68 წლის მილიარდერი 26 წლის მოდელზე დაქორწინდა. ახლა წყვილს ბავშვიც ეყოლათ

403

28 წლის ქსენია დელის ქუჩაში ცნობა გაგიჭირდებათ, მაგრამ გოგონას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. 10 წლის წინ აშშ-ში, სადაც ლამაზმანი პროგრამის Work&Travel წყალობით მოხვდა, ახალგაზრდა მოლდოველი ქალით სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

2012 წელს Playboy-ს გარეკანზე მოხვდა. იმ დროიდან მისი კარიერა წარმატებით წინ მიიწევდა. მოლდოველი ქალი უამრავ მოდის ჟურნალთან თანამშრომლობდა ამერიკაში პოპულარულ ქვედა საცვალს რეკლამას უკეთებდა.

მოგვიანებით, როგორც მისმა კოლეგებმა, დელიმ კლიპებში გადაღება დაიწყო. 2015 წელს ქსენია ჯასტინ ბიბერის ერთ-ერთ ვიდეო რგოლში გამოჩნდა, რომლის შემდეგ ხმა დაირხა, რომ თინეიჯერების კერპმა ლამაზმანს თვალი დაადგა.

თუმცა 2016 წელს გოგონა ჭორებს ბოლო მოუღო, როდესაც ოსამ ფატი რაბახ ალ-შარიფს ცოლად გაყვა. ეგვიპტელი მილიარდებს ატრიალებს. ოსამა ლოჯისტიკურ კომპანიას ფლობს და უძრავ ქონებაზე მუშაობს. ითვლება, რომ ალ-შარიფი მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სიას მიეკუთვნება.

ურთიერთობის პირველივე დღეებიდან საზოგადოება საქმროს და პატარძლის სერიოზულ ასაკობრივ სხვაობაზე ალაპარაკდა. საქმე იმაშია, რომ ქორწინების მომენტში ქსენია მხოლოდ 26 წლის იყო, ხოლო მისი რჩეული 70 წელს უკაკუნებდა!

ჭორების თანახმად, ბიზნესმენმა ახალგაზრდა ლამაზმანს ხელი გაცნობიდან რამდენიმე დღეში სთხოვა. დელიმ ალ-შარიფის მომხიბვლელობას ვერ გაუძლო და მალე დათანხმდა. ბოროტი ენები ამბობენ, რომ მოდელმა უბრალოდ ხელთ მოხვედრილი მდიდარი კაცისთვის თავბრუს დახვევა იჩქარა.

შეყვარებულებმა ქორწილი საბერძნეთის კუნძულზე, სანტორინზე გადაიხადეს. 150 მოწვეულ სტუმარს შორის ნათესავები და პატარძლის საუკეთესო მეგობრები, ასევე საქმროს ყველაზე სანდო საქმიანი პარტნიორები იყვნენ. ქორწინების ცერემონიაზე ცოტა სურათი გადაიღეს: როგორც ჩანს, სტუმრებს „თვითმოქმედებისგან“ თავშეკავება სთხოვეს.

ამბობენ, რომ ალ-შარიფს ქორწინება 1 მლნ ევრო დაუჯდა. პატარძლის კაბაზე პირადად ზუჰაირ მურადი, მაღალი მოდის „აღმოსავლეთის პრინცი“ მუშაობდა. აი, ხუთსაფეხურიანი მეტრიანი ტორტი ასობით წვრილი, ზღვის ნიჟარის ფორმის მერენგით იყო გაფორმებული.

თაფლობის თვე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გაატარეს. ოსამა და ქსენია პარიზში, ჟენევასა და ლისაბონში ისვენებდნენ. თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სურათებს დავუჯერებთ დელი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. მოდელმა გადაწყვიტა, რომ მოშურნეების შხამიან კომენტარებს არ უპასუხოს.

რომანტიკული მოგზაურობა ხანმოკლე იყო და საქმემ კვლავ ბიზნესის მმართველობას ხელი მოკიდა. უაღრესად დაკავებული ადამიანი, ეგვიპტელი მილიარდერი ცდილობს შეყვარებულთან მეტი დრო გაატაროს, მაგრამ ზოგჯერ კაზუსები ხდება.

მაგალითად, ქორწინების პირველი წლის იუბილე ქსენიამ მარტო გაატარა. თუმცა, ალ-შარიფმა შეყვარებულს უამრავი ყვავილი გაუგზავნა!

ძალიან მალე დელიმ სოციალურ ქსელში საკმაოდ ერთმნიშვნელოვანი სურათები გამოაქვეყნა. წყვილი ბავშვს ელოდებოდა.

2018 წელს წყვილს გოგონა, ანასტასია ალ-შარიფი შეეძინათ. ამბობენ, რომ ასეთი საჩუქრისთვის 70 წლის მეუღლე მზადაა ცოლი ხელის გულზე ატაროს.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, სადაც დელის და ალ-შარიფის ხელის მოწერაა აღბეჭდილი. როგორც ხედავთ, ქორწილი ნამდვილად მაღალ დონეზე ორგანიზებული იყო.

ბოროტი ენები ირწმუნებიან, რომ სინამდვილეში ეგვიპტელმა მილიარდერმა მოდელი უბრალოდ „იყიდა“. სხვები, პირიქით, თვლიან, რომ მოლდოველმა ქალმა მოხუც ბიზნესმენს თავბრუ დაახვია.

ზოგს კი სჯერა, რომ მათი ქორწინება სიყვარულს ეფუძნებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს