მას შემდეგ, რაც მეზობელი ჩემს დაბადების დღეზე დავპატიჟე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა

0
709

ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ხდება რაღაც აუხსნელი, ხშირად ნეგატიური განხრით. მაშინაც კი, თუ გესმით, რომ ეს თქვენი ბრალი არაა, სასწრაფოდ უნდა გააკეთოთ რაღაც, ითხოვოთ დახმარება. ვის სთხოვოთ დახმარება, ვის მიმართოთ, თუ დაიწყო უიღბლობის გაჭინაურებული პერიოდი? ასეთი სამსახური ჯერ არ მოუფიქრებიათ. მკითხავებს და სხვა შარლატანებს უბრალოდ ჩვენი გაქურდვა სურთ. რჩება მხოლოდ უფალი. მაგალითად, ლოცვა შურიანი ადამიანების წინააღმდეგ უნდა დაგეხმაროთ.

ხალხში სხვისი წარმატება ხშირად იწვევს გაღიზიანებას. მათ არაფრის გაკეთება უწევთ, რომ სხვებს ზიანი მიაყენონ. უარყოფითი ენერგეტიკა თავად მივა იქ, სადაც საჭიროა, და ადამიანის ცხოვრებას და სამსახურს აუტანელს გახდის. დიახ, ჩვენ ერთმანეთზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია, გაუცნობიერებლად. ჩვენი რჩევაა განიწმინდოთ სხვისი უარყოფითი ენერგიისგან, როგორც ყოველდღე განიბანთ სხეულს. ჩვეულებრივი შხაპის ნაცვლად მოგიწევთ მიმართოთ მას, ვისაც ნამდვილად შეუძლია დახმარება. ეს მთელი ისტორიაა.

ლოცვა შურიანი ხალხის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც ჩემი დაქალი და ამავდროულად მეზობელი დაბადების დღის წვეულებაზე დავპატიჟე, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ეს მაშინვე შევნიშნე, მაგრამ სერიოზულად დავფიქრდი მოგვიანებით, როცა მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. ერთი მხრივ, წვეულებებზე ადრეც ვპატიჟებდი, მასთანაც ხშირად დავდივარ. მეორე მხრივ, პირველად დაინახა, როგორ მექცევა ზრდასრული ვაჟი. ვერ გაუძლო და ამაზე თავად ალაპარაკდა.

თავიდან მოგიყვებით. ახლახანს მერაბი, ჩემი ვაჟი, მესტუმრა იუბილეს მოსალოცად. თავისი მანქანით, ახალ ლამაზ ტანსაცმელში, ყვავილების თაიგულით, ტორტით და დიდი კონვერტით ფულით. სადღეგრძელოც ლამაზად თქვა, ფურცლიდან წაიკითხა, რომ არაფერი დავიწყებოდა. რა თქმა უნდა, მესიამოვნა, მაგრამ შევნიშნე, რა შურით უყურებდა ამ ყველაფერს მელანო, ჩემი მეზობელი და უახლოესი დაქალი.

როცა ჩემი შვილი წავიდა (ბევრი საქმე აქვს, გაწერილი გრაფიკი არ აქვს, რადგან თავისთვის მუშაობს), მელანომ სიმპათიური ვაჟისთვის შემაქო და საკუთარ ქალიშვილზე დაიჩივლა. თავადაც ვიცოდი, რა ურთიერთობა იყო მათ შორის, მაგრამ შეზარხოშებულები ვიყავით, არ მინდოდა მისი გაჩუმება და კიდევ ერთხელ მოვისმინე უმადური „შვილის“ სევდიანი ისტორია.

ყველაფერი ძველებურად. ზრდასრული ზორბა, 32 წლის. სხვათა შორის, ჩემი მერაბის თანატოლი. ერთი დღეც არ უმუშავია, ვიღაც წარუმატებელ კაცს ცოლად გაჰყვა და მაშინვე ვაჟი გააჩინა. ქმარმა დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და ახლა მათი ოჯახი სამწუხარო მდგომარეობაშია. ფული მუდმივად არ ყოფნის, კამათობენ, როცა არ კამათობენ, ძალით ლაპარაკობენ. ქალიშვილი მთელ ნეგატივს დედაზე ანთხევს და უკვე საკმაოდ დიდი ხანია ასე გრძელდება.

მელანოს ყველაზე მეტად უკვირდა ის, თუ, როგორი უსამართლო იყო სამყარო. ის ხომ ბევრს ცდილობდა, როცა მისი ქალიშვილი პატარა იყო. პრინცესასავით თავს ევლებოდა. საუკეთესოს, ძვირადღირებულს ყიდულობდა. მის გარშემო ფერხულს უკრავდა. ის კი გაიზარდა პრეტენზიული მონსტრი გაბერილი ეგოთი და გიგანტური ამპარტავნობით. თავის მხრივ, ჩემს შვილს ასე თავს არ ვევლებოდი და ეს მთელმა უბანმა იცოდა.

არა, პრობლემური ან ღარიბი ოჯახი არ ვიყავით. ჩვეულებრივი, საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახი, როგორც ყველა. სხვა საქმეა, რომ იმ დროს ვერავინ დაიკვეხნიდა განსაკუთრებული სიმდიდრით, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. მერაბს შეეძლო ღამე სხვაგან დარჩენილიყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე-5 კლასში იყო. უფლებას ვაძლევდი, თავად ეყიდა ბაზრობაზე სასურველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი. ფულს ვაძლევდი, შემდეგ აირჩიე, რაზე გეყოფა. დიახ, ერთხელ ორჯერ დიდი ზომის ქურთუკი იყიდა, მაგრამ რადგან თავად აირჩია და ატარებს, გამოდის, კომფორტულია.

ვცდილობდი მასში განმევითარებინა დამოუკიდებლობა და ცხოვრებისადმი ინტერესი. ერთადერთი, რასაც ზოგჯერ ვეკითხებოდი, ხომ არ დაუმეგობროდა საეჭვო ბიჭებს. ცუდი კომპანია უკანასკნელია, რაც მისთვის მინდოდა. მერაბიმ საკმაოდ ადრე დაიწყო ხალხის და მათი მისწრაფებების გაგება. უკვე მაშინ აირჩია საჭირო პრიორიტეტები და დღემდე ძალიან მიხარია.

ყველაფერი თავდაყირა

აი ასე, ჩემი დაბადების დღის და მეგობართან გულითადი საუბრის შემდეგ, ჩემი საქმე უარესობისკენ მიდიოდა. გაყვანილობა დაიწვა, რის გამოც კინაღამ ხანძარი გაჩნდა. გამიმართლა, რომ ბოლო მომენტში სახლში მივედი და დენი გამოვრთე. ეს ყველაფერი არაა. შემდეგ სერვანტი გატყდა. უფრო სწორად, ასე არა. მინის თაროები მქონდა, მასზე მედო ჭურჭელი, სტატუეტები და სხვადასხვა წვრილმანი. ძველი სერვანტია, მაგრამ ერთხელ გადავღებე და საერთოდ აღარ მინდა შეცვლა. უფრო ზუსტად, არ მინდოდა.

აშკარა მიზეზის გარეშე ზედა მინის თარო ჩამოვარდა. ძალიან სქელი და გამძლე მასალაა. როგორ დაზიანდა? თარო გატყდა და ჩავარდა. დაამტვრია მთელი ჭურჭელი და ქვედა თაროც. შედეგად, მთელი ოთახი სავსე ნამსხვრევებით, გატეხილი სერვანტით და გაფუჭებული განწყობით. ეს ფუჟერი, თეფში და ჭიქა, რომელსაც არაერთი წელი ვიყენებდი, დიდად არ მენანებოდა, მაგრამ მაინც საწყენია.

ჩემმა ვაჟმა, როცა ჩემი უსიამოვნების შესახებ გაიგო, მირჩია, ცუდზე არ მეფიქრა. საერთოდ ასეთია: მხოლოდ იმის სჯერა, რასაც ხედავს. პრაქტიკულია. ერთმა ნათესავმა მირჩია, მთელ ბინაში მარილი მომეყარა, იქნებ ყველაფერში დამნაშავე უწმინდური ძალებია. კარგი იქნება, თუ მამაოს მოვიწვევ. პირადად მსმენია, რომ მიმოყრილი მარილი კარგს არაფერს მოასწავებს, აი სასულიერო პირებში დიდი ხანია ეჭვი მეპარება.

ცოტა დრო დავხარჯე და თავად ვიპოვე ლოცვა ჩემი შემთხვევისთვის შესაფერისი. ეს იყო ლოცვა შურიანი ხალხის წინააღმდეგ. დღემდე ვთვლი, რომ იმ დღეს მელანოს ჩემი ვაჟი რომ არ ენახა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. იქნებ, სიტყვის ძალამ ყველაფერი გამოასწოროს?

ლოცვა შურიანი ხალხის წინააღმდეგ

ჰოი წმიდაო, სათნო-მყოფელო ღუთისაო, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო და მლოცველო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთათვის, მიითვალე ჩუენ უღირსთაგან სადიდებელი ესე, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა მოგვმადლოს ჩუენ, უძლურებათა შინა განმტკიცებაჲ, მწუხარებათა შინა ნუგეშისცემაჲ, და მოგვანიჭოს ჩუენ ყოველი სარგებელი ცხოურებისა ჩუენისათვის აღავლინე უფლისა მიმართ მრავალ-ძალი ლოცვაჲ შენი, რათა დაგვიცვას ჩუენ ყოველთაგან შეცოდებათა, გვასწაოს ჩუენ ჭეშმარიტი სინანული, გვიხსნას ჩუენ ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩუენთაგან. გვეყავნ ჩუენ მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მოგვანიჭე ჩუენ განსაცდელსა შინა მოთმინებაჲ და ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა შეწევნაჲ მოგვივლინე მაწამებელთა ჩუენთაგან, რომელნი შეგვემთხვივნეს ჰაერთა შინა საზვერეთასა, რათა შენს მიერ ძღვანებულნი, მივიწივნეთ ზეციურსა იერუსალემსა, და ცათა სასუფეველსა შინა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლად-წმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთს მადლობა, ჯერ არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. ახალი ავარია არაა და ჯანმრთელობის მხრივაც ყველაფერი რიგზეა. ვიმედოვნებ, ლოცვა დამეხმარა. ვფიქრობ, დროებით მელანოსთან ურთიერთობა შევწყვიტო. იქნებ, შემდეგ რაღაც შეიცვალოს. არ ვთვლი, რომ ცუდს მისურვებს, მაგრამ სჯობს თავი დავიზღვიო. როგორც ამბობენ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.