ქალი, რომელიც კერძო სკოლაში მოხალისედ მუშაობდა, თავის კრიმინალურ წარსულს ყველას უმალავდა

211

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ 48 წლის კანადელ კარლ ჰომოლკს იცნობდნენ, როგორც სამაგალითო ცოლს და სამი შვილის დედას. ქალი ხშირად მუშაობდა სკოლაში მოხალისედ, სადაც მისი ბავშვები სწავლობდნენ. კარლის დახმარება ყოველთვის საჭირო იყო და სხვა ბავშვების მშობლები მისი მადლიერები იყვნენ.

თუმცა რამდენიმე დღეში ყველაფერი შეიცვალა. ანონიმურმა წყარომ ხალხს სიმართლე გაუმხილა, თუ ადრე კარლა რას აკეთებდა. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდნენ მშობლები, როცა გაიგეს, რომ მათ შვილებს ექსკურსიებზე სერიული მკვლელი აცილებდა.

პატარა სკოლა, სადაც ჰომოლკის შვილები სწავლობენ, მონრეალის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს. სასწავლო დაწესებულება ბავშვებს ქრისტიანული ღირებულებების მკაცრი დაცვით ზრდის. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, რომ ადგილობრივი მმართველობა გველს მკერდში ჩაიკრავდა.

ადრე 48 წლის კარლა სკოლაში უყვარდათ. ქალი კლასთან ერთად ექსკურსიებზე დადიოდა და ბავშვებს ყურადღებას აქცევდა, როცა ისინი პრაქტიკულ სწავლებას გადიოდნენ. ერთხელ ბავშვებს ცხოველებთან ურთიერთობაც კი ასწავლა და სახლიდან საკუთარი კოკერსპანიელი მოიყვანა.

თუმცა, ახალგაზრდობაში ჰომოლკი და მისი ქმარი ნამდვილი მონსტრები იყვნენ. სამართალდამცველებმა ამ საშინელ წყვილს „მოძალადე ბარბი და კენი“ დაარქვეს. ქალმა და მისმა პირველმა მეუღლემ ერთად როგორც მინიმუმ 3 უდანაშაულო გოგო გააუპატიურეს და მოკლეს.

პოლ ბერნარდო, კარლას შეყვარებული, არახელსაყრელ ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან ქალებს ვერ იტანდა. როცა ბიჭი გაიზარდა, სადისტი მანიაკი გახდა და 19 გოგო იმსხვერპლა. პოლიცია „მოძალადეს სკარბოროდან“ დიდხანს ეძებდა, მაგრამ დამნაშავე მაინც ვერ დაიჭირა.

ექიმები ირწმუნებიან, რომ მშვენიერი ოჯახის სამაგალითო გოგოს ნამდვილად ჰქონდა ჰიბრისტოფილია, ფსიქოლოგიური აშლილობა, რომელიც დანაშაულისკენ ლტოლვას იწვევს. პოლთან შეხვედრის შემდეგ მისი შეყვარებული და მოკავშირე მალე გახდა. აღსანიშნავია, რომ წყვილის პირველი მსხვერპლი თავად კარლას უმცროსი და იყო!

მხოლოდ ქორწინებიდან რამდენიმე წელში, როცა ბერნანდომ თავად ჰომოლკის ცემა დაიწყო, ქალმა პოლიციას მიმართა. აქ ქალი ირწმუნებოდა, რომ თავად იყო ქმრის მსხვერპლი და უუფლებო შემსრულებელი.

საბოლოოდ, პოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო კარლას ქმრის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების სანაცვლოდ მხოლოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოგვიანებით, სერიოზული მტკიცებულებები გამოჩნდა, რომ ჰომოლკი უდანაშაულო მსხვერპლი არ ყოფილა. თუმცა სამართალდამცველებმა განაჩენის შეცვლა ვერ შეძლეს, პატიმრობის სასჯელის მოხდის შემდეგ კარლა გათავისუფლდა და წავიდა იქ, სადაც ფეხი წაიყვანდა. ხმები დადიოდა, რომ მკვლელი გვადელუპეში გადასახლდა.

სინამდვილეში, ჰომოლკი მშობლიურ კანადაში დარჩა. ქალი იმ ადვოკატის ძმაზე დაქორწინდა, ვინც სასამართლოში მის ინტერესებს იცავდა. ახალ მეუღლესთან სამი შვილი შეეძინა და როგორც ჩანს, წარსულს სამუდამოდ დაემშვიდობა.

ახლა მონრეალის სკოლის მოსწავლეების მშობლებმა არც კი იციან, თუ რა იფიქრონ. პირველ რიგში, აღშფოთებული მშობლები სკოლის ხელმძღვანელობისგან განმარტებას ითხოვენ. აქ ხალხს სიურპრიზი ელოდათ. როგორც აღმოჩნდა, დირექტორმა და მასწავლებლებმა ყველაფერი იცოდნენ!

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ კარგად იცოდნენ, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე. სწორედ ამიტომ, ჰომოლკს ბავშვებთან მარტო არასდროს ტოვებდნენ. დამნაშავეს ყოველთვის თვალყურს ადევნებდა ადამიანი, რომელიც მზად იყო ბავშვებს დახმარებოდა, თუ ეს საჭირო გახდებოდა.

მიუხედავად ამისა, მშობლები კარლას სკოლიდან მოშორებას ითხოვენ. „თავს როგორ იგრძნობდით, თქვენი ბავშვი სერიოზულ მკვლელს მშვიდად რომ ესაუბრებოდეს“ ეს უბრალოდ არასწორია“ – ამბობს აღშფოთებული ხალხი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს