გამონახე დრო და ნებისმიერ ფასად წაიკითხე ეს ლოცვა წმინდა სპირიდონის მიმართ. ფული მდინარესავით წამოვა

0
4344

როცა ცხოვრებაში დგება უიღბლობის პერიოდი და საკუთარი ძალების მიმართ რწმენას კარგავთ, ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ წმინდანების დახმარების და მფარველობის იმედი. საქმეში წარმატებას, კეთილდღეობას და ბიზნესის წარმატებით განვითარებას ხშირად სთხოვენ წმინდა სპირიდონს. ჯერ კიდევ სიცოცხლეში სახელი გაითქვა, როგორც ბრძენმა და გულუხვმა მოხუცმა, რომელიც გაჭირვებულებებს უზიარებდა უკანასკნელს, რაც ჰქონდა. წმინდანს მიაწერენ განკურნების და მკვდრების გაცოცხლების უნარსაც. მორწმუნეები არაერთხელ დარწმუნდნენ, რომ წმინდა სპირიდონის მიმართ ლოცვა ფინანსების გასაზრდელად ეხმარებათ სიღარიბისგან თავის დაღწევაში და მომავლის იმედის მოპოვებაში.

პაპარაცი ამ ლოცვის ტექსტს გიზიარებთ.

ლოცვა წმინდა სპირიდონის მიმართ ფულზე და კეთილდღეობაზე

ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმინდა სპირიდონი

წმინდა სპირიდონმა მთელი ცხოვრება ტრიმითუნტში გაატარა. ძალიან ჭკვიანი და კეთილი ადამიანი იყო, საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა, ამიტომ ეპისკოპოსად დანიშნეს. მაღალი წოდების მიუხედავად იღებდა არა მხოლოდ შეძლებულ მოქალაქეებს, არამედ უბრალო მწყემსებს, ხელოსნებს და ღარიბებს. სიცოცხლის ბოლომდე უფალს ადიდებდა. ქრისტიანობას ქადაგებდა, დარწმუნება შეეძლო და არა ერთი გზას აცდენილი ადამიანი ჭეშმარიტ გზაზე დააბრუნა. ღრმა სიბერეში გარდაიცვალა და წმინდანად შერაცხეს.

სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნეშტი კუნძულ კორფუზე განისვენებს. იგი ძვირფასი ლითონებისგან დამზადებულ სარკოფაგში მოათავსეს. ეკლესიას თავისი სიწმინდეებით ორი კარი აქვს, ისინი ყოველთვის ღიაა. ერთი კარი აღმოსავლეთ მხარესაა, მეორე ჩრდილოეთ მხარეს. მორწმუნე ადამიანს ნებისმიერ წუთს შეუძლია წმინდა სპიროდონთან მივიდეს რჩევისა და დარიგების მისაღებად.

მოწმეები ირწმუნებიან, რომ მისი ნეშტი დღემდე უხრწნელია, თავის წონას და სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს. ქრისტიანებს სჯერათ, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი აგრძელებს დედამიწაზე ყოფნას სხვების დასახმარებლად. მალულად ყველაზე ზრუნავს და რთულ წუთებში მხარს უჭერს. ღვთაებრივი სასწაული დასტურდება ხავერდის ჩექმის ცვეთით, რომელიც ღვთისმოსავ უხუცესს აცვია. ეკლესიის მსახურებს დროდადრო გარდაცვლილი ეპისკოპოსის ცხედრისთვის ფეხსაცმლის გამოცვლა უწევთ. ისინი ფრთხილად აშორებენ გაცვეთილ ჩექმას და ურიგებენ მომლოცველებს, რადგან ყველა ქრისტიანს სურს მიიღოს წმინდანის ნაწილი საჩუქრად.

მომლოცველობა სპირიდონთან

დილის ლოცვის დროს სარკოფაგის თავსახური იხსნება და მომლოცველების რიგი დგება წმინდა ნაწილების სანახავად. ზოგჯერ პროცედურა დღის მეორე ნახევარში მეორდება. ზოგჯერ სარკოფაგის გახსნა შეუძლებელია. ეს აიხსნება წმინდანის საპატიო ადგილზე არყოფნით: ის კუნძულზე ინკოგნიტოდ დადის და ღარიბებს ეხმარება.

თუ ყოველდღე გულწრფელად ილოცებთ წმინდა სპირიდონის მიმართ, დაგეხმარებათ. თქვენც ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ შედეგის მისაღებად. იმოქმედეთ, ხოლო წმინდანი დაგლოცავთ და გიჩვენებთ სიუხვის და კეთილდღეობის გზას.