ქრიზანთემას ყვავილები განკურნავს კუჭქვეშა ჯირკვალსა და ნერვულ სისტემას

626

ქრიზანთემას ყვავილის ფურცლები შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, ამინომჟავებსა და ფლავანოიდებს. ამ ნაერთების წყალობით, ადამიანი არამხოლოდ ძალების აღდგენას, არამედ მრავალი დაავადების, მათ შორის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის პრობლემების განკურნებას შეძლებს. სამკურნალოდ, ჩვეულებრივ, გამოიყენება თეთრი და ყვითელი ქრიზანთემის ფურცლები.

ასევე, მკურნალობა ამ ყვავილის ფოთლებითაც შეიძლება. თუმცა, უნდა შეაგროვოთ მხოლოდ ზედა ნაწილის ფოთლები – ისინი ყველაზე სასარგებლოა. ფურცლები და ფოთლები გამოაშრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაამზადეთ წამალი.

ქრიზანთემა დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, არეგულირებს ემოციებს, აქვს მატონიზებელი მოქმედება, აფხიზლებს მაშინაც კი, თუ მას უბრალოდ დაყნოსავთ. ქრიზანთემის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით ეთერზეთი, რომელიც ხელს უშლის პარკინსონის დაავადების გაჩენას. ხოლო მათ, ვისაც ასეთი დაავადება უკვე აქვს, ან ვისაც ხელები უკანკნალებს, მუდმივად უნდა შეისუნთქონ ყვავილების ეთერზეთები და დალიონ ყვავილებით დამზადებული ჩაი.

ქრიზანთემა ევროპაში იაპონიიდან შემოვიდა, სადაც ეს ყვავილები თითქმის ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება. მან თავი ჩვენთანაც დაიმკვირდა, არამხოლოდ ბაღებში, არამედ საშინაო აფთიაქებშიც.

ჩაი კუჭქვეშა ჯირკვლისთვის, ხელების კანკალის წინააღმდეგ

ჩაის რეცეპტი: 1 ს.კ. ფურცლებს დაასხით 200-250 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 12 საათით. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ 60 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, რათა ორგანიზმმა სასარგებლო ნივთიერებების ათვისება მოასწროს. კურსი ერთთვიანია. ამის შემდეგ, 7-10 დღით შეისვენეთ და, აუცილებლობისამებრ, განაგრძეთ მკურნალობა.

აბაზანა სტრესის მოსახსნელად

მუდმივი სტრესის, ნერვული აშლილობების დროს, მიიღეთ ყვავილების ნაყენის აბაზანები. დილით, 1 ჭიქა ყვავილებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10-15 წუთით და დააყენეთ 1 დღით. საღამოს კიდევ ერთხელ აადუღეთ, გადაწურეთ და დაუმატეთ აბაზანას. პროცედურა 10-15 წუთით გაგრძელდება, თუ მეტხანს გაჩერდებით, გულზე დიდი ზეწოლა გაჩნდება. ასეთი პროცედურის შემდეგ, ჩვეულებრივ, ადამიანი მშვიდდება და კარგ განწყობაზე დგება.

ქოლესტერინის დონის შემცირება

ქრიზანთემა ასტაბილურებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს ვეგეტატიური სისტემის ფუნქციას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ქრიზანთემას ჩაის ხალხურ მედიცინაში იყენებენ სიმსივნურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

ნაყენი ბრონქიტის, კონიუქტივიტისა და გრიპის წინააღმდეგ

გარდა ამისა, ზამთარში, როცა გრიპი და გაციება მძვინვარებს, ქრიზანთემას ნაყენი დაგეხმარებათ. მას იყენებენ ბრონქიტის დროს, როგორც სიცხისდამწევი საშუალება და თვალის დაავადებების, კერძოს, კონიუქტივიტის დროს. თვალის სავლებად დაამზადეთ გამომშრალი ფურცლების ჩაი: 1ს.კ. ნედლეული 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, 10 წუთით დააყენეთ.

ანტიალკოჰოლური სასმელი

ასევე, ეს შემოდგომის ყვავილი ანტიალკოჰოლური თვისებებითაც ფასობს. ქრიზანთემას ნაყენით ძველი დროიდან კურნავდნენ ლოთებს. ჩაის მოსამზადებლად საჭიროა 1 ს.კ. გამომშრალი ფურცლები და ფოთლები, რომლებსაც 200-250 მლ მდუღარე წყალი უნდა დაასხათ, დააყენოთ მთელი ღამით და დალიოთ დღესი 3-4-ჯერ, 60 მლ. ჩვეულებრივ, ადამიანს, რომელიც 2-3 კვირის განმავლობაში სვამს ასეთ ჩაის, ზიზღის გრძნობა უჩნდება ალკოჰოლური სასმელების მიმართ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს