დიმიტრის შაბათს მივდივარ სასაფლაოზე. ამ დღისთვის წინასწარ ვემზადები, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთო

0
3325

ტრადიციულად, მართლმადიდებლები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღიდან მეორე შაბათს მიცვალებულებს მოიხსენიებენ. ამ დღეს ლოცვებში განსაკუთრებით იხსენიებენ გარდაცვლილ მამებს და დედებს, ამიტომ ხშირად მშობელთა შაბათსაც უწოდებენ. დიმიტრის შაბათი წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების წინა შაბათს აღინიშნება. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, დიმიტრის შაბათი აღინიშნება 2023 წლის 21 ოქტომბერს, იულიუსის კალენდრის მიხედვით – 4 ნოემბერს.

პაპარაცი ამ დღის ყველა ტრადიციის შესახებ გიამბობთ.

დიმიტრის შაბათი 2023 წელს

12 თვეში მიცვალებულთა მოსახსენიებლად 8 დღეა. ეს სულის მოსახსენებელი ლიტურგია ამ წლისთვის ბოლოა. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, წმინდა დიმიტრი თესალონიკელს 26 ოქტომბერს იხსენებენ, ხოლო იულიუსის კალენდრის მომხრეები წმინდანს 8 ნოემბერს პატივს მიაგებენ. მიცვალებულთა შაბათი დიმიტრის დღეს უმიზეზოდ არ უკავშირდება: დიდმოწამე ყველა მიცვალებულთა ძლევამოსილ მოსარჩელედ ითვლება.

რა უნდა იცოდეთ დიმიტრის შაბათის შესახებ?

პარასკევს საღამოს, დიმიტრის შაბათის წინა დღეს, ეკლესიაში ღვთისმსახურება აღევლინება. ამას მოჰყვება ღამისთევა, ხოლო შაბათს დილით აღევლინება სულის მოსახსენებელი ლიტურგია პანაშვიდით.

დიმიტრის შაბათს იხსენებენ გარდაცვლილ მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს და მათთვის ლოცულობენ. ტაძრებში იმართება ღვთისმსახურება გარდაცვლილთა სულებისთვის. ამ დღეს ეკლესიაში უნდა მიხვიდეთ და მიცვალებულთათვის სანთლები აანთოთ. რეკომენდებულია, სასულიერო პირს გადასცეთ ფურცელი გარდაცვლილი ნათესავების სახელებით მათი სულების დასამშვიდებლად და პარაკლისი შეუკვეთოთ.

ეკლესიაში პანაშვიდი მოიცავს ლოცვას და მოწყალებას. მრევლს პანაშვიდზე პური და პროდუქტები მოაქვს. ადრე ითვლებოდა, რომ აუცილებლად სამი პური უნდა ყოფილიყო. ახლა ეს პირობა მკაცრად დაცული არაა. საკურთხად გამოგადგებათ მცენარეული ზეთი, შაქარი და ფქვილი. ისინი საჭიროა სეფისკვერის გამოსაცხობად. ხალხი ხშირად ყიდულობს ღვინოს, მარცვლეულს, ორცხობილას, ვაფლს, კანფეტს და ა.შ.

შემდეგ პროდუქტებს მამაოები განაგებენ. ჩუქნიან მგალობლებს, ურიგებენ ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს. მორწმუნეები მოწყალებას გასცემენ მიცვალებულთა სახელით, რომელთაც ამის გაკეთება თავად აღარ შეუძლიათ. ეკლესიაში მალფუჭებადი პროდუქტების მიტანა არ შეიძლება. პროდუქტების გარდა ეკლესიას მცირე თანხაც შეგიძლიათ შესწიროთ.

სასაფლაოზე გასვლა

სასურველია, დიმიტრის შაბათს სასაფლაოზე მისვლა, რომ საფლავის ქვაზე სანთელი აანთოთ და ცოცხალი ყვავილების თაიგული დადოთ. სასაფლაოზე აკრძალულია სპირტიანი სასმელის დალევა და სუფრის გაშლა. ჯვართან ან საფლავის ქვასთან კანფეტის, ღვეზელის და მით უფრო ჭიქა ალკოჰოლის დატოვება მიღებული არაა.

მიცვალებულებს სახლშიც შეგიძლიათ პატივი მიაგოთ. ხატების წინაშე მიცვალებულთა სულებისთვის ილოცეთ. ახლობლები ამზადებენ წადილს, აცხობენ სარიტუალო ღვეზელს. სამარხვო პროდუქტებით სადილს ამზადებენ და სუფრაზე მიცვალებულების საყვარელი კერძების დადება არ ავიწყდებათ. სადილის შემდეგ მაგიდიდან თეფშებს არ იღებენ, არამედ სუფთა სუფრას აფარებენ და ღამე ტოვებენ, რომ მიცვალებულებმა მათთვის მომზადებული კერძი მიირთვან. ტრაპეზისას თავშეკავებულად და მოკრძალებულად მოქცევა აუცილებელია, ამ დღეს მხიარულობა უადგილოა.

გარდაცვლილ ნათესავებს პანაშვიდით და შესაწირით ვერ გააცოცხლებთ, მაგრამ ლოცვით და მოწყალებით მათ ხსოვნას პატივს მიაგებთ და იმქვეყნიურ ცხოვრებას გაუმარტივებთ. რაც უფრო ხშირად ლოცულობენ ნათესავები მიცვალებულთა სულებისთვის, მით უფრო მეტად ეცდებიან წმინდანები უფლის წინაშე მათ შუამდგომლობას.