ჩვენს დროში უკვალოდ გაქრობა თითქოსდა შეუძლებელი გვეგონა: ქუჩები სათვალთვალო კამერებით არის სავსე, ხოლო გამომძიებლებს ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა აქვთ. თუმცა ზოგიერთი შემთხვევა ახლაც ამოუცნობი რჩება.
1992 წლის 7 ივნისს სამი ადამიანი დაიკარგა. პოლიციამ იმ მომენტისთვის 18 წლის სტეისი მაკოლის, 19 წლის სიუზი სტრიტერის და მისი დედის, 47 წლის შერილ ლევიტის დაკარგვის დეტალები დღმდე ვერ აღმოაჩინა.
6 ივნისს, შაბათ საღამოს ორი სკოლის კურსდამთავრებული სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად ბევრ წვეულებაზე დასწრებას აპირებდნენ. სტეისი და სიუზი ღამის გათევას დაქალთან, კირბთან გეგმავდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს შერილთან წასვლა გადაწყვიტეს.
ბოლოს გოგოები ღამის 2 საათზე ნახეს – მორიგი წვეულების შემდეგ ისინი სახლში მიდიოდნენ. დილით ახლო მეგობრებს, რომლებიც შერილის სახლთან მივიდნენ, ფართოდ გაღებული კარი და ცარიელი ოთახები დახვდათ.
გამოძახებულმა პოლიციამ ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ფანარი გატეხილი იყო. 3 ქალი უკვალოდ გაქრა და პირადი ნივთები დატოვეს: გასაღებები, წიგნები, საფულეები და მანქანები. სახლში შეშინებული ძაღლიც დარჩა.
სამართალდამცველებმა უგზოუკვლოდ დაკარგული ქალების პოვნა უკვე 25 წელია ვერ მოახერხეს! გამოძიების მსვლელობისას ბევრი ვერსია განიხილეს. 1997 წელს ეჭვმიტანილიც კი იპოვეს.
რობერტ კრეიგ კოქსმა, რომელიც სხვა დანაშაულების გამო სასჯელს იხდიდა, განაცხადა, რომ დაკარგულები გარდაცვლილები არიან და მათი ცხედრების პოვნა შეუძლებელია. დამნაშავეს ალიბი ჰქონდა: ამ დღეს სხვა ადგილას იმყოფებოდა. ეს მისმა შეყვარებულმა და მშობლებმა დაადასტურეს.
როგორც არ უნდა იყოს, ამ საქმეში რობერტის მონაწილეობა ვერ დაამტკიცეს. 2007 წელს მამაკაცმა, რომელიც გეორადარს ფლობდა, თითქოსდა ავტოსადგურზე სამი ანომალია აღმოაჩინა. გამომძიებლებმა ბიჭი შეშლილად მიიჩნიეს, რომელსაც ხილული სიზმარი ჰქონდა. მით უმეტეს, რომ ავტოსადგურის დემონტაჟი საკმაოდ ძვირი ჯდება და პირველივე საეჭვო განცხადებას ამ პროცედურას არ ჩაატარებდნენ.
ინციდენტიდან 5 წლის შემდეგ პოლიციამ დაკარგული ადამიანები გარდაცვლილად გამოაცხადა. მათ დაამატეს, რომ გამოძიებას ხელი შეუშალა ათობით ადამიანმა, რომლებიც შერილის სახლში შევიდნენ. დიდი დახმარება იქნებოდა, უცნობ პირთან 7 ივნისს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, მაგრამ ეს ჩანაწერიც ერთ-ერთმა მეგობარმა შემთხვევით წაშალა…
სავარაუდოდ, პოლიციელებმა გამოძიება უშედეგოდ ჩათვალეს და არქივში გააგზავნეს. დაკარგულის ნათესავები პასუხს უკვე ათეული წელია ელოდებიან!