აქტიური თმის ცვენა გავრცელებული პრობლემაა, რომელიც როგორც ქალებს, ასევე კაცებს აწუხებთ. ამის გამო თვითშეფასებაც და საფულეც იტანჯება. ბევრი მაშინვე ყიდულობს ძვირადღირებულ ნიღბებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კარგ შედეგს იშვიათად იძლევიან. ფული ქარს რომ არ გაატანოთ, თმის ცვენის საწინააღმდეგო ხელნაკეთი საშუალების მომზადებას გირჩევთ.
ტრიქოლოგები დიდი ხანია ამბობენ, რომ თმის ბევრი პრობლემის მოგვარების მეთოდი ბუნებაში შეგვიძლია ვიპოვოთ. თმის ცვენა გამონაკლისი არაა. პაპარაცი გიზიარებთ კაკლის ნახარშის მომზადების ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ სქელი და მბზინავი თმის მფლობელი.
როგორ გავაკეთოთ ხელნაკეთი საშუალება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
ინგრედიენტები:
- 10 ნიგოზი (ნაჭუჭში)
- 6 დაფნის ფოთოლი
- 2 დარიჩინის ჩხირი
- 10 ხმელი მიხაკი
- 0,5 ლ სუფთა წყალი
- 50 მლ ზეითუნის ზეთი
- 2 ს/კ ვაშლის ძმარი
მომზადების წესი:
- ნიგოზი ქვაბში მოათავსეთ, წინასწარ არ გაასუფთავოთ. დაუმატეთ დაფნის ფოთლები, დარიჩინის ჩხირები, ასევე მიხაკი. წყალი დაასხით.
- ქვაბი ქურაზე დადეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ. თავსახური დაახურეთ და 10–15 წუთი ხარშეთ.
- ცეცხლი გამორთეთ. ნახარში თავდახურულ ქვაბში გაგრილებამდე გააჩერეთ. ცივი ნარევი საცერში გადაწურეთ. ნარევი მინის ჭურჭელში ჩაასხით.
- კაკლის ნახარს ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ვაშლის ძმარი ჩაასხით, რომელიც ქერტლს ებრძვის და თმას ბზინვარებას მატებს. კარგად აურიეთ.
როგორ წავისვათ და შევინახოთ კაკლის ნახარში?
გირჩევთ, მზა საშუალება სპრეი ბოთლში ჩაასხათ. წაისვით თმაზე მთელ სიგრძეზე და სკალპზე. 5-7 წუთი კარგად დაიმასაჯეთ. კიდევ 10 წუთის შემდეგ ნარევი შეგიძლიათ ჩამოიბანოთ. თმის შამპუნი და ბალზამი გამოიყენეთ.
კაკლის ნახარში კვირაში 2–ჯერ, დაბანამდე გამოიყენეთ. რეგულარული გამოყენებიდან 1 თვეში ბრწყინვალე შედეგს დაინახავთ. ასეთი საშუალება სააბაზანო ოთახში კარადაში შეგიძლიათ შეინახოთ. მზის პირდაპირი სხივები არ უნდა მოხვდეს, ამავდროულად ნახარშის მაცივარში შენახვა არ ღირს.
თმის ცვენის საწინააღმდეგო ასეთი საშუალების გამოყენება ყველას შეუძლია (სქესის და ასაკის მიუხედავად). იდეალურად უხდება ქალებს, კაცებს და ბავშვებს. გახსოვდეთ, რომ კაკლის ნახარში არა მხოლოდ თმის ცვენას აჩერებს, არამედ ზრდას ასტიმულირებს და ქერტლის გაჩენას ხელს უშლის.