რა საიდუმლოებები იციან იტალიელმა ქალებმა, რომლებიც პლანეტის პირველი ლამაზმანები არიან 

0
248

ჭკვიანმა ქალებმა უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ იტალიელი ქალები არაერთი ათწლეული ან თუნდაც არაერთი საუკუნე მამაკაცების ყურადღების ცენტრში არიან. იტალიელი ლამაზმანების სილამაზე ჯერ კიდევ წარსული ეპოქის ცნობილმა მწერლებმა და მხატვრებმა შენიშნეს. კინოს და კამერის გამოგონებით ამ მხრივ არაფერი შეიცვალა. გიამბობთ, რა წესები ეხმარებათ იტალიელ ქალებს, ხმელთაშუა ზღვის მაცდურებმა პლანეტის სილამაზის კონკურსში პირველობის შენარჩუნებაში.

იტალიელი ქალების წესები: პლანეტის პირველი ლამაზმანების საიდუმლოებები

მუდმივი რუჯი

ადრე იტალიის მაცხოვრებლები მხოლოდ ბუნებრივი რუჯით შემოიფარგლებოდნენ. ახლა ბრონზერს უპირატესობას ანიჭებენ. იტალიელი ქალები ბრონზერს ისვამენ არა მხოლოდ ლოყებზე, არამედ ცხვირზე, ნიკაპზე და შუბლზე, რომ სახეს განსაკუთრებული ნათება მიანიჭონ. აღსანიშნავია, რომ იტალიელი ქალები რუმიანას თითქმის არ იყენებენ!

დაბინდული მაკიაჟი

ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს იტალიელი ქალების დაუწერელი წესები თვალებზე აქცენტს არეგულირებს. თითქმის ყველა იტალიელმა ქალმა იცის თვალზე ჩრდილების წასმა სტილში smokey eyes. საინტერესოა, რომ სამხრეთელები სხვა მაკიაჟს პრაქტიკულად უგულებელყოფენ. იქნებ, ამაშია მათი მიმზიდველობა?

„მომრგვალებული“ წარბები

სანამ მთელ მსოფლიოში ირჩევენ მკვეთრად ჩატეხილ წარბებს, იტალიელი ქალები უფრო მომრგვალებულ ფორმას უპირატესობას ანიჭებენ. იტალიელების ჩვევა დაფასების ღირსია. წარბის ასეთი ფორმა ყურადღებას იქცევს ქალის თვალებზე, ასევე სტილს ვიზუალურად აახალგაზრდავებს.

უჩვეულო ფრჩხილები

ამბობენ, რომ თავის დროზე სწორედ იტალიელებმა გამოიგონეს მანიკიურის ტექნიკა, რომლის დროსაც ფრჩხილი ვიზუალურად გრძელდება მასთან უშუალოდ მუშაობის გარეშე. სპეციალისტები ფრჩხილის ცენტრში ლაქს უსვამენ, გვერდებს ოდნავ ხელუხლებელს ტოვებენ. არანაირი დაგრძელება, არანაირი სირთულე, ყველაფერი მარტივი და ეფექტური. იდეალური ვარიანტია ქალებისთვის მოკლე ფრჩხილის საწოლით.

პერსონალური არომატი

იტალიელი ქალების არსენალში ვერ იპოვით სუნამოებს ბოთლებში. ნამდვილი იტალიელი ქალი ეძებს 3-4 არომატს, რომელიც მის საყვარელ სტილს ხაზს უსვამს. შემდეგ მას ღრმა მოხუცებულობამდე იყენებს. ასე იტალიელი ქალი საკუთარ ინდივიდუალობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს.

„ბუნებრივი“ ვარცხნილობა

უცხოელი თანატოლებისგან განსხვავებით იტალიელ ქალს სულაც არ ეუხერხულება აბურძგნილი, თავისუფალი ვარცხნილობები. მათთვის „უწესრიგობა“ ქალის ბუნებრივი სტილის ნაწილია და არა შეცდომა, რომლის გამოსწორება მთელი ძალით უნდა სცადო. როგორც ვხედავთ იმავე მონიკა ბელუჩის მაგალითზე, ეს მიდგომა ნამდვილად მუშაობს!

ბუნებრივი საშუალებები

მდიდარი და ცნობილი იტალიელი ქალებიც რეგულარულად იყენებენ ხელნაკეთ კოსმეტიკურ საშუალებებს. მაგალითად, სოფი ლორენი, თვალების ქვეშ პატჩის ნაცვლად დაქუცმაცებულ პიტნას იდებს. იტალიელი ქალები მარწყვის, მუხუდოს და იოგურტის ნიღბებს ამზადებენ. თმას ლიმონის წვენის და მზის აბაზანების კომბინაციით აღიავებენ.