დიმექსიდი თმისთვის და არა მხოლოდ: როგორ გამოვიყენოთ და რა პროპორციებით

0
559

7 კმ–იანი მარათონის ბოლოს ვიგრძენი, რომ მოზარდი აღარ ვიყავი. რა თქმა უნდა, სამსახური, ქმარი და ორი შვილი ამას მუდმივად მახსენებს, მაგრამ სირბილი თავს ყოველთვის მაგრძნობინებდა ახალგაზრდად. მუხლის ტკივილმა მაიძულა დავმშვიდებულიყავი და დედამთილისთვის მიმართება დახმარებისთვის. დიდი ხანია იყენებს დიმექსიდს თმისთვის, რის გამოც 70 წლის ასაკშიც ლამაზი თმა აქვს. ამ საშუალების სხვა თვისებების შესახებ არ ვიცოდი.

საიმედო თანაშემწე ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შეიძლება იმალებოდეს. მაგალითად, აფთიაქში. დიმექსიდი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო და მრავალფუნქციური სამკურნალო პრეპარატია. ქიმიური ნაერთია, რომელიც ჩვეულებრივ სამედიცინო მიზნით გამოიყენება. აქვს რიგი სასარგებლო თვისება, რომელიც სახლის პირობებში გამოგადგებათ. პაპარაცი გიამბობთ, რა სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ დიმექსიდისგან და როგორ გამოიყენოთ ხალხური მეთოდით.

რა არის დიმექსიდი?

დიმექსიდი (DMSO) ქიმიური ნაერთია გამოყენების ფართო სპექტრით. პრეპარატი არის ძლიერი გამხსნელი და შეღწევადი აგენტი, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს კანში და უჯრედის გარსში, რაც სასარგებლო ინგრედიენტად აქცევს სხვადასხვა სფეროში, მედიცინით დაწყებული, საყოფაცხოვრებო თემით დასრულებული.

დიმექსიდის სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვის

ტკივილის და ანთების შემსუბუქება. დიმექსიდს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. ხშირად იყენებენ კუნთების ტკივილის და ანთების, დაჭიმულობის, რევმატიზმის და ართრიტის სამკურნალოდ.

ჭრილობის შეხორცება. ეს ნაერთი ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს. მცირე ჭრილობების, დამწვრობის და აბსცესების დროს ქსოვილების შეხორცების პროცესს აჩქარებს.

კანის მოვლა. მცოდნე დიასახლისები უმატებენ დიმექსიდს კანის მოვლის კრემებს და ნიღბებს. პრეპარატი საკვები ნივთიერებების და დამატენიანებელი საშუალებების შეწოვას აუმჯობესებს, კანს რბილს და ელასტიურს ხდის.

თმის გაძლიერება. დიმექსიდი თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად გამოიყენება. მას უმატებენ თმის ხელნაკეთ ნიღაბს, რომ მათი მდგომარეობა გააუმჯობესონ და ზრდას ხელი შეუწყონ.

დიმექსიდი თმისთვის. ნიღაბი ზრდის დასაჩქარებლად

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ დიმექსიდი
  • 2 ჩ/კ ბირკავას ზეთი ან აბუსალათინის ზეთი
  • 1 კვერცხი

როგორ მოვამზადოთ ნიღაბი

  1. დიმექსიდი და ზეთი აურიეთ. თუ მშრალი თმა გაქვთ, მეტი ზეთი დაუმატეთ. 1 კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნიღბის კონსისტენციას მიიღებთ.
  2. ნარევი თმაზე წაისვით, ძირებიდან დაიწყეთ და ბოლოებით დაასრულეთ. სკალპი თითების ბალიშებით მსუბუქად შეგიძლიათ დაიმასაჯოთ.
  3. თავზე პარკი დაიფარეთ სითბოს ეფექტისთვის. ნიღაბი 30 წუთი გაიჩერეთ.
  4. ვადის გასვლის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თმა შამპუნით დაიბანეთ. დარწმუნდით, რომ ნიღაბი კარგად მოიშორეთ, რომ დიმექსიდის სუნი თავიდან აიცილოთ.

რატომ არის ნიღაბი ეფექტური?

დიმექსიდს აქვს უნარი გააძლიეროს კანის ღრმა ფენებში, მათ შორის თმის ფოლიკულებში, აქტიური ნივთიერებების შეღწევა. ასე უმჯობესდება საკვები ნივთიერებების და ბირკავას ზეთის შეწოვა, რომელიც თმისთვის და სკალპისთვის თავისი სასარგებლო თვისებებით ცნობილია.

ბირკავას ზეთი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც ხელს უწყობს თმის გაძლიერებას, თმის ცვენის თავიდან აცილებას და ზრდის დაჩქარებას. ასევე აუმჯობესებს თმის ზოგად მდგომარეობას, არბილებს და ბზინვარებას მატებს.

კვერცხი შეიცავს ცილას, რომელიც თმას გაძლიერებაში ეხმარება.

გახსოვდეთ, რომ დიმექსიდი ძლიერი გამხსნელია. მზა ნიღაბი ფრთხილად წაისვით. თვალში ან სახის კანზე მოხვედრას მოერიდეთ. მნიშვნელოვანია ალერგიაზე ტესტის ჩატარება, ამისთვის ცოტა ნიღაბი წინამხრის კანზე წაისვით და რეაქციას დააკვირდით. თუ გაღიზიანება მოხდა, ნიღაბი დაუყონებლივ ჩამოიბანეთ და არ გამოიყენოთ.

საფენი ქუსლებზე მშრალი კოჟრების წინააღმდეგ

ბინტის ნაჭერი შუაზე გადაკეცეთ, დიმექსიდში დაასველეთ და კოჟრებზე დაიფინეთ. პარკი შემოახვიეთ და დააფიქსირეთ, რომ არ ჩამოცურდეს. საფენი დილამდე გაიჩერეთ. დილით კოჟრის ფრთხილად მოშორება სცადეთ და სპირტში დასველებული ბინტი დაიფინეთ. პარკით შეფუთეთ, ქსოვილით დააფიქსირეთ და ნახევარი დღე გააჩერეთ.

კომპრესი რევმატიზმის წინააღმდეგ

200 მლ არაყი, 200 მლ სამმაგი ოდეკოლონი, 1 ბოთლი ბალზამი სახსრებისთვის და 1 ჩ/კ დიმექსიდი. ინგრედიენტები აურიეთ და მტკივნეულ ფეხებზე წაისვით. ღამით წაისვით და თბილად შეიფუთეთ.

კომპრესი რეაქტიული ართრიტის წინააღმდეგ

აურიეთ დიმექსიდი ნებისმიერ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას: ჰიდროკორტიზონის საინექციო ხსნარს ან ვოლტარენს. კომპრესისთვის გამოიყენეთ. დიმექსიდი სხვა სამკურნალო საშუალებისთვის გამტარის როლს ასრულებს.

პირველ რიგში, ხსნარზე მგრძნობელობის ტესტი ჩაიტარეთ. შემდეგ მარლა ამ ხსნარში დაასველეთ და პრობლემურ სახსრებზე დაიფინეთ. ზემოდან ბამბა დაადეთ, პარკით შეიფუთეთ და დააფიქსირეთ. 40 წუთი გაიჩერეთ. უფრო დიდხანს არ გაიჩეროთ, რომ გაღიზიანება არ მოხდეს. სამკურნალო კურსი – 6-8 დღე.

კომპრესი მაჯის და იდაყვის სახსრების ართროზის წინააღმდეგ

ინგრედიენტები:

  • 75 მლ გამოხდილი წყალი
  • 1 ბოთლი დიმექსიდი, 50%–იანი ხსნარი
  • 4 ამპულა ანალგინი
  • 4 ამპულა ნოვოკაინი, 2%–იანი ხსნარი
  • 1 ტუბი ჰიდროკორტიზონის მალამო

გამოყენების წესი:

  1. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და 24 საათი გააჩერეთ. ნარევი მტკივნეულ ადგილზე კომპრესის სახით დაიდეთ, 1,5-2 საათი გაიჩერეთ.
  2. კომპრესის შემდეგ 12 საათის განმავლობაში ამ ადგილის ჩამობანა არ შეიძლება, ხოლო საპნით – 24 საათი. სამკურნალო კურსი – 20 პროცედურა ყოველ მეორე დღეს.

კომპრესი დაჟეჟილობის და ჭრილობის სამკურნალოდ

აურიეთ ექინაცეას წყლიანი ნაყენი ექინაცეას სპირტიან ნაყენს, რომელიც მესამედით გაზავებულია წყლით ან 20%–იანი დიმექსიდის ხსნარით. ხსნარში დასველებული ბინტი მტკივნეულ ადგილზე დაიფინეთ.

დიმექსიდი საოცარი პრეპარატია, რომელიც ჯანმრთელობის და სილამაზის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ საყოფაცხოვრებო მიზნით ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. უმჯობესია, მცირე დოზით და კანზე ტესტირებით დაიწყოთ. თუ სწორად გამოიყენებთ, თქვენი საიმედო თანაშემწე გახდება სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში.