დამპალი ადამიანი: როგორ ამოვიცნოთ ნაძირალა და დავიცვათ თავი მისი გავლენისგან

0
1438

ოდესმე შეგხვედრიათ დამპალი ადამიანი? მოცემული ფენომენის კონცეფცია ყველა ადამიანში იწვევს საკუთარ გამოსახულებას, პორტრეტს. ზოგი იხსენებს ვიღაცას მისი წრიდან, სხვები – შემთხვევით ნაცნობს, ზოგი დამპალ ადამიანს აიგივებს ლიტერატურის ან კინოს პერსონაჟებთან. პაპარაცი ეცდება გაარკვიოს, ვის შეგვიძლია ვუწოდოთ თამამად დამპალი ადამიანი.

ჩვეულებრივ, დამპალს ვუწოდებთ ადამიანს, რომლის სული ან მორალური ბირთვიც დამპალია. ასეთი ადამიანი სიამოვნებს იღებს სხვისი მწუხარებისგან, მუდმივად მანიპულირებს, მზადაა საკუთარი ინტერესებისთვის სხვები გაწიროს. ეს ყველაფერი ხასიათის ღრმა ნაკლოვანებებზე მიუთითებს. სულმდაბალი ადამიანი ხშირად მოკლებულია გულწრფელობას, პასუხისმგებლობას, პატიოსნებას. გულწრფელი მადლიერება მისთვის უცხოა.

როგორ ამოვიცნოთ დამპალი ადამიანი?

როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს თანამედროვე სამყარო, კეთილი და კარგად აღზრდილი ხალხი მაინც მეტია. მათ შორის ანტიგმირების ამოცნობა საკმაოდ ადვილია. ის ხასიათის გარკვეული თვისებებით გამოირჩევა:

  • სიკეთის უპატივცემულობა. დიახ, ვიწყებთ ბანალურით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნით. თუ დამპალი ადამიანის მიმართ სიკეთეს და ზრუნვას გამოიჩენთ, პასუხად მიიღებთ მხოლოდ ზიზღს და დამცირებას. ეს მაჩვენებელია.
  • მუდმივი კრიტიკა და ნეგატიური განხილვა. დამპალ ადამიანს აქვს „დამპალი პირი“, რომელიც მუდმივად უთანხმოებას და უკმაყოფილებას აფრქვევს. მისი თვალები სხვებში მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავს.
  • ორმაგი თამაში. შენიღბვა და ნამდვილი ზრახვების დამალვა შეუძლია. ზურგს უკან ცილს გწამებთ, მაგრამ პირში გიღიმით და მეგობრულად ურთიერთობს. მისი ნამდვილი არსი ვლინდება კრიზისულ სიტუაციებში, როცა იწყებს ზეწოლას, სკანდალს და სხვების დადანაშაულებას.
  • უკიდურესი ეგოიზმი და სხვების დამცირებით თვითდამკვიდრება. თავმოყვარეობა ვლინდება დამპალი ადამიანის თითოეულ სიტყვასა და მოქმედებაში. ამის წყალობით არ რცხვენია თვითშეფასების ამაღლება სხვების დამცირების და შეურაცხყოფის ხარჯზე.
  • მიყურადება და საიდუმლოებების გარკვევა. დამპალი ადამიანი შეპყრობილივით იკვლევს სხვის პირად საქმეს და დეტალებს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ინფორმაციის მარაგი ჰქონდეს.
  • ბოროტი გათვლა. რაციონალურობა და ანგარიშიანობა ნორმალური თვისებებია, მაგრამ დამპალ ადამიანში უბრალოდ მოჭარბებულია. სულმდაბალი ადამიანი მზადაა გაყიდოს საკუთარი თავი და სხვები პირადი მოგების მისაღებად. იერარქიით მასზე მაღლა მყოფს მხოლოდ ფულის გულისთვის ელაქუცება.
  • შური. დამპალი ადამიანი ვერ იტანს სხვის ბედნიერებას და წარმატებას. მაშინვე ცდილობენ საჯაროდ დაამცირონ და გააუფასურონ სხვისი მიღწევები.
  • წვრილმანობა. დამპალ ადამიანს შეუძლია თითოეული თეთრი ვაჭრობის და დავის საგნად აქციოს. სხვათა შორის, საკუთარ ვალს ასეთი პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან.

ბოლოს გვინდა ვთქვათ, რომ დამპალ ადამიანებთან ურთიერთობას თავი შეგიძლიათ აარიდოთ უბრალოდ მისი ცუდი რეპუტაციის მოსმენით. დამპალ ადამიანს ჭორების და ბუნდოვანი ისტორიების შლეიფი გარს ახვევია. მთავარია, ინფორმაციის სანდოობა შეამოწმოთ, რადგან შეიძლება იმავე დამპალი ადამიანების ცილისწამება აღმოჩნდეს.

დამპალი ადამიანი თქვენს გარემოცვაში. რა გააკეთოთ?

გაექეცით თავქუდმოგლეჯილი! წაშალეთ თქვენი კონტაქტებიდან, არ მოიწვიოთ სტუმრად და არ დათანხმდეთ მასთან შეხვედრას. დიახ, რადიკალური მეთოდია, მაგრამ მენტალური ჯანმთელობის და რეპუტაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, თუ დამპალი ადამიანი თქვენი ნათესავია, მასთან მაშინვე ურთიერთობის გაწყვეტა გაგიჭირდებათ. ურთიერთობა შეამცირეთ, საიდუმლო არ ანდოთ. შეინარჩუნეთ ურთიერთობა ნაცნობობის დონეზე.

დამპალი ადამიანის გაგება და განსაზღვრა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ საზოგადოებაში ჰარმონიული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად. ამ თვისებების ამოცნობის სწავლით შეძლებთ ეფექტურად აიცილოთ თავიდან მათი უარყოფითი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე.