მოვლენები, რომლებიც ახლა ჩვენს სამყაროში ხდება, ვიღაცამ იწინასწარმეტყველა. პროგნოზები 2024 წლისთვის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა ხანებში გაკეთდა. დღეს ამ პროგნოზების ასრულების მოწმენი ვართ. პაპარაცი გთავაზობთ მომავლის კიდევ ერთ უნიკალურ წინასწარმეტყველებას წმინდა პარასკევა საროველისგან. სალოსი, რომელიც მე-19-20 საუკუნეებში ცხოვრობდა.
მას პარასკევა დივეეველს ან პაშა საროველს ეძახდნენ. ასეთი სახელი თავად აიღო. დაბადების სახელია ირინა. ყმა იყო. ხანგრძლივი სიცოცხლის, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი პროგნოზები ყოველთვის ზუსტი იყო. 2007 წელს წმინდანად შერაცხეს. პარასკევა საროველი იყო იმდენად ცნობილი, რომ თავად რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს შეხვდა. მან უწინასწარმეტყველა ტახტის ჩამოგდება, ტრაგიკული სიკვდილი და კანონიზაცია მრავალი წლის შემდეგ. პარასკევა საროველი არა მხოლოდ იმპერატორის მომავალს ხედავდა.
წინასწარმეტყველებები 2024 წლისთვის
2024 წელი ახალი მიწიერი პერიოდის დასაწყისად ითვლება. ამ პერიოდიდან დედამიწაზე მოხდება მოვლენები, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. კაცობრიობას ელოდება დიდი ცვლილებები და რყევები. დედამიწა დაიღალა სამომხმარებლო დამოკიდებულებით და ადამიანებისთვის ჭკუის სწავლება სურს. საშინელი კატაკლიზმები და ქარიშხლები არა ერთ ნათელმხილველს უწინასწარმეტყველებია, მაგრამ პარასკევა საროველი ხედავდა, რა მოხდებოდა სახელმწიფოებში.
როდესაც იმპერატორს შეხვდა, უთხრა, რომ რუსეთს მისი მკვლელობის შემდეგ რთული პერიოდი ელოდა. რუსეთის მიწა დადგება მძიმე განსაცდელის წინაშე ყოველი დაღუპული ოჯახის წევრისა და მსახურისთვის. ასე გაგრძელდება 110 წელი რევოლუციის შემდეგ. თითოეული მოკლული მსახურისთვის 10 წელი და იმპერატორის ოჯახის შვიდი წევრიდან თითოეულისთვის. ამრიგად, რუსეთის წყევლა მხოლოდ 2028 წელს მოიხსნება. ეს იმ პირობით, რომ რუსეთის ხალხი ახალ ცოდვებს არ ჩაიდენს.
პარასკევა საროველი ხედავდა, რომ რუსეთი 110 წლის შემდეგ მონარქულ მმართველობას დაუბრუნდებოდა. ახალი მეფე ნიკოლოზ II–ის დინასტიიდან იქნება. პარასკევა თავის ხილვებში არასდროს ცდებოდა, მაგრამ ვინ არის ახალი მეფე? რომანოვების ოჯახი ხომ 1917–1918 წლების რევოლუციის დროს განადგურდა. ასე არაა. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V ხომ ნიკოლოზ II-ის ბიძაშვილი იყო.
პროგნოზები და შესაძლებლობები
შესაძლოა ამიტომ აქვს დიდ ბრიტანეთს ახლა ასეთი დიდი ინტერესი რუსეთის მიმართ. ქვეყანა ხომ დეკადენტურ მდგომარეობაშია, ომებში და განადგურებაში ჩაძირული. ამ მიწების შენარჩუნების ერთადერთი გზაა მონარქიის დამყარება და რუსეთის შეერთება დიდი ბრიტანეთის სამეფოსთან. შესაძლოა, სწორედ ამას გვაფრთხილებდა პარასკევა თავის პროგნოზებში. ეს მოვლენები აქტიურად განვითარებას დაიწყებს 2024 წელს. ხის მწვანე დრაკონის წელში, რომელიც სიგიჟეზე კეთილშობილების გამარჯვების სიმბოლოა.
ისღა დაგვრჩენია მოვლენებს დავაკვირდეთ, რომელიც მომავალ წელს განვითარებას დაიწყებს. შევინარჩუნოთ კეთილგონიერება და სიმშვიდე. წარმატებას და კეთილდღეობას გისურვებთ. ყველა თავის მომავალს თავად ქმნის საკუთარი ოცნებებით და სურვილებით.