3 საიმედო მეთოდი, როგორ გაყინოთ სოკო ზამთრისთვის სწორად

0
142

ზაფხულსა და შემოდგომაზე შეგროვებული საკვებად ვარგისი სოკო გასაყინად იდეალურად გამოგადგებათ. მათზე ნადირობის შემდეგ მაშინვე მომზადება უნდა დაიწყოთ. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გაყინოთ სოკო ზამთრისთვის და როგორ გააკეთოთ ეს სწორად.

ზამთარში მაღაზიაში მხოლოდ ქამა სოკოს და ხეთამხალის ყიდვა რომ არ მოგიწიოთ, ნამზადის შექმნის პროცესს პასუხისმგებლობით მიუდექით. თუ ოდნავი ეჭვი მაინც გეპარებათ, რომ სოკო უხარისხოა ან საკვებად უვარგისი, გადააგდეთ, არ გამოიყენოთ. ასე ჯანმრთელობას შესაძლო ნეგატიური შედეგებისგან დაიცავთ.

როგორ გაყინოთ სოკო ზამთრისთვის სამი მეთოდით

მეთოდი №1

დიასახლისები ყველაზე ხშირად ინახავენ სოკოს უმად (მთლიანად). ამისთვის შეარჩიეთ მაქსიმალურად ახალი და მკვრივი სოკო (სასურველია ფეხი ან ქუდი დაზიანებული არ ჰქონდეს). ჯერ ჭუჭყისგან გაწმინდეთ და კარგად გარეცხეთ. შემდეგ ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. არ გჭირდებათ, რომ ზედმეტი სითხე საყინულეში ყინულად გადაიქცეს.

გასუფთავებული ახალი მკვრივი სოკო ბრტყელ ზედაპირზე დააწყვეთ და საყინულეში მოათავსეთ. რამდენიმე საათში სოკო გამოიღეთ და კონტეინერში ან პარკში გადაიტანეთ. შემდეგ საყინულეში მოათავსეთ შესანახად.

მეთოდი №2

შემოდგომის ამ საჩუქრის შენახვის სხვა მეთოდიც არსებობს, რაც სოკოს მოხარშვას გულისხმობს. ჯერ სოკო გარეცხეთ, ფირფიტებად ან მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ მდუღარე წყალში მოათავსეთ და 5 წუთი ხარშეთ. სოკო საწურზე გადაიტანეთ და წყლის სრულად დაწურვას დაელოდეთ. სოკოს სრულად გაგრილება აცადეთ. შემდეგ სოკო ზიპპაკეტში ან ჰერმეტულ კონტეინერში შეინახეთ და საყინულეში მოათავსეთ. ამ მეთოდით შეგიძლიათ შეინახოთ სოკოც, რომელიც ოდნავ დატეხილია. შესაწვავად ან არაჟანში ჩასაშუშად გამოგადგებათ.

მეთოდი №3

სოკო შეგიძლიათ შეწვათ, სანამ გაყინავთ. ყველაფერი საკმაოდ მარტივია! სოკო გარეცხეთ და გაამშრალეთ. შემდეგ ტაფაზე შეწვით. ცოტა მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ. 20 წუთი ამზადეთ, მორევა არ დაგავიწყდეთ. სითხის აორთქლებამდე შეწვით. შემდეგ გაგრილება აცადეთ. შემწვარი სოკო პარკში ან კონტეინერში გადაიტანეთ და საყინულეში შეინახეთ.

ამ მეთოდებით მომზადებული სოკოს შენახვისას გახსოვდეთ ერთი მნიშვნელოვანი წესი. საყინულეში ტემპერატურა -18 გრადუსი უნდა იყოს. ასე სოკო 12 თვე შესანიშნავად შეინახება. მთელი წელი შეძლებთ აქტიურად გამოყენებას და ამით კერძებს მიანიჭებთ საოცარ არომატს და გემოს!