ძველმა ხალხმა დიდი ხანია შეამჩნია, რომ ენერგეტიკის გაწმენდის რიტუალები კლებად მთვარეზე უკეთ მუშაობს. მათმა ბრძნულმა რჩევებმა ჩვენამდე მოაღწია. ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ, რა არის ჯადოქრობა, რა არის მისი კანონები, არ გვჯეროდეს ნიშნების. მაგრამ ხანდახან გულში გაიელვებს, როცა მხედველობის არეში პირქუში ადამიანი გამოჩნდა. მაშინვე ჩნდება სურვილი, ეს წებოვანი სიმძიმე ჩამოიბანოთ. აქ ბებიის რეცეპტები დაგეხმარებათ.
მთვარე გავლენას ახდენს ჩვენს ქვეცნობიერზე, ემოციებზე და ძალის დონეზე. თუ მისი რიტმების მიხედვით ცხოვრებას ისწავლით, ბევრ სფეროში წარმატებას მიაღწევთ. პაპარაცი გიამბობთ, როგორ მოიშოროთ მძიმე ენერგეტიკა მთვარის კალენდრის და მწიკვი მარილის დახმარებით.
რა არის ჯადოქრობა?
ბევრი სასწაული, რომელსაც ძველად მისტიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, დღეს მეცნიერულ დასაბუთებას იღებს. იგივე კლებადი მთვარე ენერგიის გადინებასთან მტკიცედ დაკავშირებულია. ჩვენ ვნელდებით, ჩვენი რეაქციები ცოტა შეფერხებულია. კარგი დროა, ხარისხიანად დაასრულოთ საქმეები, დატოვოთ ძველი სამსახური და დაემშვიდობოთ წარსულს. ასევე, გაწმინდოთ თქვენი ენერგეტიკა.
ამ საქმეში დაგჭირდებათ ერთგული ჯადოსნური დამხმარე, მარილი. მარილს შეუძლია ღრუბელივით შთანთქას ნეგატიური ენერგია, შექმნას სახლის ამულეტი და დააბრუნოს ცხოვრებაში სიმშვიდე. ბოროტებას, შიშს და ეჭვიანობას ამ თეთრი კრისტალების ეშინია. გააკეთეთ ხაფანგი ბნელი ძალებისთვის!
როგორ მოვიშოროთ ნეგატივი სახლიდან?
გაწმენდის რიტუალისთვის მზადება შედგება სამი ეტაპისგან: მარილის სათანადოდ მომზადება, მთვარის ციკლის სწორი დღის შერჩევა და შელოცვის წაკითხვა.
ეფექტური შედეგისთვის მარილი მხოლოდ ახალი შეფუთვიდან აიღეთ. უკეთესია, თუ გამოიყენებთ მსხვილ მარილს, არომატული და საკვები დანამატების (კალციუმი, იოდი და ა.შ.) გარეშე.
ახალმთვარეობამდე ბოლო დღეს (ზუსტ თარიღებს ქვემოთ ნახავთ) მიდით ფანჯარასთან და აიღეთ მწიკვი მარილი მარცხენა ხელში. კრისტალებს სული შეუბერეთ და ჩაიჩურჩელეთ: „ნათელო ძალებო, გთხოვთ დახმარებას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. სულს ვუბერავ ყველა შიშს, პრობლემას და შფოთვას. ვპატიჟებ ცხოვრებაში დოვლათს, სიმშვიდეს და კეთილდღეობას. ვიზიდავ ბედნიერებას და აყვავებას. დაე, მოვიდეს ჩემთან დახმარება მაღლიდან. ნათქვამი ასრულდეს!“
ბევრი აღნიშნავს, რომ ამ რიტუალის შემდეგ იგრძნეს შესამჩნევი შვება, თითქმის მძიმე ტვირთი მოიშორეს. გაჭინაურებული ჩხუბი და წყენაც თავისთავად მოგვარდება. იგრძნობთ, როგორ ტოვებს უარყოფითი ენერგია წვეთწვეთობით თქვენს ცხოვრებას. მას კი ცვლის სიმშვიდე, სიმსუბუქე და ნეტარება.
რომელ დღეებშია კლებადი მთვარის აქტიური ფაზა? უახლოეს 5 თვეში ესაა: 12 ნოემბერი, 12 დეკემბერი, 10 იანვარი, 9 თებერვალი და 9 მარტი.
მარილი დასაცავად და გასაწმენდად
მთვარის რიტუალის გარდა მარილი ყოველდღე შეგიძლიათ გამოიყენოთ ენერგეტიკული ველის დასაცავად და გასაწმენდად. ჩაატარეთ ექსპერიმენტი და შეამოწმეთ, რამდენად სავსეა თქვენი ფიქრები და სახლი ნეგატივით.
ამისთვის ძილის წინ ჭიქა წყალს 2 სუფრის კოვზი მარილი დაუმატეთ და აურიეთ. სასთუმალთან საწოლის ქვეშ დადეთ. დილით შემადგენლობა ყურადღებით შეისწავლეთ.
თუ ჭიქა დაორთქლილია ან ბუშტები გაჩნდა, ხოლო მარილი გამუქდა ან ჭიქის ძირზე დაილექა, სახიფათო ნიშანია. ალბათ, თქვენი თავი დამძიმებულია ბნელი აზრებით და საზრუნავით. თუმცა მარილმა თავისი საქმე შეასრულა და მძიმე ენერგეტიკა შთანთქა. ნარევი უნიტაზში ჩაასხით, ჩარეცხეთ და საღამოს პროცედურა გაიმეორეთ.
ასე მარილიანი წყალი განწყობას გაგიუმჯობესებთ და მოგაშორებთ მთელ ნეგატივს, რომელიც დღის განმავლობაში „აგეწებათ“. მალე თქვენი ძალა და განწყობა შეუმჩნევლად გაიზრდება. უძილობა რომ მოიშოროთ, ჭიქა საწოლის ტუმბოზე ან იატაკზე სასთუმალთან დადეთ.
ეს ხრიკები თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ. გახსოვდეთ ერთი რამ: ჩვენ ვიზიდავთ იმას, რასაც ვასხივებთ. გაცნობიერებულად აირჩიეთ, რომელ ფიქრებს დააკავებთ თავში. შური, ბრაზი და ბოროტება ბალანსს ანგრევს და უფრო მეტ უთანხმოებას და ჩხუბს იზიდავს. ემოციური ჰიგიენა არა მხოლოდ მოდური ტრენდია მედიტაციის მოყვარულებს შორის, არამედ მნიშვნელოვანი პირობა კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის.