ორგანიზმი თავის თავს განკურნავს, თუ დაიწყებთ ამის დალევას ყოველ საღამოს ძილის წინ

0
2571

ვაძლიერებთ იმუნიტეტს და ვკითხულობთ ლოცვას ძილის წინ. რა აქვს საერთო ამ ორ მოქმედებას? განვიხილოთ ეს პროცესები ჩვენს კეთილდღეობაზე და წარმატებაზე გავლენის კონტექსტში. პაპარაცი გიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებით აქტუალურია.

ჩვენი ორგანიზმი უნიკალური სისტემაა, რომელიც დადგენილი მექანიზმით მოქმედებს. ჩვენს სხეულში არ არის ზედმეტი ორგანო ან ელემენტი. ყველას თავისი როლი აქვს, თითოეული უჯრედი მთელი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია. ორგანიზმის გამართული მუშაობისას ჩვენს სხეულს მტკიცე იმუნიტეტი აქვს. ის გვჭირდება, რომ ორგანიზმი შეებრძოლოს ვირუსებს და ბაქტერიებს, რომლებიც გარედან ხვდება.

ვკითხულობთ ლოცვას ძილის წინ

სწორი ცხოვრების წესით, ჯანსაღი კვებით და ემოციური სიმშვიდით იმუნურ სისტემას დაავადებების 97% შემთხვევაში ჩვენი დახმარება შეუძლია. რა თქმა უნდა, სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა. არის ფაქტორები, რომლებიც ჩვენზე დამოკიდებული არაა. ესაა ეკოლოგია, წყლის ხარისხი და კვების პროდუქტები, სოციალური და პოლიტიკური სიტუაციები. არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ. ეს დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, მაგრამ იშვიათად ვიყენებთ.

ამ ფაქტორს ჩვენი ფიქრები ჰქვია. გსმენიათ ფრაზა: „ყველა დაავადება ნერვებიდან მოდის“? ჩვენი ემოციური მდგომარეობა ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. შიში, განცდები, იმედგაცრუება იმუნიტეტს აქვეითებს. სწორედ ამიტომ, პანდემიის ან გლობალური ცვლილებების პერიოდში ხალხი უფრო ხშირად ავადდება. ნერვული განცდების მიზეზი არის ჩვენი ფიქრები და აკვიატება. რას ვაკეთებთ, როცა გვესმის რაღაც უსიამოვნო ამბავი? საკუთარ თავზე ვაიგივებთ. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ცუდი და საშინელი უნდა დაგვემართოს. შედეგად, ტვინი სტრესის სიგნალს იღებს. ორგანიზმი ამ სტრესთან საბრძოლველად საჭირო ჰორმონებს გამოიმუშავებს.

სტრესი მოჩვენებითი გამოდის, მაგრამ რესურსები ჰორმონების წარმოებაზე უკვე დაიხარჯა. ორგანიზმის შესაძლებლობები მცირდება, იმუნიტეტი სუსტდება. რამდენიმე ასეთი წარმოსახვითი სტრესის და განცდის შემდეგ ავადდება. მნიშვნელოვანია, გამოკვებოთ ორგანიზმი არა მხოლოდ სასარგებლო საკვებით, არამედ დადებითი ფიქრებით. ეს უნდა გააკეთოთ არა მხოლოდ დღის განმავლობაში, არამედ ღამით. როცა ჩვენი ორგანიზმი ისვენებს და რესურსების აღდგენაზე მუშაობს, დადებითად ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია.

ორგანიზმის ემოციური მდგომარეობის აღდგენა

ამ თეორიის პრაქტიკაში შესამოწმებლად მცირე ექსპერიმენტის ჩატარებას გთავაზობთ. 1 კვირა დაგჭირდებათ, რომ თქვენი ემოციური და ენერგეტიკული მდგომარეობა აღადგინოთ. უკეთესია, თუ ყოველ დილით თქვენს შეგრძნებებს დააფიქსირებთ და აღნიშნავთ, როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება. ეცადეთ, მთელი კვირის განმავლობაში ძილის წინ ცოტა სუფთა სასმელი წყალი დალიოთ. ზუსტად 2–3 ყლუპი. წყალს უყურეთ და თქვით: „სუფთა წყალში ჯანმრთელობა ანათებს, თითოეულ ყლუპში ჩემი ძალაა“.

წყალი რეაგირებს თქვენს სიტყვებზე. ამ სიტყვების შემდეგ დადებითად გარდაიქმნება და ამ მუხტს მთელ ორგანიზმს გადასცემს. ასეთი წყლის დალევის შემდეგ, დაწექით. უკვე ერთ კვირაში შეამჩნევთ, რომ ძილი მოწესრიგდა. აღარ გაწუხებთ კოშმარები, ავი ფიქრები ძილის წინ არ გაფორიაქებთ. დილით კარგ ხასიათზე იღვიძებთ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, ქრონიკული დაღლილობა ქრება. იმუნიტეტი თავის რეზერვს აღიდგენს და ვირუსებს აქტიურად შეებრძოლება. მარტივი ლოცვა ძილის წინ შეცვლის თქვენს ცხოვრებას და თქვენს დამოკიდებულებას მისადმი.