თავად დიდად არ გაინტერესებთ, ტრიბუნაზე რჩეულის ახალ, ემოციურ მხარეს აღმოაჩენთ.

არც ერთი არ ხართ სპორტის მოყვარული? მაშინ კლასიკა: თეატრი ან კინო. გამოფენაც კარგი არჩევანია. ასე ხელოვნების რომელიმე სახეობაში საერთო ინტერესს იპოვით და სასიამოვნო საუბარს განავითარებთ. ბევრი ბიჭი და მამაკაცი მსგავს ჰობს თავისთვის ინახავს და გაზიარება არ სურს. მაგრამ საჭირო დროს მისდა უნებურად გულს გადაგიშლის. მთავარია, ინტერესი გამოიჩინოთ და ცოტა ითავხედოთ. და ყველაფერი გამოვა!

მაპატიე, არ შემიძლია

თუ მაინც უარი მიიღეთ, ყველაზე უარესი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, გაბრაზებაა. აი, რისთვის? რა თქმა უნდა, გვინდა ყველაფრის პირადად მიღება, მაგრამ ეს პირველი შეცდომაა. შესაძლოა, ბიჭს შეყვარებული ჰყავს ან ახლახანს ურთიერთობა გაწყვიტა. ამ შემთხვევაში, სხვაგვარად მოქცევა უბრალოდ არ შეუძლია.

არ ღირს დაჟინება და ისევ და ისეც ცდა. ეს სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს, რაც ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს. ვის სჭირდება? ნამდვილად, თქვენ არა. ყოველთვის შეიძლება დარჩეთ თუ მეგობრებად არა, კარგ ნაცნობებად. სხვათა შორის, თუ თავად გადაწყვეტთ ურთიერთობის გაწყვეტას, ესეც არის კარგი იდეა. უბრალოდ რისთვის, თუ ეს ცუდად გამოგაჩენთ? ემოციები სამომავლოდ შეინახეთ. უკეთესია, თუ ხელს ჩაიქნევთ. ცხოვრება გრძელდება.

და ბოლოს. არის შემთხვევები, როცა ყველაზე დაკუნთული მამაკაციც უბრალოდ შეიძლება დაიბნეს და უარი თქვას. მეორე დღეს კი დაგირეკოთ, თავი მოგაჩვენოთ, რომ ნომერი შეეშალა, და თავად დაგპატიჟოს სადმე. დიახ, ისინიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ ემოციები. წინასწარ შინაგანი დრამების მოწყობა არ ღირს. სჯობს დაფიქრდეთ, სად გსურთ წასვლა და გინდა თუ არა სინამდვილეში. განწყობა ხომ ასეთი ცვალებადია!