სასუქები ტუიასთვის შემოდგომაზე: როგორ დავეხმაროთ ზამთრის გადატანაში

0
200

აგარაკზე ძალიან ცოტა დეკორატიული მცენარე გვაქვს. ძირითად ტერიტორიას იკავებს ხეხილი, ბუჩქები და ყურძენი. რა თქმა უნდა, არის გაზონით დაფარული დასასვენებელი ზონაც. აქ დაშვებულია ძაღლის გაშვება, ბავშვებს ბურთით თამაში უყვართ, მე და დედამთილი ზაფხულის საღამოს ჩაის ვსვამთ. აქვე შემოდგომაზე ტუიას სასუქს ვაწვდით, რომ მეზობლების შურიანი თვალისგან დაგვიცვას.

ჩემი კარგი მეგობარი, პროფესიონალი მებაღე, დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე დეკორატიული მცენარეების, მათ შორის ტუიას მოვლა, მათი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. ერთ–ერთი მთავარი ასპექტია გამოკვება, რომელიც ტუიას ეხმარება მომავალ სეზონზე მწვანე და ჯანმრთელი დარჩეს. პაპარაცი გიამბობთ, რა სასუქები შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუიას საკვებად ძილის ფაზამდე, რომ არ გამოშრეს.

რატომ სჭირდება ტუიას გამოკვება შემოდგომაზე

ტუია მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეა, რომელიც ერთი შეხედვით ამინდის ცვლილებების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა, თუმცა ზამთარში, განსაკუთრებით ცივ და თოვლიან დღეებში, ტენიანობის და საკვები ნივთიერებების დეფიციტი შეიძლება განიცადოს. დაზამთრებამდე გამოკვება ხელს უწყობს ტუიას გაძლიერებას და გამოშრობის რისკის შემცირებას.

რომელი სასუქი შევარჩიოთ ტუიასთვის

რეკომენდებულია დაზამთრებამდე ტუიას საკვებად გამოიყენოთ სპეციალური სასუქი, რომელიც მდიდარია მიკროელემენტებით და მინერალებით. მნიშვნელოვანია აირჩიოთ სასუქი, რომელიც სპეციალურად შექმნილია წიწვოვანი მცენარეებისთვის. აი, რამდენიმე სახის სასუქი, რომელიც ტუიასთვის გამოგადგებათ:

  1. სასუქი აზოტის მაღალი შემცველობით. აზოტი მწვანე მასის განვითარებას ხელს უწყობს, ასევე ტუიას ჯანმრთელ და ძლიერ იერს ანიჭებს. აირჩიეთ სასუქი, რომელიც ფოსფორზე და კალიუმზე მეტ აზოტს შეიცავს.
  2. ნელა ხსნადი სასუქი. ასეთი სასუქი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მცენარის თანაბრად კვებას უზრუნველყოფს, რაც ცივ სეზონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  3. სასუქი მიკროელემენტებით. სასუქი, რომელიც შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა რკინა, სპილენძი და თუთია, დაეხმარება მცენარეს სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილებაში, ასევე მავნებლების მიმართ წინააღმდეგობის უნარს გაზრდის.
  4. კალიუმ–ფოსფორის სასუქი. მცენარეს ეხმარება ცივი თვეებისთვის მომზადებაში, არახელსაყრელი პირობების მიმართ მის გამძლეობას ზრდის.

რა სარგებელი აქვს კალიუმს და ფოსფორს ტუიასთვის

კალიუმი:

  • აძლიერებს მცენარის უჯრედის კედლებს, მექანიკური ზემოქმედების მიმართ უფრო გამძლეს ხდის.
  • ზრდის მდგრადობას დაბალი ტემპერატურისა და გვალვის მიმართ.
  • მცენარეში წყლის და საკვები ნივთიერებების ცვლას აუმჯობესებს.

ფოსფორი:

  • ხელს უწყობს ფესვების სისტემის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტუიასთვის, რომელიც ახლა იდგამს ფესვს ნიადაგში.
  • მცენარის ყვავილობის და ნაყოფიერების პროცესში მონაწილეობს.
  • მცენარეს სტრესული სიტუაციიდან სწრაფად აღდგენაში ეხმარება.

როდის და როგორ მივაწოდოთ კალიუმ–ფოსფორის სასუქი

  • კვების დრო. კალიუმ–ფოსფორის სასუქის მისაწოდებლად შემოდგომა, ზამთრის წინა პერიოდი, საუკეთესოა. ასე ტუიას საკმარისი დრო ექნება, ცივი პერიოდის დადგომამდე საკვები ნივთიერებების ათვისება მოასწროს.
  • დოზის გამოთვლა. სასუქის საჭირო დოზა ტუიას ზომაზე და ასაკზე დამოკიდებულია. სასუქის შეფუთვაზე ინსტრუქციას გადახედეთ და დოზირების რეკომენდაცია ზუსტად დაიცავით.
  • თანაბარი განაწილება. სასუქი ტუიას ფესვების ზონის გარშემო თანაბრად გაანაწილეთ, დაწყებული ღეროდან და თანდათან ზონის გარეთ გააფართოვეთ. სასუქსა და ღეროს შორის მცირე ღრეჩო დატოვეთ, რომ მცენარესთან უშუალო კონტაქტი თავიდან აიცილოთ.
  • დატენიანება. გამოკვების შემდეგ უხვად მორწყეთ, რომ სასუქის ათვისების პროცესი გაააქტიუროთ. ტენიანობა ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების განაწილებას და უკეთ ათვისებას.

რა საჭიროა კალიუმ–ფოსფორის სასუქი?

დაზამთრებამდე კალიუმ–ფოსფორის სასუქით გამოკვება ტუიას ეხმარება გაძლიერებაში, ყინვისა და თოვლისადმი მდგრადობის გაზრდაში. ასევე ტუიას ფესვებს ამზადებს ზამთრის სიმშვიდის ფაზისთვის და საჭირო კვებით უზრუნველყოფს. სასუქი მცენარის ჯანმრთელობას აუმჯობესებს, რაც მის გარეგნობაზე და ამტანობაზე გავლენას ახდენს.

ტუიას გამოკვება ზამთრის წინ მნიშვნელოვანი პროცედურაა ამ მარადმწვანე მცენარის ჯანმრთელობის და სილამაზის მხარდასაჭერად. შეარჩიეთ სწორი სასუქი და დაიცავით მისი გამოყენების რეკომენდაციები. ასე ცივ ზამთარში ტუიას სილამაზით დატკბებით. ზამთარში მცენარეზე ზრუნვას ყურადღება მიაქციეთ და წლიდან წლამდე გაგახარებთ.