ჭაღარა თმის შესაღებად ან გარეგნობის გასაახლებლად სილამაზის სალონებში ბევრი ფულის დახარჯვა საჭირო არაა. შეგიძლიათ აიღოთ ჩვეულებრივი პროდუქტები, რომლებიც გაქვთ ნებისმიერ სამზარეულოში, შეიძინოთ საჭირო ბალახი აფთიაქში და ეკოლოგიურად სუფთა თმის საღებავი მოამზადოთ. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ნატურალური საღებავი სახლის პირობებში.
მსგავსი შეღებვით არა მხოლოდ ფულს დაზოგავთ, არამედ თმას უფრო კაშკაშას და ბზინვარეს გახდით. ამაში სააფთიაქო ბალახი დაგეხმარებათ. გარდა ამისა, მეთოდი სკალპს აჯანსაღებს. ბუნებრივი, ნატურალური შეღებვა სწრაფ და ძალიან შესამჩნევ ეფექტს არ იძლევა. მაგრამ დარწმუნებული იყავით, თმის საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
რით შევიღებოთ ჭაღარა თმა სახლში
გთავაზობთ ნატურალურ საღებავებს, რომლებიც მავნე ქიმიურ კომპონენტებს არ შეიცავს. ამ იაფფასიანი საშუალებებით ჭაღარას მარტივად დამალავთ და თმას დაარბილებთ:
- ინა
- მარცვლოვანი, დაფქული ყავა
- რევანდის ფესვი
- სააფთიაქო გვირილა
- ნიგოზი
- ხახვის ფურცლების ნახარში
როგორ შევიღებოთ ჭაღარა ბალახის ნახარშით
ეს ნახარში არის მათთვის, ვისაც სურს თმას ნატურალური კარამელის ელფერი მიანიჭოს. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ჩვეულებრივი გვირილა. 1 ჭიქა გამხმარი ყვავილები 500 გ მდუღარე წყალში მოხარშეთ. ნახარში რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ 2 ს/კ გლიცერინი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
მზა ნარევი თმაზე წაისვით, პარკით შეიფუთეთ. 1 საათი გაიჩერეთ, შემდეგ თავი შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ. თმის ყოველი ღერი წყლით ჩამოიბანეთ.
ქერა თმაზე რევანდის ფესვი უფრო შესაფერისია. მის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში ან სასურსათო ბაზარში შეძლებთ. პირველ რიგში, 2 ს/კ რევანდის ფესვებს ცხელი წყალი დაასხით. შემდეგ მიღებული ნარევი აადუღეთ და გაგრილება აცადეთ. ნახარშით ჭაღარა თმა შეგიძლიათ შეიღებოთ იმავე პრინციპით, როგორც გვირილას შემთხვევაში.
როგორ შევიღებოთ ჭაღარა თმა ინით
ინა საკმაოდ ბიუჯეტური და ეფექტური ვარიანტია ჭაღარა თმის შესაღებად. ფხვნილი აბსოლუტურად ნატურალური და უსაფრთხოა. ასეთი „საღებავით“ თმაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ: თმა არ დატყდება ან არ დაგცვივა.
სანამ ინას გამოიყენებთ, კანის ნაწილზე, სადაც ინა შეიძლება მოხვდეს კრემი ან ზეთი წაისვით. ასეთი საღებავის გამოყენების შემდეგ ლურჯი ლაქების მოშორება რთულია.
თმა ინით რომ შეიღებოთ, ჯერ მისი ფაფა მოხარშეთ. დაგჭირდებათ რძე და ინის ფხვნილი. ეს ყველაფერი აურიეთ ისე, რომ თხელი ფაფა მიიღოთ და 2 საათი თავდახურულ ქვაბში გააჩერეთ. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, რძის ნაცვლად წყალი გამოიყენეთ.
ფაფა თმაზე წაისვით. ჭაღარა თმას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. პარკით შეიფუთეთ ან ქუდი დაიფარეთ. შემდეგ პირსახოცი შემოიხვიეთ. 4 საათი გაიჩერეთ. ბოლოს თავი შამპუნით დაიბანეთ. გახსოვდეთ: ასეთი შეღებვის შემდეგ რამდენიმე დღე ფენის გამოყენება არ შეიძლება. იგივე თმის დასასწორებელ და დასახვევ უთოებს ეხება.
ინას სხვადასხვა სახის დანამატი შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე უფრო საინტერესო თმის ფერს მიიღებთ:
ინა + დარიჩინი = მუქი წითელი;
ინა + კოჭა ან ოხრახუში = ღია წითელი;
ინა + ხმელი ანწლის კენკრა = მწიფე ქლიავისფერი;
ინა + ბაბუაწვერას (გვირილას) ნახარში + კურკუმა = ოქროსფერი ხორბლისფერი;
ინა + ხახვის ფურცლების ნახარში = მოყვითალო–წითელი;
ინა + მუხის ქერქი ან ნატურალური ყავა = შოკოლადისფერი;
ჭაღარა თმა ნამდვილი პრობლემა შეიძლება გახდეს. ზოგისთვის ეს ბუნებრივია. მაგალითად, მამაკაცებს ნაკლებად აწუხებთ. აი, ქალებისთვის არასასურველი მოვლენაა, რომლის სწრაფად შენიღბვა სურთ. მოცემული ხალხური საშუალებები თქვენს თმას გააცოცხლებს, გააძლიერებს და მოვლილ იერს მიანიჭებს. ღირს მაღაზიაში გაქცევა ძვირადღირებული და არა ყოველთვის ეფექტური საღებავის შესაძენად? თქვენი გადასაწყვეტია!