იდეალური ცოლი: სამაგალითო მეუღლის 7 თვისება მამაკაცის აზრით

0
320

ქორწილი სერიოზული საქმეა. პარტნიორის არჩევას პასუხისმგებლობით და შეგნებულად უნდა მიუდგეთ, როგორც შესაფერისი კანდიდატის პოვნას. თუ საკუთარ თავს პატივს სცემთ და იცით, რა გსურთ ცხოვრებიდან, ადრე თუ გვიან მეორე ნახევარს იპოვით. პაპარაცი გიზიარებთ ქალების 7 თვისებას, რომლიდანაც შეიძლება გამოვიდეს იდეალური ცოლი.

რა თქმა უნდა, ქალების უმეტესობა თავს ქალღმერთად თვლის. დაგვეთანხმეთ, არიან ქალები, რომლებზეც დაქორწინება გაცნობის დღესვე გსურთ. არიან ისინიც, რომელთა სწრაფად დავიწყება გსურთ. დღეს ვისაუბრებთ ნამდვილ ქალზე–წიგნზე. გსურთ მათი დიდხანს და გულმოდგინედ წაკითხვა, თითოეული ახალი გვერდიდან სიამოვნების მიღება. ეს სტატია არის მათზე, ვისაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ იდეალური ცოლი.

იდეალური ცოლი: სამაგალითო მეუღლის 7 თვისება

გამოვკითხეთ მამაკაცები, თუ მათი აზრით, რა თვისებებს უნდა ფლობდეს იდეალური ცოლი. აი, რა გვიპასუხეს!

იუმორის გრძნობა

თუ ქალს შეუძლია გაგაცინოს და გაიცინოს სწორ ადგილას, ეს არა მხოლოდ სასიამოვნო საუბრის გარანტიაა, არამედ ინტელექტის ნიშანი. მომავალში ასეთი ქალი შეძლებს კომპრომისზე წასვლას, ასევე ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ადვილად განმუგხტავს. იუმორის შესანიშნავი გრძნობა მეუღლისთვის სასარგებლო თვისებაა. ვინაიდან ისეთი გრძელვადიანი თავგადასავლის დროს, როგორიცაა ქორწინება, ნამდვილად გექნებათ მომენტები, როდესაც მხოლოდ მეგობრული ხარხარი გიშველით.

საიდუმლოს შენახვის უნარი

იდეალურმა მეუღლემ იცის, რომ ოჯახის საიდუმლოებები სახლში დახურულ კარს მიღმა უნდა ინახებოდეს. მისი ქმარი მშვიდად არის, რომ საიდუმლო ინფორმაცია სადმე არ გაჟონავს. გაითვალისწინეთ, თუ ქმარი ცოლთან გულახდილია, მას მიიჩნევს საიმედო პარტნიორად, რომლის ნდობაც შეიძლება. პარტნიორის საიდუმლოს შენახვის უნარი ნებისმიერ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი მომენტია.

დამოუკიდებლობა

იდეალურ შემთხვევაში, ნებისმიერ ქალს უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება ზედმეტი პასუხისმგებლობის შიშის გარეშე. ასეთი ცოლი ქმარს ნებისმიერ წამოწყებაში მხარს დაუჭერს. ჩვეულებრივ, მეტნაკლებად წარმატებული მამაკაცი ძლიერ და დამოუკიდებელ ცოლს ეძებს. დამოუკიდებელ ქალს ყოველთვის აქვს პირადი მიზნების და სურვილების სია. ეს, თავის მხრივ, თავში წესრიგზე მიუთითებს. ასეთ მეუღლესთან ერთად ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის გადალახვას შეძლებთ.

ტყუილი მისთვის უცხოა

ყველას ესმის, რომ ტყუილი მნიშვნელოვანია, ზოგჯერ სოციალიზაციის გარდაუვალი ინსტრუმენტია. თუმცა, თუ ქალი მუდმივად ცრუობს, ამ სუპერშესაძლებლობას ხშირად იყენებს, არჩევანზე უნდა დაფიქრდეთ. მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ ქორწინება გარიგებაა (შეთანხმება). მატყუარებთან და თაღლითებთან ურთიერთობით შერყეული გრძნობების ხაფანგში აღმოჩნდებით.

გამგებიანი

ყველას გვინდა, ჩვენი ესმოდეთ და მხარს გვიჭერდნენ. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში. რა ხდის ცოლს გამგებიანს? ქმარს აქებს ნებისმიერი მიღწევისა და წარმატებისთვის. მისი ოცნებების სჯერა და იცის, რომ ყველაფერი აუცილებლად გამოვა. როცა ქმარმა ახალი საქმის დაუფლება გადაწყვიტა, იდეალური ცოლი პარტნიორს ახალ მიღწევებს შთააგონებს. ამასთან, ასეთი ქალი რჩეულის პოტენციურ შესაძლებლობებს ვარდისფერი სათვალიდან არ უყურებს. კარგად აცნობიერებს, რომ წარმატების მიღწევას დრო სჭირდება.

მიმღები

იდეალური ცოლი ყოველთვის იღებს რჩეულის ოჯახს და მეგობრებს. მენდეთ, ქმრის ნათესავებთან და მეგობრებთან ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა ძლიერი ოჯახის გარანტია. თუ მისი გარემოცვა თვლის, რომ უბრალოდ საყვარელი ხართ, როგორ შეიძლება შედავება? აი, ქმრის ახლობლებთან რთული ურთიერთობა ნებისმიერ ძალისხმევას გაანულებს.

სითამამე

ევოლუციურად, ქალებს სრული უფლება აქვთ იყვნენ მშიშრები. ეს ხომ ათასწლეულები გადარჩენაში ეხმარებოდათ. ქალისთვის საფრთხის არიდების უნარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთან ბრძოლის უნარი. თუმცა ხანგრძლივ ქორწინებაში, როცა ბავშვები ჩნდება, ასევე სხვა სუსტი, მყეფარე და მჩხავანა არსებები, პარტნიორის სიმხდალე მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. ზოგადად, ეს ნორმალურია: ოჯახური ბუდე უნდა დაიცვას ორივემ და ოჯახის დედა, რომელიც ნებისმიერ ხმამაღალ ხმაურზე შიშისგან კრთება, ნდობისა და პატივისცემისთვის სადავო ობიექტია. თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ მშიშარა ირმიდან დედა ლომამდე გარდაქმნა საკმაოდ სწრაფად და ბუნებრივად ხდება.

მაშინაც კი, თუ ზემოთ ნახსენებ ყველა უნარს არ ფლობთ, ეს ბედნიერი და წარმატებული კავშირისთვის დაბრკოლება არაა. თუ ცოლ–ქმარი ისწავლის ერთმანეთთან მოლაპარაკებას, განვითარებას, ურთიერთგაგებას, მაშინ ოჯახური ცხოვრება იდეალური იქნება.