მარტივი და ეფექტური მეთოდი თეთრეულის 2 საათში გასაშრობად

0
170

თეთრეულის გაშრობა შემოდგომაზე და ზამთარში ცივ ბინაში (აივნის გარეშე და დენის მუდმივი გათიშვით) რთული ამოცანაა. გასაშლელი საშრობი ბინას ზედმეტად ტვირთავს, სველი ტანსაცმელი შრება საათობით, ზოგჯერ რამდენიმე დღე. როგორ დავაჩქაროთ პროცესი? პაპარაცი გიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომელიც თეთრეულის შრობას აჩქარებს. დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი რამ.

სველი ტანსაცმელი

სწორად გააშრო სველი ტანსაცმელი ისე, რომ ოჯახის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ, მთელი მეცნიერებაა. ხუმრობის გარეშე! სპეციალისტები გირჩევენ, არ დაკიდოთ სველი სარეცხი საძინებელ ოთახში, რადგან ეს ტენიანობის ზრდას გამოიწვევს. სანიტარული სტანდარტებია 30-40% ტენიანობა ზამთარში და 30-60% თბილ სეზონზე.

თუ სარეცხს ბინაში აშრობთ, ეს მაჩვენებელი 65%–მდე შეიძლება გაიზარდოს. პირდაპირი შედეგია ობის ზრდა, ავეჯის და ინტერიერის დეტალების გაფუჭება, ტექნიკის გაუმართაობა. ოჯახის წევრებიც მალე დაიწყებენ ჩივილს თავის ტკივილის, ხველის და ხშირი სურდოს გამო. სწორედ ამიტომ, საშრობი დერეფანში გაშალეთ.

ერთი შეხედვით, სამზარეულოში სარეცხის გაშრობა ლოგიკურია, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი არ არის. დიახ, ტენიანობა სწრაფად აორთქლდება, მაგრამ ტანსაცმელი საკვების სუნს და ცხიმის მცირე ნაწილაკებს შეიწოვს.

როგორ გავაშროთ სარეცხი 2 საათში

ინტერნეტი სავსეა გენიალური იდეებით, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებს. ერთ–ერთ ხრიკს გვიზიარებენ ბლოგერები პარდი რუბინი და შარლოტა ფიგი. გოგონებს აქვთ სარეცხი საშუალებების გაყიდვის მცირე ბიზნესი და ტიკტოკზე სასარგებლო საყოფაცხოვრებო ხრიკებს გვიზიარებენ. ერთ–ერთ ვიდეოში ამბობენ, როგორ გავაშროთ სველი სარეცხი სწრაფად.

1. პარდი და შარლოტა გირჩევთ, გაწურვის შემდეგ დოლურაში მოათავსოთ რამდენიმე სუფთა მშრალი პირსახოცი და ეს რეჟიმი კიდევ ერთხელ ჩართოთ. სველი ტანსაცმელი სითხის ნაწილს პირსახოცს გადასცემს და უფრო სწრაფად გაშრება.

2. სარეცხი დაკიდეთ საშრობზე გათბობის ბატარეის გვერდით. შემდეგ დაგჭირდებათ გააკეთოთ „გუმბათი“ ტანსაცმლისთვის. აიღეთ მშრალი თეთრეული და ნაწილი ბატარეას ზემოდან გადააფარეთ, მეორე ნაწილი – სველ სარეცხს. ასეთ „კარავში“ სითბო შენარჩუნდება და სხვადასხვა მიმართულებით არ გაიფანტება. ტანსაცმელი სწრაფად გაშრება. ვინც, მეთოდი პრაქტიკაში გამოსცადა, ირწმუნება, რომ ყველაფერი იდეალურად შრება 2 საათში.

კიდევ როგორ გავაშროთ თეთრეული სწრაფად

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ხრიკს, რომელიც კარგად მუშაობს.

1. დაკიდეთ სარეცხი საშრობზე არა სიგრძეზე, როგორც ამას ადრე აკეთებდით, არამედ სიგანეზე: სარეცხი თავში და ბოლოში სამაგრებით მიამაგრეთ. ასე ტენიანობა სწრაფად აორთქლდება და საშრობზე მეტი ნივთი დაეტევა. ტანსაცმელი საუკეთესო ვენტილაციას მიიღებს, რადგან შუაზე გაკეცილი არ იქნება. უმჯობესია, თეთრეული პატარა პარტიებად გარეცხოთ: ნივთები ერთმანეთს არ შეეხება და პროცესი დაჩქარდება.

2. დიდი ზომის ნივთები, მაგალითად, საწოლის თეთრეული და აბანოს პირსახოცი თანაბრად რომ გაშრეს, ყოველ 30-60 წუთში გადააბრუნეთ. უფრო მარტივი სარეცხი დღეში ორჯერ გადააბრუნეთ და გაასწორეთ. ნახევრად სველი საწოლის თეთრეული შეგიძლიათ გარედან დააუთოვოთ და კიდევ ერთი საათით გასაშრობად დაკიდოთ.

3. თითოეული ნივთი კარგად დაფერთხეთ და გაასწორეთ, რომ ნაკეცებში ზედმეტი სითხე მოაშოროთ. სველი ტანსაცმელი სწრაფად გაშრება, თუ ამას კარგად გააკეთებთ.

4. შექმენით თბილი ჰაერის ცირკულაცია კომპაქტური თბოვენტილატორით ან ფენით, თუ გჭირდებათ ცალკეული ნივთის გაშრობა. სიტყვაზე, თუ მხოლოდ რამდენიმე პერანგი, მაისური გარეცხეთ, ტანსაცმლის საკიდებზე შეგიძლიათ დაკიდოთ. ასე ნივთები სიმძიმის ძალით გასწორდება და მარტივად დაუთოვდება.

5. გარეცხვის შემდეგ მასიური მოცულობითი ნივთები, როგორიცაა სვიტერები, პირსახოცზე დააფინეთ, რულონივით დაახვიეთ და კიდევ ერთხელ კარგად გაწურეთ. პირსახოცი ზედმეტ ტენს შთანთქავს.

ახლა თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ თეთრეულის სწრაფად და ეფექტურად გაშრობის ხელოვნებაში გურუ ხართ.