რჩევები, როგორ შეარჩიოთ ზამთრის ქურთუკი, რომ არაერთი სეზონი ჩაიცვათ

0
59

იმის მიუხედავად, რომ მთელი პლანეტის საშუალო ტემპერატურა ყოველწლიურად იზრდება, ზამთრის თბილი ქურთუკები აქტუალობას არ კარგავს. კომფორტი, ხარისხი და სტილი – ზამთრის ნორმალური ტანსაცმლის 3 ძირითადი მოთხოვნა. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ასტრონავტივით ხელიხელგაყრილი დავდიოდით უხარისხო შემავსებლის და ჩინური ქსოვილის გამო, რომელიც თავისუფლად მოძრაობაში ხელს გვიშლიდა. პროგრესი არ ჩერდება და ახლა ხელმისაწვდომია ახალი, შესანიშნავი მასალები, რომელიც მოძრაობას საერთოდ არ აფერხებს.

მაგრამ გამოჩნდა ახალი პრობლემები. ძალიან დიდი არჩევანი. შედეგად, შეუსაბამო შესყიდვის მაღალი რისკი. რა გამოადგება ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ტერიტორიაზე, სადაც ზამთარში ზომიერი ტემპერატურაა? ან რა უკეთესია მისთვის, ვისაც არ სურს საკუთარ ნივთებზე ზრუნვა ისე, როგორც ღვიძლ შვილებზე? ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ცალ–ცალკე შეგიძლიათ იპოვოთ ინტერნეტ სივრცეში ან წაიკითხოთ ჩვენი სტატია და მაშინვე გაარკვიოთ, რომელი შემავსებელი და გარე მასალა არის თქვენთვის შესაფერისი და როგორ იზრუნოთ მასზე. სწრაფად, მარტივად და ხელმისაწვდომად.

ზამთრის თბილი ქურთუკები

პოპულარული თანამედროვე შემავსებლები

ქურთუკი, რომელსაც ხალხი უწოდებს ნებისმიერ თბილ საგარეო ტანსაცმელს, სინამდვილეში მიეკუთვნება ტანსაცმელს, რომელიც შევსებულია ნატურალური მასალებით: ბუმბულით და ფრთით. თუმცა ახლა უკვე ქურთუკს უწოდებენ ტანსაცმელსაც, რომელიც 100% სინთეტიკური მასალისგან დამზადებულია. მართლაც ასე ცუდია? პასუხია – არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ თავის ამოცანას ასრულებს და კონკრეტული მყიდველისთვის შესაფერისია. უფრო დეტალურად ქვემოთ გიამბობთ.

ბუმბული და ფრთა. უმაღლესი ხარისხის შემავსებლები, რაც ფასშიც აისახება. იდეალურია: 80% ბუმბული და 20% ფრთა. ზოგჯერ ბუმბულს სინთეტიკურ მასალებსაც ურევენ. თუ მწარმოებელი მზა ნაწარმზე უბრალოდ დაზოგვას არ ცდილობს, ასეთი კომბინაცია საკმაოდ ხარისხიანი შეიძლება გამოვიდეს. ბუმბული და ფრთა კარგად ათბობს, დიდხანს ძლებს, მაგრამ ზოგს მასზე ალერგია შეიძლება ჰქონდეს, თან მსგავსი ნაწარმის მოვლა რთულია. ქიმწმენდა ძვირადღირებული და ხარისხიანი ტანსაცმლის გასარეცხად იდეალური ვარიანტია.

ცხვრის მატყლი. ნატურალური მასალა, ზოგჯერ სინთეტიკურ მასალას ურევენ. ბუმბულთან შედარებით იაფია, თუმცა შესანიშნავად ასრულებს მთავარ ფუნქციას: ათბობს ადამიანის სხეულს ღია სივრცეში. მატყლსაც მინუსები აქვს. აქაც არსებობს ალერგიის საფრთხე, მასალა მძიმეა და არსებობს რისკი, რომ რეცხვის შემდეგ შემავსებელი არათანაბრად დაჯდეს. აქ კითხვები უნდა წარმოიშვას უკვე გარე მასალასა და სარჩულზე.

სინტეპონი და ჰოლოფიბერი. ძალიან პოპულარული მასალები. ერთი ცოტა უარესია, მეორე ცოტა უკეთესი. სინამდვილეში, ერთი და იგივე პოლიესტირის ბოჭკოებია ერთმანეთში შეწებებული. სითბოს და ფორმას კარგად ინარჩუნებს, მაგრამ სითხეს ვერ იშორებს, ამიტომ ასეთ ქურთუკში მალე გაოფლიანდებით. შემავსებელი დღემდე პოპულარულია, მით უფრო, რომ ძალიან დაბალი ფასი აქვს.

იზოსოფტი. ესეც სინთეტიკაა. უფრო მეტიც, იგივე პოლიესტერის ბოჭკოა, მაგრამ სხვაგვარად დამუშავებული. აქ ბურთებად ახვევენ, პრესავენ და გაცხელების პროცესში ერთმანეთს აწებებენ. აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდით მასალის ხარისხი უმჯობესდება. უფრო ძლიერი, თბილი ხდება. რაც მთავარია, შესაძლებელია ზედმეტი სითხის მოშორება. ახლა ოფლიანობა არ შეგაწუხებთ. დამუშავების რთული პროცესის გამო იზოსოფტის ფასი საკმაოდ მაღალია.

