პექტინის დიეტა: დაიკელით 5 კგ ერთ კვირაში

0
150

პექტინი ორგანიზმის სანიტარია, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას, კანცეროგენების გამოდევნას. ეს ნივთიერება შედის ბევრ ხილში, ბოსტნეულში და წყალმცენარეში. ეს პროდუქტი არის დიეტოლოგების მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამების მთავარი რაციონი. მისი წყალობით ერთ კვირაში შეძლებთ დაიკლოთ 5 კგ ჯანმრთელობის დაუზიანებლად. რა შეუძლია კიდევ პექტინის დიეტას და როგორ დავიცვათ?

აღსანიშნავია, რომ შემოდგომა ჭარბი წონის მოსაშორებლად ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. ამ პერიოდში მაღაზიებში შეგიძლიათ ნახოთ ყველა სახის ნაყოფი, რომელიც პექტინს შეიცავს. მათ მეიკუთვნება ვაშლი, ქლიავი, გოგრა, სტაფილო და ჭარხალი. როგორც ხედავთ, შემოდგომაზე პექტინის დიეტის დაცვა მაქსიმალურად მარტივი და არც ისე ძვირია.

რა არის კარგი პექტინის დიეტაში: ყველა თავისებურება

რა არის მისი არსი

ერთკვირიანი პექტინის დიეტა ორგანიზმს წმენდს, ნაწლავების მიკროფლორას აწესრიგებს, ზედმეტ მადას აქვეითებს, ჭარბ ცხიმოვან დეპოზიტებს აშორებს.

შედეგი მიიღება იმის ხარჯზე, რომ 7 დღე რაციონიდან ირიცხება შემდეგი პროდუქტები: მარილი, შაქარი, პური, ხორცი და თევზი, ასევე ყველა ტკბილეული. დღეში 1,5 სუფთა წყალი უნდა დალიოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა პექტინის დიეტით რომ დაიკლოთ, სპორტია. მინიმალური ვარჯიშიც, რომელსაც ყოველ დილით შეასრულებთ, საუკეთესო შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

ერთი კვირის სამაგალითო მენიუ

  • ორშაბათი. ისაუზმეთ 3 გახეხილი ვაშლით და რამდენიმე კაკლით. ლიმონის წვენით შეკაზმეთ. სადილზე მსუბუქი სალათი მოამზადეთ. სტაფილო, მოხარშული კვერცხი და ცოტა მწვანილი აურიეთ. საღამოს ერთი ფორთოხალი მიირთვით.
  • სამშაბათი. საუზმეზე მოამზადეთ სალათი 3 საშუალო ზომის ვაშლით და სტაფილოთი, ასევე 100 გ მოხარშული ბრინჯით (უმარილოდ). სადილზე გამოაცხვეთ სამი ვაშლი ლიმონის ცედრით. საღამოს 100 გ მოხარშული ბრინჯი მიირთვით.
  • ოთხშაბათი. დილით 100 გ ხაჭოთი და 2 ვაშლით ისაუზმეთ. სადილზე ვაშლის სალათი (3 ხილი, რამდენიმე კაკალი და თაფლის საკაზმი) მიირთვით. ასევე მოამზადეთ 100 გ წიწიბურას ფაფა ცოტა ზეითუნის ზეთით. ვახშამზე 150 გ უცხიმო ხაჭო მიირთვით.
  • ხუთშაბათი. საუზმეზე მიირთვით 1 ვაშლი და 3 სტაფილო. სადილზე მოამზადეთ იგივე კერძი 2 ჩ/კ თაფლით და ლიმონის წვენით. საღამოს 4 ვაშლი გამოაცხვეთ.
  • პარასკევი. დილით მიირთვით გახეხილი ბოსტნეულის სალათი (1 ჭარხალი და ამდენივე სტაფილო). სადილზე შვრია მოხარშეთ. ფაფას 2 მოხარშული კვერცხი და 1 მოხარშული ჭარხალი დაუმატეთ. ვახშამზე სტაფილოს სალათი თაფლის საკაზმით გააკეთეთ.
  • შაბათი. გაიმეორეთ ორშაბათის მენიუ.
  • კვირა. გაიმეორეთ სამშაბათის მენიუ.

განტვირთვის დღე

იმის გათვალისწინებით, რომ ვაშლი შეიცავს ბევრ პექტინს, იდეალური ხილია ორგანიზმის განსატვირთად. კვირაში ერთი დღე მხოლოდ ეს ხილი მიირთვით. მიირთვით ახალი ხილი ან გამოაცხვეთ. ხილის რაოდენობაში შეზღუდვები არაა. მთავარია, ცოტა სითხე დალიოთ (წყალი ან ვაშლის წვენი).

თუ გაწუხებთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, პექტინის დიეტის დაცვა არ შეიძლება. სანამ ერთი კვირით რაციონს შეცვლით, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ ნეგატიური შედეგები თავიდან აიცილოთ.