ეფექტური მეთოდები, როგორ მოაშოროთ ზედმეტი მარილი ფარშს ან მზა კატლეტს

0
290

თუ კატლეტის მომზადება გადაწყვიტეთ, მაგრამ ცოტა ზედმეტი მარილი მოგივიდათ, არ იდარდოთ. რომ არ მოისმინოთ შენიშვნები და ხუმრობები, რომ „შეყვარებული“ ხართ, სიტუაციის გამოსწორება სცადეთ. არის რამდენიმე ეფექტური მეთოდი, როგორ მოაგვაროთ პრობლემა და ისიამოვნოთ გემრიელი კატლეტით. პაპარაცი გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ ფარშიდან ზედმეტი მარილის მოშორებაში.

როგორ მოვაშოროთ ზედმეტი მარილი ფარშს: ეფექტური რჩევები

ზედმეტად მარილიანი ფარში გამოგივიდათ? რა თქმა უნდა, გადაყრა არ ღირს. სიტუაციას მარტივად გამოასწორებთ ცოტა მეტი ხორცის დამატებით. ხორცსაკეპი მანქანა ან ბლენდერი აიღეთ და საქმე ქუდშია. მახსოვს ბებიაჩემის ამბავი, როცა შემთხვევით კატლეტის ფარშს ბევრი მარილი მოაყარა. მთხოვა ხორცის კიდევ ერთი ნაჭერი გამეტარებინა და შედეგად დიდებული კატლეტები გამოვიდა.

გამოიყენეთ კარტოფილი ან ყაბაყი

თუ ფარშს ხორციანი კატლეტისთვის ამზადებთ და ძალიან მარილიანი გამოვიდა, ყაბაყი ან კარტოფილი დაუმატეთ. წვრილად გახეხეთ, ზედმეტი სითხე მოაშორეთ და ფარშს დაუმატეთ. ამ ბოსტნეულით მარილიანობის დონეს დააბალანსებთ და კატლეტს სინაზეს შემატებთ. დედაჩემმა ასე გააკეთა და ყველა აღფრთოვანებული იყო მისი კატლეტებით.

დაუმატეთ რძეში ჩალბობილი პური

ალბათ, ზედმეტ მარილთან გასამკლავებლად საუკეთესო მეთოდია. ერთხელ ფარში ზედმეტად დავამარილე. მაშინ დავუმატე წინასწარ რძეში ჩალბობილი პური. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელი გამოვიდა. ბევრი დიასახლისი ასე აკეთებს მაშინაც კი, როცა მარილი ნორმაშია.

ბრინჯი ან მანანის ბურღული სცადეთ

თუ გადამლაშებული კატლეტების მომზადების იდეა არ მოგწონთ, ფარში გუფთების მოსამზადებლად გამოიყენეთ. უბრალოდ მზა ბრინჯი ან მანანის ბურღული დაუმატეთ. ისინი ზედმეტ მარილს შთანთქავენ.

კატლეტი ორთქლზე მოამზადეთ

თუ ორთქლსახარში ან მულტისახარში სპეციალური დანამატით გაქვთ, კატლეტის ორთქლზე მომზადება სცადეთ. დეიდაჩემი ყოველთვის ამ მეთოდს იყენებს, თუ შემთხვევით ფარშს ბევრი მარილი დაუმატა. ორთქლი ზედმეტი მარილის მოშორებაში დაგეხმარებათ და კატლეტს სინაზეს შემატებს.

ფარში გარეცხეთ

თუ ფარში ძალიან მარილიანია, საცერზე მოათავსეთ და მდუღარე წყლით გარეცხეთ. ასე ზედმეტ მარილს მოაშორებთ. გახსოვდეთ, წყალთან ერთად გემოს კომპონენტების ნაწილიც ირეცხება, ამიტომ მეთოდი ფრთხილად გამოიყენეთ.

თუ კატლეტი უკვე მზად არის?

თუ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში საქმე წასულია, ცდებით. თუ მზა კატლეტი ძალიან მარილიანია, არაჟანში ჩაშუშეთ. ასევე ბოსტნეულის დამატებით მარილიანობის შემცირებას შეძლებთ. კატლეტები ტაფაზე დააწყვეთ, დაჭრილი ბოსტნეული დაუმატეთ, წყალი ან ნაღები დაასხით. მარილი ბოსტნეულში გადავა და კატლეტი ნაკლებად მარილიანი გახდება.

თუ ეს მეთოდები რაიმე მიზეზით არ გამოგადგათ, არ ინერვიულოთ. გადამლაშებული ფარში სხვა კერძისთვის გამოიყენეთ. ხორციანი მაკარონი ან მობრაწულა შესანიშნავი ვარიანტია, რომ პროდუქტი არ გადაყაროთ.

ამრიგად, თქვენ გაქვთ რამდენიმე მეთოდი, როგორ ებრძოლოთ ზედმეტ მარილს ფარშში და კატლეტში. გახსოვდეთ, კულინარია ხელოვნებაა და თუ რამე არასწორად განვითარდა, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ მეთოდი სიტუაციის გამოსასწორებლად და გემრიელი კერძის მოსამზადებლად.