ილონ მასკი გაჩუმებას აღარ აპირებს და 2024 წლის პროგნოზს აკეთებს. მისი თქმით, სამყარო ძალიან შეიცვლება

0
2463

ილონ მასკი მრავალი თვალსაზრისით უსწრებს დროს, რომელშიც ცხოვრობს. მისი ახალი იდეები და გამოგონებები ზოგჯერ ტექნოლოგიურადაც შეუძლებელია რეალურ პირობებში. გამოცანად რჩება, სად პოულობს იდეებს ილონ მასკი. ბევრი მისი პროგნოზი დღეს უკვე რეალობაც იქცა და ეს უდავო ფაქტია.

პაპარაცმა მოგიმზადათ ილონ მასკის ტოპ 6 პროგნოზი 2024 წლამდე. ნახეთ, რამდენი მათგანი შეიძლება ასრულდეს. ამერიკელი მეწარმე, ინჟინერი და მილიარდერი, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი ინჟინერი ილონ მასკი ყოველთვის გამოირჩეოდა უჩვეულო აზროვნებით. მასკი თავს ოპტიმისტად თვლის. წარუმატებლობის შემთხვევაშიც გამოცდილებას იღებს. „ოპტიმისტი რომ არ ვიყო, ვერ შევძლებდი ელექტრომობილების წარმოების და კოსმოსური კომპანიების დაარსებას“.

მაგალითად, ილონ მასკის ერთ–ერთი პროგნოზი მზის ენერგიის რევოლუციას ეხება. დღეს ვხედავთ, როგორ ჩნდება სულ უფრო მეტი მზის პანელი სახლების სახურავებზე და უბრალოდ მინდვრებში. შესაძლოა, მზის ენერგიის მოხმარებაზე სრული გადასვლა 2024 წელს არ მოხდეს, მაგრამ ტენდენცია პოზიტიურია.

სად იღებს შთაგონებას ილონ მასკი

ილონ მასკს ყველაზე მეტად ალგორითმები უყვარს. თვლის, რომ ის უბრალოდ ყველგანაა. ყველაფერი, რასაც აკეთებს, ალგორითმიზაციას ექვემდებარება. ასე გამოთვალა, რომ ხანგრძლივი რეცესია, რომელშიც მსოფლიო 2008 წლიდან იმყოფება, შემცირდება. დარწმუნებულია, რომ რეცესიას აქვს ძალიან დადებითი მხარე – კომპანიები, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ, უბრალოდ არსებობას შეწყვეტენ. ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის გაზაფხულს წარმოების თანდათანობითი ზრდა დაიწყება.

ილონ მასკის კიდევ ერთი პროგნოზი უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და გავრცელებას. მილიარდერი დარწმუნებულია, რომ 1 წლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ყველა სახლში დამკვიდრდება. უკვე დღეს ბევრი კომპანია ნერგავს და ავითარებს ინტელექტს, რომელიც კომპანიის მუშაობას გაამარტივებს. მასკი მისი კომპანიის მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას „სამყაროს ნამდვილი ბუნების გასაგებად“.

მომავლის პროგნოზები

2019 წელს მასკმა კიდევ ერთი გრანდიოზული მიზანი დაისახა. ეს Tesla-ს რობოტაქსის მთელი ფლოტის შექმნაა. ვარაუდობდნენ, რომ ეს მანქანები იქნებოდა უპილოტო და მათი გამოძახება შესაძლებელი იქნებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. 2024 წელს რობოტაქსების მასობრივ წარმოებას პროგნოზირებენ. ვფიქრობთ, აქ ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის და უპილოტო ტექნოლოგიების განვითარებაზე დამოკიდებულია.

სწორედ ამიტომ, ილონ მასკის კიდევ ერთი პროგნოზია უპილოტო მანქანები. ამბობენ, რომ 2024 წელს Tesla-ს ყველა ავტომობილი ავტოპილოტით აღჭურვილი იქნება. თუმცა ჯერ რიგი უბედური შემთხვევების გამო, ამ სფეროში განვითარება შეჩერებულია. დღეს დამატებითი კვლევები და ალგორითმების შემუშავება მიმდინარეობს.

2023 წლის ბოლოსთვის Tesla გეგმავს გამოუშვას რობოტი საკუთარი ამძრავით. ეს იქნება პირველი რობოტი, რომელსაც Tesla–ში სრულად ააწყობენ. 2024 წლისთვის მასკი გეგმავს მასობრივი წარმოების დაწყებას. ამრიგად, ავტომობილების ასაწყობად პერსონალის ნაწილს რობოტებით ჩაანაცვლებს. რა თქმა უნდა, იდეა ახალი არაა და ბევრი საავტომობილო კონცერნი უკვე იყენებს რობოტების მომსახურებას, მაგრამ ელექტოავტომობილების აწყობაში მასკი პირველი იქნება.

ტექნოლოგიები თანამედროვე სამყაროში სწრაფად წინ მიიწევს. ილონ მასკის მსგავსი ამბიციური, თავდაჯერებული და ჭკვიანი ხალხის წყალობით ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც, თავის მხრივ, ორიენტირებულია გარემოსა და ეკოლოგიის დაცვაზე.