თუ კატა გყავთ, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა იმისთვის, რასაც თქვენთვის აკეთებს

0
2324

თანამედროვე ადამიანი ყოველდღე დიდ ენერგიას ხარჯავს. საუბარია არა მხოლოდ ფიზიკურ რესურსზე, არამედ ემოციურ მდგომარეობაზე. სხეულს რეგულარულად სჭირდება დასვენება და ძალების მოკრება. ზოგჯერ სრულად აღდგენა შეუძლებელია ენერგეტიკული კვების და გარედან მიღებული მხარდაჭერის გარეშე. ადამიანისთვის დადებითი ენერგიის ერთ–ერთი სუფთა წყაროა კატის ენერგია – ძლიერი ძალა, რომელსაც შეუძლია ბუნებრივად შეავსოს ნეგატივთან ბრძოლის ხარჯები.

პაპარაცი გიამბობთ, რისთვის უნდა გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ფუმფულა მეგობრებს.

კატის ენერგია

კატა გრძნობს, როცა პატრონი შეუძლოდ არის. მასთან მიდის და მტკივნეულ ადგილზე წვება. ცხოველი ამის შემდეგ შეიძლება თავად ცუდად გახდეს, მაგრამ ასე გამოხატავს თავის სიყვარულს, მიჯაჭვულობას და ზრუნვას. კატას აღელვებული პატრონის დამშვიდების უნარი აქვს, წნევის დარეგულირებას ხელს უწყობს. ცხოველის სქესი, ასაკი, ბეწვის ფერი და სიგრძე მის სამკურნალო თვისებებზე გავლენას არ ახდენს. ეს მხოლოდ იმ ადამიანის პრეფერენციებზე საუბრობს, ვინც ცხოველს უვლის.

შური და ავი თვალი უარყოფითი ენერგიის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა, რომელთანაც გამკლავება ყოველდღე გვიწევს. გარშემომყოფებს შორის აუცილებლად იქნება ერთი, რომელსაც სხვისი წარმატების შურს. ნეგატივი ეკვრის ობიექტს, რომლისკენაც მოშურნის ყურადღება მიპყრობილია. მას მატარებლის აურის და მისი ბიოველის შესუსტება შეუძლია. ზედმეტად მგრძნობიარე გათვალვას ვერ უმკლავდება და სახლში მოაქვს. კარგია, თუ სახლში კატა ცხოვრობს. ის ნეგატიური ენერგიის დამანგრეველ გავლენას უსაფრთხოდ მოგაშორებთ და მის დაგროვებას ხელს შეუშლის.

ცუდი განწყობის გასანეიტრალებლად შინაური ცხოველი პატრონზე დაჟინებით ხახუნს იწყებს. კატის მოშორება არ შეიძლება: ცხოველი დადებით ენერგიას გიზიარებთ. შემდეგ ფუმფულა არსება თქვენს ხელებში ხტება, ერთ ადგილს ტკეპნის და საჭირო ტალღაზე მორგების შემდეგ მონოტონურ ვიბრაციას იწყებს. ასე კატა მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობს, რადგან ერთმანეთში განსხვავებულად „ლაპარაკობენ“.

დადებითი ენერგეტიკა

კატის დადებითი ენერგია თავისუფლად რომ მოძრაობდეს, შინაურ ცხოველს სწორად მოეფერეთ: მარცხენა ხელით კისრის მიდამოში მოეფერეთ, ხოლო მარჯვენა ხელით კუდის გასწვრივ. ასე ცხოველთან მაქსიმალურ კონტაქტს დაამყარებთ. გახსოვდეთ: კატებს არ მოსწონთ, როცა ბეწვის საწინააღმდეგო მიმართულებით ეფერებიან.

კატა უფრთხის ადამიანს, რომელიც ნეგატივს ატარებს. საყვარელმა ცხოველმა ნებისმიერ ადამიანს, პატრონსაც, შეიძლება უკბინოს ან დაკაწროს, როდესაც მისი უკონტროლო ენერგია ცხოველს ზედმეტად აწუხებს. კატა უკმაყოფილების გამოვლენის შემდეგ მაშინვე მიდის, თუ ნეგატივი მის ძალას აჭარბებს.

არსებობს ტრადიცია, რომ ახალ სახლში გადასვლამდე ჯერ კატას უშვებენ. თუ სახლში ცუდი ენერგიაა, ცხოველი მის წყაროს გულდასმით გამოიკვლევს და მის მოშორებას ეცდება. შესაძლოა, ცხოველს პატრონის გულის მოგება იმდენად არ სურს, რამდენადაც მისთვის უსიამოვნოა ნეგატივით სავსე ოთახში ცხოვრება. დაძაბულობისგან შეიძლება უწყვეტად იკნავლოს, აგრესიულად მოიქცეს, მეზობელ ოთახში გაიქცეს ან ჭამაზე უარი თქვას. დააკვირდით, რომელ ნივთებს ან ადგილს გაურბის კატა. მას გვერდს შეიძლება უვლიდეს ან მის მიმართ ზედმეტ ინტერესს იჩენდეს. სასურველია, ცუდი ნივთი გადააგდოთ, ხოლო შენობაში გაწმენდის რიტუალი ჩაატაროთ.

ცხოველზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ, რადგან ყველაზე დამოუკიდებელ არსებასაც სჭირდება სიყვარული და ზრუნვა. მადლიერი ცხოველი დაგროვილ ენერგიას უხვად გაგიზიარებთ. რაც უფრო ძლიერ გიყვართ კატა, მით უფრო ძლიერი იქნება ასტრალური ნაკადი.