ტინსულეიტი. თუ სინთეტიკურ მასალებში არის ხარისხის მწვერვალი, ესაა. ამ მასალას ყველა კოზირი ხელში აქვს და ნამდვილად ასეა. ჰაერს და სითბოს კარგად ინარჩუნებს, მსუბუქია, სითხეს ატარებს, ანტიალერგიულია. სწრაფად შრება და რეცხვის შემდეგ ფორმას არ კარგავს. რა თქმა უნდა, მინუსებიც აქვს. პირველ რიგში, მაღალი ფასი. ასევე, რაც სასაცილოა, სითბოს ძალიან კარგად ინარჩუნებს. ბევრი მყიდველი იბნევა, ვარაუდობს, რომ საშემოდგომო ქურთუკს ყიდულობს, რადგან ვიზუალურად ძალიან მსუბუქი და თხელია. მაგრამ ამ მასალას ძლიერ ყინვაშიც თქვენი სხეულის დაცვა შეუძლია.

გარე მასალები და დეტალები

ზამთრის ტანსაცმლის გარე მასალებიც მნიშვნელოვანია: პოლიესტერი ან ნეილონი, მოკლედ, სინთეტიკა. მთავარია, რომ ქსოვილის სისქე ნორმალური იყოს და არა ძალიან თხელი. ხელით შეგიძლიათ შეამოწმოთ: მკვრივი ზედაპირი, საღებავების ზოლების გარეშე – სწორედ ეს გჭირდებათ.

ნაკერები. შიდა და გარე ნაკერები ვიზუალურად სუფთად შესრულებული და ძლიერი უნდა იყოს. მათ შორის შემავსებელი არ უნდა გამოდიოდეს. იგივე ეხება გვირისტულებს. სწორედ ის არის პასუხისმგებელი, რომ ბუმბული არ ჩავიდეს ქურთუკის ქვედა ნაწილში. გვირისტულები უნდა იყოს ხარისხიანად შესრულებული, თუნდაც სინთეტიკური შემავსებელი იყოს. ის სუსტი რგოლი არავითარ შემთხვევაში უნდა იყოს.

ელვა მხოლოდ ხარისხიანი მასალებისგან შეარჩიეთ, რომ არ გაიჭედოს და შეუფერებელ მომენტში არ დაიშალოს. ელვა დაცული უნდა იყოს სპეციალური ფირით მთელ სიგრძეზე. ასე ქარი ელვის გავლით ქურთუკში ვერ შეაღწევს. ქამარი წელზე სტილის ან მოდის ხატი არაა. ის შექმნილია არა სილამაზისთვის, არამედ იმისთვის, რომ თბილი მასალა უკეთ მიეკრას სხეულს და სწრაფად გაათბოს. ქამარსაც ყურადღება მიაქციეთ და შეცვალეთ, თუ შემთხვევით გაცვდა.

ზამთრის თბილი ტანსაცმელი: მოვლა

ქურთუკზე მაქსიმალურად ხარისხიანად და უსაფრთხოდ რომ იზრუნოთ, ბევრი რამ არ გჭირდებათ. საჭირო ინფორმაციას იარლიყზე იპოვით. მაგრამ! თუ რაიმე მიზეზით ქურთუკზე იარლიყი არაა ან  საღებავი უკვე მოშორდა, რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ ნებისმიერი ზამთრის ტანსაცმლის ვადის გახანგრძლივებაში.

სარეცხ მანქანაში ტემპერატურა 30-40 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქურთუკის ყველა დეტალი შეიძლება დაზიანდეს. ასეთი რისკი არ გჭირდებათ. გარეცხვამდე ქურთუკის ჯიბეები დააცარიელეთ და კარგად შეკარით. ღილაკები და ელვა გამოიყენეთ. მოხსენით ყველა დეტალი, რომელიც შეიძლება მოიხსნას: ბეწვი, შიდა ჟილეტი, მანჟეტი. ქურთუკი ამოაბრუნეთ და მანქანაში მოათავსეთ.

არანაირი ავტომატური გაწურვა და გაშრობა. მხოლოდ ხელით რეცხვა. გარეცხვის შემდეგ ქურთუკს დრო მიეცით, რომ ზედმეტი წყლისგან დაიწუროს. შემდეგ მანქანიდან ამოიღეთ და რაიმე ქსოვილზე ჰორიზონტალურად გაშალეთ. 1 საათი გააჩერეთ. შემდეგ ვერტიკალურად გაკიდეთ გასაშრობად. შედეგად, მიიღებთ მშრალ და სუფთა ქურთუკს დეფორმაციის და დაზიანების გარეშე. ქურთუკი ფხვნილში არ გარეცხოთ. ფხვნილის გამო ზოლები შეიძლება დარჩეს. თხევადი კაფსულების გამოყენებას გირჩევთ. ასე ქურთუკი გარეგნულად უკეთესი გახდება.

მარტივი რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ შეარჩიოთ ზუსტად ის, რასაც მოელით. ქურთუკის მოდელი შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ყველა განსხვავდება ხარისხით. ახლა იცით ცოტა მეტი, რას მიაქციოთ ყურადღება საგარეო ტანსაცმლის შეძენისას. ისღა დაგრჩენიათ შეარჩიოთ რაღაც თქვენთვის ან მთელი ოჯახისთვის. აქ უკვე გემოვნებაზე და საფულეზეა დამოკიდებული. სხვა დანარჩენზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!